x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
დამივიწყე,თუ შეძლებ...


image




ზაფხული ყველაზე სანატრელი დრო ყველა ადამიანისთვის...

ესეც მეორე კურსის დასასრული..

ბოლო გამოცდაც ჩააბარა წარმატებით მაგრამ მხიარულ განწყობაზე მაინც არ არის, თუმცა რა გასაკვირია. თავის სამ საუკეთესო მეგობართან ერთად გიჟურ სამ თვეს გეგმავს მაგრამ ჯერ უფროსი ძმა ვერ დაითანხმა...

-ხვალამდე გოგონებო..იცოდეთ, დამემშვიდობებით ისე არ წახვალთ...


-კარგი რა თინი შენც წამოხვალ, მშობლები ხომ თანახმა არიან...ხოდა შენ ძმასაც დავითანხმებთ..საღამოს გამოვალთ....

-აუ, არ იცით რა აუტანელია..კარგი წავედი..მიყვარხართ...

თინი სამარშუტო ტაქსში ავიდა თავისუფალი ადგილი იპოვა ფანჯარასთან და დაჯდა...

ბრაზი ახრჩობდა ეტირებოდა ფანჯრიდან იხედებოდა მგზავრებს მისი ცრემლიანი თვალები რომ არ შეემჩნიათ.ფიქრებიდან ტეფეფონის ზარმა გამოარკვია...

-გისმენ ..გაბრაზებული ხმით გაგონა...

-რა გჭირს?ცუდ ხასიათზე ხარ?

-მიზეზი არ მაქვს?საკუთარ ძმას ჩემი იმედი არ ქონია თურმე...

-ეს თუ გააგრძელებ ვატყობ გადავიფიქრებ შენს გაშვებას...

-რა თქვი?

-შეგიძლია წახვიდე...ოღონდ იცოდე ყოველ კვირას ჩამოგაკითხავ...შენ კი ჭკვიანად მოიქცევი...

-მადლობა...მიხარია რომ მიხვდი შენს შეცდომას...

-დედას უმადლოდე...

-კარგი...

-საღამომდე...

თინას დაავიწყდა რომ მარშუტში იჯდა ტელეფონი გათიშა თუ არა გახარებულმა შეყვირა.."არის, მივდივარ" მგზავრების გაოცებულმა შემოხვედამ მიახვედრა რომ ეხლა არ იყო ამ ემოციის დრო და ადგილი...მიუხედავად იმისა რომ მის სახლამდე ჯერ კიდევ ორი გაჩერება იყო სასწრაფოდ ჩამოხტა ძირს და ფეხით გაუყვე ქუჩას... სტუდენტურ სამუშაოებს ჯერ კიდევ სამი თვის წინ დათანხმდა.სამი თვე უცხო ქალაქში ახალი გარემო, უცნობი ადამიანები..

გარშემომყოფებს უკვირვებდათ თინას ეს გადაწყვეტილება ვერ ხვდებოდნე რაში ჭირდებოდა თინას ეს განმარტოვება...მშობლების პატარა ნებიერა გოგო, კარგი მეგობრები, შეყვარებული რომელიც ყველაფერს შეძლებს მისთვის...

მაგრამ არა მას რაღაც სხვა უნდოდა თუმცა რა ტავადაც ვერ ხვდებოდა...

ერთი სიტყვით თინამ შესძლო და გაექცა თავის იდიალურ ცხოვრებას...ცხოვრებას რომელშიც მხოლოდ მას აკლდა რაღაც...

გოგონებს ძალიან მოეწონათ სახლი სადაც მათ უნდა ეცხოვრათ ეს სამი თვე...ოთახები აირჩიეს..თინი და თამო ერთთად სალო და ჯული კი ერთად...ბარგის ამოლაგებას შეუდგნენ...

-ჩვენ მოვრჩით თქვენ რას შვებით...ოთახში გიჯივით შემოვარდა ჯული

-ჩვენ მალე მოვრჩებით...შენ კი მანამდე ყავა მოადუღე ვინაიდან საქმე არაფერი გაქვს...

