x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რატომ ატირდა სიძე საკუთარ ქორწილში საკურთხეველთან?
ქორწილი- ეს ხომ მნიშვნელოვანი მოვლენაა თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი გოგონებისთვის. დღე, სადაც მანდილოსანი თავს დედოფლად გრძნობს საკუთარი რჩეულის გვერდით და მათი ბედი კვეთს ერთმანეთს. დღე, როდესაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ეძლევა დედოფალს საშუალება საკურთხეველზე ასვლისა და მეტად განცდისა ამ მარადიული სიხარულისა, რომელსაც ხშირად სიხარულის ცრემლებითაც კი გამოხატავს, თუმცა დღევანდელ სტატიაში მინდა მოგითხროდ ამბავი ერთი ქორწილისა, სადაც სენტიმენტალურმა სიძემ ემოციები ვერ დაიოკა და პირდაპირ საკურთხეველთან ატირდა.


image


წყვილმა ერთმანეთი 2012 წელს მეგობრების წრეში გაიცნო. ხანგრძლივი ურთიერთობის შედეგად კი მიიღეს გადაწყვეტილება ექორწინათ და სწორედ ეხლახანს, გასულ დღეებში გაიმართა ქორწილი ლონდონში- ტრაფალგარის მოედანზე წმინდა მარტინის სახელობის ეკლესიაში (St Martin In The Fields). წარმოშობით ლონდონიდან, 25 წლის სიძე Gabriel Deco უსაზღვრო ემოციებით აივსო დაინახა რა სადედოფლო კაბაში ოცნების ქალი, რომელსაც საკურთხეველთან საკუთარი დედა მოაცილებდა და ატირდა. 24 წლის პატარძალი Annabelle თვალისმომჭრელი იყო, თუმცა სიძის ცრემლებმა ის ყველას დაავიწყა. როდესაც წყვილი ერთმანეთს ჩაეხუტა, ირგვლივ უკვე ყველა ტიროდა.


"ჩვენ ორივე საგრძნობლად განსხვავებული ხასიათების ვართ, ანაბელი ყოველთვის ემოციური და მგრძნობიარე იყო, რასაც საკუთარ თავზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი, თუმცა როდესაც ის დავინახე, მოულოდნელად გამიჩნდა მადლიერების ღრმა გრძნობა, რომ ოცნების ქალი, რომელსაც ჩემთვის ყოველთვის დიდი სიხარული მოჰქონდა, უზომოდ მიყვარს და ჩემი ხდება და ეს ცრემლებიც თვითნებურად გადმოგორდნენ თვალებიდან დიდი თავშეკავებისდა მიუხედავად"- ამბობს ბედნიერებით სავსე გაბრიელი.




P.S. ისღა დამრჩენია, უსაზღვრო ბედნიერება ვუსურვო წყვილს და წარმოგიდგინოთ შთამბეჭდავი მომენტები მათი ქორწილიდან, რომელიც ფოტოგრაფს რაღა თქმა უნდა არ გამორჩენია.

image

imageimageimageimageimageimage





გაბრიელი და ანაბელი:


imageimage

1
185
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
185
  
2016, 13 ივნისი, 11:05
როგორ ყვარებია
0 1 1