x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
" პოსტ ფაქტუმაც ვუხდი ბოდიშს საზოგადოებას, ზოგჯერ შეცდომას ვუშვებ"

imageტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს განმარტავს და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს : "მეგობრებო, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბევრი აზრი ხისტად და უტრირებულად გადმოვეცი, ბევრიც - უბრალოდ არასწორი რამ ვთქვი. არ დავმალავ, ზოგჯერ, ამას როგორც მეთოდს ვიყენებ, ზოგჯერ - შეცდომას ვუშვებ. ნამდვილად არ მწყინს, ამის გამო რომ მაკრიტიკებენ. უბრალოდ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ: მე ვარ მარტო ჩემს გუნდთან ერთად. ოჯახიც კი ვერ მიმაგრებს ზურგს - გადახვეწილი მყავს და რეალურ საფრთხეს გარიდებული. მეგობრების დიდი ნაწილი დევნილია და ემიგრაციაშია. მიწევს გამკლავება ყოველდღიურ რუტინასთან კვირაში 7 დღე გაუჩერებლად (ფინანსები, ტექნიკური აღჭურვილობა და სხვა 1000 კაციანი ტელეკორპორაციისთვის დამახასიათებელი პრობლემა) და პასუხისმგებელი ვარ ჩემი ამ ქვეყნად საუკეთესო გუნდის წინაშე, რომ დროზე აიღებენ ხელფასს, იქნებიან უსაფრთხოდ, არ შეფერხდება ეთერი, იქნება მაღალი რეიტინგი და ა.შ. ამის პარალელურად, მიწევს გაუნელებელი ომი ჩვენს წინააღმდეგ გაერთიანებულ და აბსოლუტურად მობილიზებულ ხელისუფლების სამივე შტოსთან და მანიაკ მილიარდერთან, რომლებიც წესების გარეშე გვებრძვიან და ყოველმხრივ (სამართლებრივად, ფინანსურად და ა.შ.) ცდილობენ ჩვენს განადგურებას. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ფინანსურად არავინ არ გვეხმარება და პირველი და ერთადერთი დიდი ტელევიზია ვართ საქართველოს ისტორიაში, ვინც საკუთარ თავს თვითონ ინახავს. და ეს იმის მიუხედავად, რომ ყოველგვარი კანონი თუ რეგულაცია მიიღეს ამის შესაზღუდად, მეზობელი არხები (მთავრობის დაკვეთით) დემპინგური ფასებით გვებრძვიან და მიმდინარე ხმაურიანი დავები ასევე აფრთხობენ ჩვენს კლიენტებს. დამატებით, უამრავ ტყუილს და სიბინძურეს მივრცელებენ ჩემს პირად ცხოვრებაზე, რაც ჩემზე სრულიად არ მოქმედებს, მაგრამ გულს ტკენს ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს.
ასე რომ, პოსტ ფაქტუმაც ვუხდი ბოდიშს საზოგადოებას და სამომავლოდაც ჩვეულებრივზე ოდნავ მეტ შემწყნარებლობას გთხოვთ, თუ ჩემი ნერვული სისტემა ყოველთვის ბოლომდე მდგრადი არ ყოფილა ან არ იქნება, და ჩემი შეფასებები გაცდა და ალბათ მომავალშიც გაცდება ხოლმე საზოგადოებრივად დადგენილ ნორმებს.
ამ ყველაფერს განვიცდი და ძალიან ვცდილობ, ასე არ იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის არ გამომდის"image

1
1290
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
1290
  
2016, 14 ივნისი, 9:46
როგორი მიამიტი ყოფილა:-))
0 1 1