-რა მინდოდა რა ვერ გავჩერდი ჩემთვის აბუზღუნდა ჯული და სამზარეულოში გავიდა...დაღლილები ოთხივენი მისაღებში დაეყარენ (დასხდენთქო ვერ ვიტყოდი რადგანაც სავარძლის მაგივრად პირდაპირ ხალიჩაზე დაჯდნენ)

-სადმე ხომ არ გაგვესეირნა? წინადადება წამოჭრა სალომ...

-არა რა დღეს დავისვენოთ და ხვალ გამოძინებულებმა დავიპყროთ ქალაქი...გაუღიმა თამომ

-აბა შენ იცი თამო იქნებ აქ მაინც იპოვო შენი მოსაწონი ბიჭი...თორემ უკვე შენი მეშინია ერთ დღეს მე არ გამომიტყდე სიყვარულში...საუბარში ჯული ჩაება...

-ეხ ჯული ეგ რომ ბიჭს ეძებს ეგეთი არ არსებობს...და თუ არსებობს იმას თამო არ მოეწონება..

-ვიღაცას გესნიან ენას ამოვაცლი და ვშიშობ რომ ეს სალომე იქნება გაბრაზდა თამო...

-ესე იგი ვინ ვის ეუბნება? აბა რომელს გყავს შეყვარებულები? პრობლემა თქვენში უფრო მგონია ჩაერია თინა ...

-შენ რა გედარდება ყველას შენაირი ბიჭი არ ყავს თინა...მის ძმაკაცსაც ვერ იმეტებ ჩემთვის...

-ჯულია მეორედ აღარ ახსენო იცოდე, იმას ცოლი ყავს... ბიჭების მეტი რა ...ხომ გაგიგიათ ვინც ეძებს ის პოულობს..

-მერე რა რომ ცოლი ყავს.მე არ მაქ პრობლემა მეორე ცოლობაზე...

-ეხლა ეს გააჩუმეთ თორემ მოვკლავ..

-ჯული....შეუბღვირა თამომ და ისიც გაჩერდა მერე თინას მიუბრუნდა კარგი რა თინა მეც მინდა რომ ვიღაცას ვუყვარდე ზრუნავდეს ჩემზე მაგრამ არც ეგრე იოლია რა...

-ხოდა დადეთ პირობა... ეს სამი თვე რომ გავა თქვენ სამივეს გეყოლებათ შეყვარებულები...

-მე თანახმა ვარ პირველი სალო დათანხმდა...

-აბა ცოლიანი ბიჭი არაო და ჯანდაბას თანახმა ვარ...

-არავის ქმრებს არ ეხებით ეს ძირითადი მოთხოვნაა...ჰა, თამო შენ რას იყვი?

არ ეშვებოდა თინა თამოს...

-მეც თანახმა ვარ..

-ვატყობ წინ გიჟური ზაფხული გველის.მეც ხომ არ დავივიწყო რომ შეყვარებული მყავს?

-გოგო მეორეს მასეთ სად იპოვი გაუბრაზდა ჯული...

სწორედ ამ დროს თინას ტელეფონმა დარეკა ... და ოთახში გავარდა

-ალბათ გულმა უგრძნო დავიწყებას რომ უპირებდი მიაძახა სალომ უკვე ოთახიდან გასულს...

იმ საღამოს გოგოებს ამ თემაზე აღარ უსაუბრიათ დაღლილებს ადრიანად ჩაეძინათ...

დილით ადრიანად ახმაურდნენ დღეს სამსახურში პირველი დღე იყო... შეძლებისდაგვარად თანამშრომლები გაიცნეს და დავალებებიც მიღეს.მუშაობნენ სრულ განაკვეთზე სამსახურის შემდეგ ტრენინგცენტრში გარბოდნენ ვის ეცალა პირობისთვის და შეყვარებულებისთვის...პარასკევს თანამშრომლებისგან მიპატიჟება მიიღეს აეღნიშნათ მათი თანამშრომლობის დაწყება და უარი არ უთქვამთ...

