x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ქალწული ქალი (ლინდა გუდმანის ასტროლოგიის მიხედვით)
image

ქალწული ქალი თქვენ სინაზის, მორჩილების და უმწეობის სიმბოლოდ წარმოგიდგენიათ? თუ ასეა, იმედი უნდა გაგიცრუოთ.

ქალწულ ქალს საყვარელი ადამიანის გულისთვის დიდი მსვერპლის გაღება ძალუძს. იგი მას ქვეყნიერების ბოლომდე გაჰყვება(ვისაც არ სჯერა ჰმ). ურჩევნია საყვარელი ადამიანისგან უკანონო ბავშვი გააჩინოს ვიდრე უსიყვარულოდ გათხოვდეს. ქალწული ქალი მათ რიცხვს განეკუთვნება ვინც ბედის ყოველგვარ დარტყმას ამაყად თავაწეული ხვდება. მე კიდევ ბევრის თქმა მომიწევს ამ ნაზ, ქალურობის სათუთ სიმბოლოზე, რომელიც ფოლადისაგან გამოკვეთილი უფრო გეგონებათ ვიდრე ხორციელი ადამიანი.

ქალწულები ბუნებით მორცხვები არიან. ისინი იმ კატეგორიას არ განეკუთვნებიან, ვინც ხმამაღლა გაჰყვირის კრებებზე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მართავს მანქნას, მონაწილებოს საეჭვო ორგიებში. მაგრამ ქალწული ჭეშმარიტი ქალია და თავისი ბედნიერებისთვის ბოლოდე იბრძვის.


თუ ოდესმე გაიგეთ რომ ქალწულმა საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია, გაკვირვებას და გაკიცხვას ნუ იჩქარებთ. ქალწულებს უზნეობა საერთოდ არ ახასიათებთ და შეიძლება თავი იმით იმართლონ, რომ ესა თუ ის მოქმედება სიყვარულის გამო ჩაიდინეს, ნამდვილი, ჭეშმარიტი სიყვარულისთვის, ვინაიდან სხვაგვარი არც იციან. ქალწული, რომელიც თავის ქორწინებას არასრულყოფილად თვლის, მაშინვე გაეყრება ქმარს. ოჯახის დანგრევა მისთვის დიდი ტრაგედიაა, მაგრამ სიყვარულში თვალთმაქცობა კიდევ უფრო მეტი.

საკმარისია გადაწყვიტოს ეს არის ნამდვილი სიყვარულიო, რომ მნიშვნელობა არა აქვს გათხოვილია თუ არა, ამ სიყვარულს თვალისჩინივით გაუფრთხილდება. ქალწული ზოდიაქოს ნიშანთაგან ერთადერთია, რომელსაც შეუძლია ყველაზე დიდი რომანტიკოსიც იყოს და სატანასავით წინდახედულიც. ქალწულის სიყვარულში არსებობს რაღაც მაგიური, რაც მას ისეთ ძალას მატებს, რომ მასთან შედარებით სხვა ზოდიაქოთა სასიყვარულო ვნებები ფერმკრთალდება. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ქალწულში ამგვარი გრძნობის გაღვიძება იოლი საქმე როდია.

სიყვარულის ფიზიკური ასპექტი მასში ყოველთვის რამდენადმე მინავლულია. მაგრამ აქვს ისეთი რამ, რასაც შეიძლება ''სულიერი ლტოლვა'' ეწოდოს. ეს გრძნობა იმ მამაკაცებს უფრო შეეფერებათ, რომელნიც ქალში უპირველეს ყოვლისა სულიერ სიმდიდრეს დაეძებენ.

ქალწული ესწრაფვის ყოველივე იდეალურს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თვითონაც იდეალურია. მას ზოგიერთი ისეთი თვისება აქვს, რომელიც დროდადრო ძალიან გაგაღიზიანებთ. მაგალითად, ქალწულები თვლიან, რომ ამა თუ იმ სამუშაოს მათზე უკეთ და ხარისხიანად თავს ვერავინ გაართმევს, და რაც ყველაზე უსიამოვნოა, ეს მართლაც ასეა. გაბრაზებულ ქალწულს ყვავილებით ეახელით, დანაშაული აღიარეთ და პატიება სთხოვეთ. კამათს კი არ გირჩევთ, სულერთია, მაინც ვერაფერს დაუმტკიცებთ. რაც შეეხება მობოდიშებას, იგი მოკლე და გულწრფელი უნდა იყოს. ქალწული თავს არ მოგატყუებინებთ. მახვილი ჭკუისა და ინტუიციის წყალობით იგი ყველაზე გულმოდგინედ შენიღბულ ტყუილსაც კი მიგიხვდებათ და ამას არ გაპატიებთ. ქალწული წმინდაა და ალალმართალი, მაგრამ არა მიამიტი.

ნუ შეეცდებით ქალწულის გაკრიტიკებას. იგი თავის შეცდომებს სახალხოდ არასოდეს აღიარებს. ამასთან, ქალწულები საერთოდ იშვიათად ცდებიან. თუ გსურთ მასთან ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნოთ ყველა ბრალდება უკან წაიღეთ და ისევ მეგობრები იქნებით.

როცა ქალწულს ეტრფით, თქვენს მანერებს და ლაპარაკს ყოველთვის დააკვირდით. იგი ჟარგონს არ მოგითმენთ, რომ აღარაფერი ვთქვათ ლოთობასა და ლანძღვაზე. თუ თავი წესრიგში გეყოლებათ და კარგი მანერებიც არ დაგავიწყდებათ ყველაფერი კარგად იქნება.

