x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საინტერესო და უცნაური ცრურწმენები სხვადასხვა ქვეყანაში
მთელი ისტორიის მანძილზე, ხალხი ამჩნევდა ზოგიერთ უცნაურ
კანონზომიერებას, რომლის შემდეგ ხდებოდა რაიმე კარგი ან ცუდი. ამის შედეგად გაჩნდა ცრურწმენები. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა
უბრალო დამთხვევაა და არა რაიმე მინიშნება, ძალიან ბევრ ადამიანს ბრმად სწამთ მათი. ქვემოთ აღწერილია სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ზოგიერთი უცნაური ცრურწმენა.


არგენტინა

ძალიან ცუდის ნიშნად ითვლება არგენტინის ყოფილი პრეზიდენტის,
კარლოს მენემის სახელის წარმოთქმა.

image
























ბრაზილია

აქ საფულის იატაკზე დაცემა ფულის დაკარგვასთან არის დაკავშირებული.
image









ჩინეთი

ჩინეთში ციფრი 4 ითვლება სიკვდილის ციფრად, რადგან ციფრი
4 და სიტყვა სიკვდილი ჩინეთში ერთმანეთის მსგავსად წარმოითქმის. ამის გამო, ისინი ყველანაირად ცდილობენ თავი აარიდონ ამ ციფრს.

image


































დანია

დანიაში მიღებულია დამსხვრეული ჭურჭლის მთელი წლის განმავლობაში
შენახვა, რათა ახალი წლის ღამეს ნამსხვრევები აჩუქონ ახლობლებს. ითვლება, რომ რაც უფრო მეტი დამსხვრეული ფაიფური აქვს ადამიანს, მით უფრო იღბლიანი იქნება იგი მომავალ წელს.

image











საბერძნეთი

როდესაც ორი ადამიანი ამბობს ერთსა და იმავე სიტყვას, ერთსა და იმავე დროს, მათ ერთდროულად უნდა თქვან „piase kokkino” და ერთად შეეხონ წითელ ფერს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჩხუბი ელოდებათ.

image


























ჰაიტი

ჰაიტიში ბევრი ცრურწმენა არის დაკავშირებული დედასთან.
მაგალითად, თუ ადამიანი გაივლის მხოლოდ ცალი ჩექმით, გვის იატაკს ღამით ან დადის მუხლებზე, მაშინ ზუსტად ის არის დამნაშავე დედამისის ნაადრევ სიკვდილში.

image












ინდოეთი

ინდოეთში არის ბევრი უცნაური ცრურწმენა, რომელიც თავის მოვლასთანაა დაკავშირებული. ისინი არ იჭრიან ფრჩხილებს ღამით, აგრეთვე სამშაბათს და შაბათს, ცუდის ნიშნად ითვლება თავის დაბანა ხუთშაბათს და შაბათს. ამ ცრურწმენების წარმოქმნასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვარაუდი არსებობს. ივარაუდება, რომ ღამით დაგვისას შესაძლოა დაიკარგოს სხვადასხვა მცირე ძვირფასეულობა. დაემთხვა, რომ ხუთშაბათი არის დასვენების დღე პარიკმახერთათვის. შაბათი კი სატურნის დღედ ითვლება, რომელსაც ინდოელები დიდად ეთაყვანებიან.

image















კორეა

სამხრეთ კორეაში ითვლება, რომ ჩაკეტილ ოთახში ჩართულ ვენტილატორს შეუძლია მძინარე ადამიანის მოკვლა. ამის გამო, კორეაში ვენტილატორების უმეტესობას აქვს ტაიმერი.

image












ლიტვა

ლიტვაში ცუდის ნიშნად ითვლება შენობაში სტვენა, რადგან ამან შეიძლება მოიზიდოს პატარა დემონები, რომლებიც შემდგომ მოსვენებას არ მოგცემენ.

image


























კატარი

ითვლებოდა, რომ ობობას შეუძლია ხანძრის ჩაქრობა სახლში, ამიტომ არ შეიძლებოდა მათი მოკვლა.

image













რუანდა

ქალისთვის აკრძალულია თხის ხორცის ჭამა, რადგან მათ შესაძლოა გაეზარდოთ წვერი.

image











თურქეთი

ძალიან ცუდ ნიშნად ითვლება კევის ღეჭვა ღამის საათებში, რადგან, როგორც ამბობენ, ღამით იგი გადაიქცევა მკვდარი ადამიანების ხორცად.

image









































აშშ


ბევრ ამერიკულ სახლში, განსაკუთრებით ვერმონტის შტატში, სხვენის ფანჯრები დახრილია, რადგან ითვლება რომ კუდიანი ვერ შეძლებს ასეთ ფანჯარაში შეფრენას.

image

0
416
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ვახტანგიშვილი
ირინა ვახტანგიშვილი
416
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0