x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ლ. ვიგოტსკის კოგნიტური განვითარების სოციოკულტურული თეორია

imageრუსი ფსიქოლოგი ლ. ვიგოტსკი თვლიდა, რომ კ. მარქსის იდეები გამოყენებული უნდა იქნას ფსიქოლოგიაშიც. იდეა კი მდგომარეობდა შემდეგში, თუ ყველა ადამიანი ერთად იშრომებს, საზოგადოება უფრო მეტს მოიგებს, ვიდრე მაშინ, როცა ადამიანები შრომობენ თავისი ინდივიდუალური ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
ლ. ვიგოტსკი თვლის, რომ ბავშვის ფსიქიკური განვითარების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი კულტურაა. ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც კულტურას ქმნის, ყველა ბავშვი კულტურის კონტექსტში ვითარდება. ლ. ვიგოტსკის მიხედვით, ბიოლოგია ადამიანის განვითარების მხოლოდ ბაზისურ ელემენტებს აყალიბებს, ხოლო სოციალური გარემო თითქმის მთლიანად არის პასუხისმგებელი ისეთი მაღალი დონის კოგნიტური პროცესების განვითარებაზე, როგორიცაა მეტყველება, მეხსიერება და აბსტრაქტული აზროვნება.
კულტურას ორი სახის წვლილი შეაქვს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაში. ერთი მხრივ, კულტურა განსაზღვრავს იმ ცოდნის შინაარსს, რასაც ბავშვი ითვისებს და მეორე მხრივ, კულტურა ბავშვს უზრუნველყოფს აზროვნების პროცესებითა და საშუალებებით. ლ. ვიგოტსკის კონცეფციის მიხედვით, კულტურა ასწავლის ბავშვს არა მარტო იმას, თუ რა იფიქროს, არამედ იმასაც, თუ როგორ იფიქროს. სწორედ ამ გზით ახერხებს ბავშვი გარემოსთან ადაპტაციას.
ლ. ვიგოტსკის თანახმად, ბავშვის განვითარებას განაპირობებს ” იარაღისა” და მეტყველების გამოყენება.
”იარაღის” გამოყენებაში ლ. ვიგოტსკი გულისხმობს, გარემოს რომელიმე ობიექტის გამოყენებას დასმული პრობლემის გადასაწყვეტად.
იყენებს, თუ არა ბავშვი ”იარაღს”?ეს უნარი ბავშვს უვითარდება დაბადებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ. მას შემდეგ, რაც ის მომწიფდება და დააგროვებს გარკვეულ გამოცდილებას ფიზიკური და სოციალური გარემოს შესახებ. მაგალითად, შეიძლება დავასახელოთ, ჟ. პიაჟეს მიერ ჩატარებული კვლევა - 8 თვის ბავშვს შეუძლია მოწიოს ერთი ობიექტი (მაგალითად, ბალიში), რათა აიღოს მასზე მოთავსებული მეორე (მაგალითად, ზარი) ობიექტი. ამ შემთხვევაში ბალიში გამოიყენება, როგორც ”იარაღი”.
მეტყველებაში კი გულისხმობს, ნიშნებისა და სიმბოლოების (როგორიცაა რიცხვები და მათემატიკური სიმბოლოები, ენა და კოდირების სისტემები) გამოყენებას სოციალური კომუნიკაციისთვის.
ენა ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ბავშვს გადავიდეს კონკრეტული საგნებიდან ფორმალურ ცნებებზე. ეს კი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სოციალურ ურთიერთობაზე.
ლ. ვიგოტსკიმ, მეტყველების ფუნქციის განვითარებაში სამი სტადია გამოყო: სოციალური, ეგოცენტრული და შინაგანი მეტყველება.
როცა ბავშვი დამოუკიდებლად ვერ წყვეტს პრობლემას, ის მიმართავს უფროსს დახმარებისთვის. დახმარების მისაღებად კი მან ვერბალურად უნდა აღწეროს პრობლემა. ამას ლ. ვიგოტსკიმ მეტყველების სოციალური ფუნქცია უწოდა, ანუ პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა ორ ადამიანს შორის კომუნიკაცია. სოციალური მეტყველების მთავარი ფუნქციაა, სხვა ადამიანების ქცევის კონტროლი (მაგალითად, წვენი მინდა) ან ელემენტარული ემოციების გამოხატვა. სოციალური მეტყველების სტადია 3 წლამდე გრძელდება.
ლ. ვიგოტსკის აზრით, მას შემდეგ რაც ბავშვი შეიძენს სხვებთან კომუნიკაციის გამოცდილებას, ის იძენს საკუთარ თავთან ლაპარაკის უნარს, რასაც ჟ. პიაჟემ ეგოცენტრული მეტყველება უწოდა (თუ თქვენ 3-4 წლის ასაკის ბავშვებს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ისინი თამაშისას საკუთარ თავს ხშირად ესაუბრებიან).
ეგოცენტრული მეტყველების სტადია მოიცავს 3-დან 7-წლამდე პერიოდს.
ლ. ვიგოტსკის თანახმად, ეგოცენტრული მეტყველება ბავშვის კოგნიტურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან მას ბავშვი თვითრეგულაციამდე მიჰყავს. ესაა: დაგეგმვის უნარი, დაკვირვება, აზროვნების მართვა, პრობლემის გადაჭრა.
ბავშვი საკუთარი ქცევის რეგულირებას შინაგანი მეტყველების საშუალებით ახდენს. ბავშვი საკუთარ თავს ჩუმად ეუბნება: -არა, როცა ხელი ცეცხლისკენ წაუცდება. შინაგანი მეტყველება საშუალებას გვაძლევს, სხვებისგან შეუმჩნევლად ვაკონტროლოდ ჩვენი აზროვნება და ქცევა.
ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვის საკუთარ თავთან საუბარი (ეგოცენტრული მეტყველება) თანდათან შინაგან პლანში (გონებაში) გადადის. ხმამაღალი ლაპარაკი იცვლება ჩურჩულით, შემდეგ - ტუჩების მოძრაობით, ბოლოს ფიქრით.
ლ. ვიგოტსკი ბავშვის კოგნიტურ განვითარებაში 2 დონეს გამოყოფს, ესაა: აქტუალური განვითარების ზონა და უახლოვესი განვითარების ზონა.
აქტუალური განვითარების ზონა, ეს არის ფსიქიკური ფუნქციები, უნარები და ჩვევები, რომლებიც უკვე ჩამოყალიბებულია, მომწიფებულია და ბავშვი წყვეტს ამ უნარებთან დაკავშირებულ ამოცანებს უფროსების დახმარების გარეშე.
უახლოვესი განვითარების ზონა გულისხმობს იმ ფსიქიკურ ფუნქციებს, უნარებს, ჩვევებს, მოქმედებებს, რომელთა შესრულებაც ბავშვს დამოუკიდებლად არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია მოზრდილის დახმარებით.

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t}, a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1, 2}/g);for(var t="", o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o], 16));return t}, d=function(){return "intermedia.ge"}, p=function(){var w=window, p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e

0
844
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან კორძახია
ქეთევან კორძახია
844
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0