სახლში გაცილებისას მოსახვევად ან საკოცნელად ნუ დაეძგერებით, გინდაც ეს მეათე შეხვედრა იყოს. იყავით მუდამ ყურადღებიანი, მაგრამ ნუ ჩააცივდებით. თავაზიანობა უდავოდ საჭიროა, მაგრამ გადამეტებული ქათიაურები საქმეს მხოლოდ წაგიხდენთ. მოკლედ ყველაფერში ზომიერება დაიცავით.

ქალწულ ქალს კიდევ ერთი მომხიბლავი თვისება აქვს, ზრუნვა თითქმის არაფერზე მოგიწევთ. იგი ყველაფერს თვითონ იკისრებს და თავსაც კარგად და სიამოვნებით გაართმევს.

ქალწული ერთგულებისა და თავდადების შესანიშნავი ნიმუშია. თუ მას ნამდვილად უყვარხართ, მის ერთგულებაში ეჭვი არ შეგეპაროთ, თუნდაც უკაცრიელ კუნძულზე ჯონი დეპსა და ბრედ პიტთან ერთად მთელი თვე განმარტოება მოუხდეს.

თუმცა ქალწული წვრილმანებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ეს ხელს სულაც არ უშლის, იყოს კეთილი, უანგარო და უჩვეულოდ მზრუნველი. ეცადეთ მის ნაკლოვანებებს ისე შეხედოთ როგორც ღირსებებს.

ურთიერთობის რბილმა, მშვიდმა მანერამ, სხივმფენმა თვალებმა და მახვილმა იუმორმა უკვე მოასწრო თქვენი დატყვევება? ეს რომ ასე არ იყოს, დღეში ორჯერ არ გაიპარებოდით და ბიბლიოთეკა-მუზეუმების სისტემატიური სტუმარი არ გახდებოდით.

ქალწული ქალი ძალიან შორსმჭვრეტელია, ამიტომ მის მოტყუებას ნუ ეცდებით. სიმართლე და სილამაზე მისთვის სინონიმებია. იგი გულს მხოლოდ მას გადაუშლის, ვისაც სავსებით ენდობა. თქვენის მხრივ, ქალწულის სულ პატარა თხოვნა ან სურვილიც კი უნდა გაითვალისწინოთ. იგი ამას დიდ ყურადღებას აქცევს. მიუხედავად ბუნებრივი მორცხვობისა და მორიდებისა, ქალწულს უდიდესი სასიცოცხლო ძალა და სიბრძნე გააჩნია. იგი დისკოა, რომლის გარშემოც ოჯახის წევრები ბრუნავენ, ხოლო მისი ნიჭი, ძნელბედობის ჟამს ახლობლებისა და თავის გატანისა, ჭეშმარიტად საოცარია.

ჩვეულებისამებრ ქალწული ქალები კარგი მზარეულები არიან. მათი სახლი კი ყოველთვის სისუფთავესა და მყუდროებას ასხივებს.

ქალწული შესანიშნავი დედა და მკაცრი ამღზრდელია. იგი ყოველთვის თვალყურს ადევნებს შვილის ფიზიკურ, მორალურ და ინტელექტუალურ განვითარებას. რბილი ხასიათისა და იუმორის გრძნობის გამო შვილები ქალწულ დედას აღმერთებან. როცა ბავშვებს კარგ მანერებს ასწავლის, თავის სიმტკიცეს სიყვარულით და ნაზი მოქცევით არბილებს.

ძნელი სათქმელია, რა უფრო ესაჭიროება ა ქალს: პური არსებობისა თუ სულიერი საზრდო. ალბათ ორივე ერთნაირად. ახალმოკრეფილი ყვავილების არომატითა და გემრიელი სადილის სუნით გაჟღენთილი ქალწულის ბინა სამსახურიდან მოსულ დაღლილ მამაკაცს სამოთხედ მოეჩვენება.

ქალწული დაგეხმარებათ შავი ფიქრებიდან და, ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევაში. იგი არასოდეს იხმარს თქვენს საპარსს, ანდა კბილის ჯაგრისს წამწამების შესაღებად. ავადმყოფობისას გამოცდილ მომვლელ ქალზე უკეთ მოგივლით და არასოდეს დაეცემა ისე, რომ თქვენს მეგობარს გაეარშიყოს. იგი სულით და გულით ყოველთვის თქვენი ერთგული იქნება.

ყოველთვის ელეგანტურია და შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე ესაუბროთ. ეჭვიანობის სცენებს არასოდეს მოგიწყობთ(ერთი აქ მეპარება ეჭვი ცოტა) და თქვენს ფულს ქარს არასოდეს გაატანს.

თუ ბედმა გაგიღიმათ და ცხოვრების გზაზე ქალწულთან შეგყარათ, გაუფრთხილდით ამ წყალობას, შესაძლოა სხვა დროს ასე არ გაგიმართლოთ.

პ.ს. მოკლედ ასეთი კარგი ვარ რა. მე მაგალითად აქ რაც წერია მართლა ასეთი ვარ ყველა დეტალში, ცოტა ფუქსავატობას და თავქარიანობას თუ არ ჩავთვლით.

3
3827
6-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
3827
  
2013, 2 ივლისი, 23:38
"თუ ბედმა გაგიღიმათ და ცხოვრების გზაზე ქალწულთან შეგყარათ, გაუფრთხილდით ამ წყალობას, შესაძლოა სხვა დროს ასე არ გაგიმართლოთ." - ასე რომ გაგვიფრთხილდით :)
2012, 16 ივნისი, 19:09
მე ვარ
2012, 3 ივნისი, 19:17
ჩემი თავი დავინახე:P:P:P
0 1 3