სამი ჭიქა ქონდათ დალეული როცა თინამ არასასურველ ნაცნობს მოჰკრა თვალი..

-თამო ნახე ვინ მოვიდა...მე წავალ რა ხო იცი არ მომეშვება მერე გაიგებს გიორგი ამ ამბებს და არმინდა ნერვების აშლა სანამ დამინახა გავიპარები...

-ჩვენც წამოვალთ...

-არა რა სისულელეა.სირცხვილია თანამშრომლების ეხლა მოვედით გავისეირნებ მერე კი სახლში ავალ.რომ წავალ დანარჩენებს მერე უთხარი ტეხავს ასე მიტოვება რამე მოიფიქრე...

თინამ სწრაფად დატოვა ბარი ისე იყო თავის ფიქრებში გართული არც კი შეუნიშნავს როგორ გაყვა უკან ბართან მჯდომი ბიჭებიდან ერთერთი რომელსაც თინა თვალში მოხვდა შემოსვლისთანავე.

თინა კარებთან შედგა გახსენდა რომ გასაღები არ ქონდა..ის იყო მობრუნდა რომ სახეში ძლიერი დარტყმა იგრძნო იმდენად ძლიერი რომ წამით გონება დაკარგა.როცა ფიქრებიდან გამოერკვა პირველი რაც დაინახა ძალიან შეშინებული თვალები იყო...

-კარგად ხართ?

-თუ არ ჩავთვლით იმას რომ ვიღაცა იდიოტმა კარები მთელი ძალით მხეთქა სახეში და წარბი გამიხეთქა..კარგად ვარ...

-ფრთხილად დაჯექი სისხლს მოგწმენდ...

-ვაიმე რა პატივია...შემეშვი, თავად მივხედავ ჩემს თავს.

თინამ წამოდგომა სცადა მაგრამ თავბრუ დაეხვა და ისევ დაჯდომა ამჯობინა..

-მართლა ვწუხვარ, ჩემი ბრალია.

- უი მართლა...მე მეგონა მე დავეტაკე კარებს...

-მაპატიე..

თინამ უცნობს ახედა აპირებდა რომ რაიმე მწარე ეთქვა მაგრამ მისმა თვალებმა იმდენად დააბნიეს რომ ხმის ამოღება ვერ შეძლო...თვალი მოარიდა და ძლივს გასაგონად ჩაილუღლუღა..გაპატიე, ოღონდ ეხლა შემეშვი რაა...

-ესე ვერ დაგტოვებ, წამოდი აქვე აფთიაქია ჭრილობას დაგიმუშავებენ..

-თავად წავალ..

-არა ეგ გამორიცხულია შენი მარტო სიარული არ შეიძლება, შეიძლება ტვინის შერყევაც გაქვს...

-კარგად ვარ..გაუბედავად წამოდგა თინა ფეხზე..

-ნება მომეცი ჩემი დანაშაული გამოვისყიდო...

-ჩათვალე რომ გამოისყიდე უკვე..

-კარგი მაშინ შენს მეგობრებს დარეკე როცა ისინი მოვლენ მე წავალ...

თინამ თამოსთან დარეკვა სცადა მაგრამ თამოს მუსიკის ხმაში ტელეფონის ხმა არ ესმოდა...ტელეფონი გათიშა...

-კარგი წავიდეთ...

-კარგი ტაქსს გავაჩერებ...

-ფეხით მირჩევნია...

-კარგით...რა გქვიათ?

-თინა

-სასიამოვნოა თინა თქვენი განობა .მე თაზო...

-არასასიამოვნო დასაწყისით..

-ვატყობ ამას არასდროს დამივიწყებთ...

-ნუ ტკივილი ძნელია დასავიწყებლად..

