x
image
ციცი
Mediator image
ვისზეა შეყვარებული მომღერალი თიკა ჯამბურია.
image

ჩვენ ყველანი კარგად ვიცნობთ მომღერალ თიკა ჯამბურიას, რომელიც ბავშვობიდან აქტიურად ჩანს ქართულ შოუ-ბიზნესში. მართალია დღესდღეობით იგი ისეთი აქტიური აღარ არის მუსიკალურ სფეროში და აღარ გვანებივრებს ახალი სიმღერებითა და ვიდეორგოლებით, მაგრამ მის შესახებ ინტერესი ქართულ საზოგადოებას დღემდე შემორჩა. მომღერალი ძალიან ბევრჯერ გახდა სასიყვარულო ინტრიგების "მსხვერპლი" და ყოველთვის ყველას ძალიან აინტერესებდა მისი პირადი ცხოვრება. დავიწყოთ იქიდან, რომ თიკა ჯამბურია ღრმა ბავშვობიდან შეყვარებული იყო უსიმპატიურეს ბექა ხოფერიაზე, რომელთან ურთიერთობაც ქორწილით დაგვირგვინდა, თუმცა ხანმოკლე აღმოჩნდა ეს ქორწინება და მათ საერთო მხოლოდ შვილი დარჩათ, რომელიც რა თქმა უნდა დღემდე აკავშირებთ. ურთიერთობის დასრულების შემდეგ იყო უამრავი ჭორი იმის შესახებ, რომ წყვილი კვლავ შერიგდა, თიკას კვლავ სურდა შერიგება და უამრავი ამდაგვარი მითქმა-მოთქმა იყო, თუმცა საბოლოოდ "მექალთანე" ბექა ხოფერიამ ახალი საბედო ნახა, რომელზეც დაქორწინდა და საბოლოოდ შეწყდა ლაპარაკი ბექასა და თიკას კვლავ შერიგებაზე. რაც შეეხება თავად თიკას მასზეც ერთ დროს ბევრი ამბობდა, რომ მომღერალ მასტერთან ჰქონდა რომანი, თუმცა ეს რამდენად რეალობა იყო არავინ იცის. დღეს კი თიკა ჯამბურია მართლაც შეყვარებულია! მისი რჩეული კალათბურთელი გიორგი ბრაგვაძეა. თიკამ "Ambebi.ge"-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ წყვილი მართლაც ერთად არის და არ სურს მათ ურთიერთობაში მედიის ჩარევა. ისინი ბათუმში "Maroon 5" -ის კონცერტზეც ერთად იყვნენ და სწორედ ბათუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა თიკამ თავის "ფეისბუქის გვერდზე, რამაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. მოდით ვნახოთ თიკას რჩეულის პირადი ფოტოები.

imageimageimageimageimageimage

image


image

image

1
768
5-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
768
  
2016, 13 ივნისი, 13:49
მოკლედ ამ გოგოს ყოველ თვეში ახალი ვინმე ყავს, ძალიან გარდაქმნილია სულს ხვანაირი ცანდა რატომღაც....
0 1 1