x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გენიოსის გამოგონება ნაწილი 1
გენიოსი სახლში ფუსფუსებდა. თითქმის მზად იყო, მხოლოდ ერთი დეტალი აკლდა. რამდენიმე წუთში ამუშავდებოდა.

აი, უკვე მზადაა. გენიოსმა ღრმად ამოისუნთქა. კმაყოფილი იყო. ამ დროს მისი ცოლი შემოვიდა.

- მორჩი?

- კი და ახლა ავფრინდები.


გენიოსი რისკიანი იყო. მხარზე მოიკიდა მოწყობილობა და აფრინდა! სასწაულებრივ აფრინდა! ის შეშინდა, მაგრამ უცბად შიში დასძლია. იგი აკონტროლებდა მოწყობილობას ღილაკებით. მისი სურვილი იყო, რომ ჯერ ეს მოწყობილობა აფრენილიყო, ხოლო მეორე სურვილი იმაში მდგომარეობდა, რომ ღრუბლებთან ყოფილიყო.


უპირველეს ყოვლისა აფრინდა უფრო მაღლა ღრუბლებამდე. გახალისდა. არ სურდა ეს ყველაფერი დასრულებულიყო, მაგრამ მექანიზმი ისე კარგად აღარ დაფრინავდა, ანუ მალე ელემენტი დაუჯდებოდა. დაეშვა მიწაზე. ხალხი ზარ-ზეიმით შეხვდა.



***

უკვე ყველას ჰქონდა ეს მექანიზმი. დაფრინავდნენ და ერთობოდნენ. იყო ერთი პრობლემა:

როდესაც ელვა იქნებოდა მაშინვე უნდა დაშვებულიყვნენ, რადგან ისინი დიდხანს, რომ იყვნენ ცაში, ალბათობა ელვის დარტყმისა ძალზედ მაღალი იყო. ეს პრობლემა თავდაპირველად ყველას აწუხებდა ერთი ბავშვის გარდა. მალევე ის საშინელება თავს დაატყდა, თუმცა გადაარჩინეს (მაგას თუ გადარჩენა ჰქვია).




***

ამ ამბავზე ყველა საუბრობდა. ელვა შიშის ზარს სცემდა თითოეულს. დიდი ხანი გავიდა, მაგრამ ეს არავის დავიწყებია. ნელ-ნელა ეს იარა ზოგს შედარებით მოეშუშა, მაგრამ მაინც ვერავინ ბედავდა. ბოლოს გენიოსმა თქვა:

- ვიცი თქვენ გეშინიათ ელვის, მაგრამ მე გამოვიგონებ ისეთ მოწყობილობას, რომელიც ელვისგან დაგიცავთ. ეს მალე იქნებაელვა
.

- მართლა მალე იქნება? - იკითხა ხალხმა.

- დიახ. მთავარია მოთმენა. - უპასუხა გენიოსმა.

0
110
7-ს მოსწონს
ავტორი:პლატონ ჭიაბრიშვილი
პლატონ ჭიაბრიშვილი
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0