-ანუ აღიარებთ რომ ვერასდროს დამივიწყებთ...

-ოჰ, რა დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე...

ამ საუბარში გართულებმა აფთიაქის კარიც შეაღეს...თაზომ ფარმაცევტ გოგონას დახმარება სთხოვა...

-სჯობს სავადმყოფოში წაიყვანოთ, ნაკერი დასჭირდება აუცილებლად..

-კარგი ასე მოვიქცეთ თქვენ ბამბა, ბინტი, ბეტადინი, ლეიკო და რაიმე ძლიერი გამაყუჩებები მომეცით დანარჩენს თავად მივხედავ..

-მემგონი ექიმმა უფრო მეტი იცის.. არ შეეპუა ფარმაცევტი გოგონა..

-თქვენ წარმოიდგინეთ მეც ექიმი ვარ..

გოგონამ სასწრაფოდ მიაწონდა თაზოს რაც სთხოვა...

თაზოც ზრდილობიანად დაემშვიდობა თინას ხელი ჩასჭიდა და აფთიაქიდან გამოვიდნენ..

-უხეში ჩაილაპარაკა გოგონამ როცა წყვილი გარეთ გამოვიდნენ..ალბათ თავად დაარტყა და ეხლა უხვევს...

-რაც არ იცი რატომ ლაპარაკობ..მგონია ცდები.ძალიან ლამაზი წყვილია ვერ ნახე როგორ ხელჩაკიდებულები გავიდნენ გარეთ

იქვე სკვერში ჩამოჯდნენ თაზომ ჭრილობის დამუშავება დაიწყო..თინა ძლივს იკავებდა ცრემლებს რაც თაზოს არ გამოპარვია...

-ძალიან გტკივა...

-ცოტა...

-ცოტა გაუძელი ნაკერს სჯობს ასე ნაკლებად დაგეტყობა იარა...

-კარგი...ესე იგი დამამახინჯე არაა

-შენ და სიმახინჯე...

-იქნებ ფლირტაობას მორჩე და დაასრულო..შენ არ გტკივა?

-ესეც ასე...დავასრულე

-შენი წყალობით რომ არ ვიყო ამ დღეში მადლობასაც გეტყოდი...

-ძალიან გტკივა...თავბრუ ხომ არ გეხვევა ან გულისრევის შეგრძნება ხომ არ გაქვს?

-მტკივა მხოლოდ...

-ძალიან?...გამაყუჩებელს დალევ.და მალე გაგიყუჩდება...

-ძალიან...თაზოს წამალი გამოართვა

-მაპატიე..

-კარგი...

მერე კარგახანს იჯდენ ორივენი ჩუმად...

-კარგი მე წავალ...გვიანია...

-გაგაცილებ..არ არის საჭირო

-საჭიროა...

თაზომ ტაქსი გაჩერა

და თინა სახლამდე მიაცილა...

-კარგად თაზო... სადარბაზოსკენ წავიდა თინა მაგრამ თაზოს ხმამ შეაჩერა

-თინა...იქნებ კიდევ შევხვდეთ..

-არამგონია..თაზოსთვის არც კი შეუხედავს ისე უპასუხა თინამ და სადარბაზოში მიიმალა


სახლში მისულს მეგობრები არ დახვდა არც გასაღები ქონდა უნდოდა დაერეკა მაგრამ ტელეფონი დაუჯდა..ისევ ძირს ჩამოვიდა და ბინის წინ მდებარე პატარა სკვერში სკამზე ჩამოჯდა..


-აქ რატომ ზიხარ?


-შენ რა გინდა აქ .. შიშისგან შეხტა თინა

-დაგინახე რომ გამოხვედი სადარბაზოდან და გამოგყევი..

-აქამდე რატომ იდექი აქ..

-გეგონა უარს ასე იოლად მივიღებდი..მაინტერესებდა სად ცხოვრობდი..

.-

თუმცა ვერ გაიგე...იმიტომ რომ გასაღები მეგობრის ჩანთაში ჩამრჩა ისინი კი ჯერ არ მოსულან...

-მაშ ერთად დაველოდოთ...

შენი ნება თუ გიღირს ჩემს გამო აქ ჯდომა.

-ამ წუთას სხვა საქმეც არ მაქვს....

-მგონი ეხლა ცხელი ყავა გვიშველიდა...

-რა დროს არ მაქვს გასაღები თორემ ცხელ ყავაზე დაგპატიჟებდი...დამცინავი ტონით უპასუხა თინამ

-მე მაქვს გასაღები და შემიძლია მე დაგპატიჟო ყავაზე ჩემთან...

-თავი აშკარად ძლიერად დავარტყი მაგრამ არც მაგდენად რომ...

-რა რომ? მეგობრულად გეპატიჟები..როგორც ჩანს შენი მეგობრები არ ჩქარობენ მოსვლას..

-იქნებ მეგობრულად დამარეკიო...

თაზომ ტელეფონი გაუწოდა მაგრამ თინას არცერთი აგონებდა...


-კარგი რაღამც ჩემი ასე გეშინია წავიდეთ ბარში მიგიყვან სადაც შენი მეგობრები არიან..

-შენი რატო უნდა მეშინოდეს..ვინ გითხრა რომ მეშინია

-შენი არ მესმის რა მნიშვნელობა აქვს სად იქნები ჩემთან ერთად მარტო სახლში თუ ქუჩაში?

-კარგი ცხელ ყავის ხათრით.

-და იმის დასამტკიცებლად რომ არ გეშინია ჩემი..

ორივენი შორი-შორს გაუყვენ ქუჩას...

თაზომ დრო იხელთა და ძმაკაცს მესიჯი მიწერა...

სასწრაფოდ ყველა მეორე სართულზე ისეთი ატმოსფერო იყოს თითქოს მარტო ვარ სახლში "

ჯერ ტელეფონს შევაერთებ და მერე ყავას გაგიმზადებ.შენ მანამდე დაჯექი და დაისვენე..როცა თაზო ოთახში ყავის ფინჯნებით დაბრუნდა თინას უკვე პატარა ბავშვივით ეძინა...

ოთახიდან პლედი გამოიტანა თავად კი ოთახში გავიდა თუმცა თავში ყველაფერი არეოდა და დაძინებას ვერადა ვერ ახერხებდა...

თინა დილით მზის სხივმა გააღვიძა, გაიხსენა გუშინდელი საღამო...ეხლა რომ გიო მხედავდეს? საკუთარმა ფიქრმა შეაშინა სასწრაფოდ წამოხტა და ტელეფონი მოიტანა...ღმერთო ხმა როდის გაუთიშე უამრავი უპასუხო ზარი დახვდა პირველი თამოს მესიჯი გახსნა...

"სად ხარ? მოვკვდი შენზე ნერვიულობით... გიო ჩამოვიდა.ვუთხარი რომ ადრიანად გახვედი სასეირნოდ..სად ხარ?"

თინამ ჩანთა აიღო და გიჟივით გავარდა გარეთ...

პირველივე შემხვედრ ტაქსში ჩაჯდა და 20 წუთში უკვე სახლში იყო...ტაქსი შორიახლოს გაჩერა და ფეხით წავიდა...

გიო მისაღებში დახვდა თამოსთან ერთად ყავას სვავდა გოგოებს ჯერ კიდევ ეძინათ...

-საყვარელო შუბლზე რა გჭირს?

-არაფერი სერიოზული გუშინ თამოს კარები მოუხვდა

-როგორ? თამოს გახედა გიო

რომელსაც გიოზე გაოგნებული სახე ქონდა...

-თამო რა სახე გაქვს..თითქოს შენც ეხლა გაიგე ეს ამბავი..

-არა ..რას ამბობ..., მე უბრალოდ ის გამიკვირდა რომ ასე იოლად გამამხილა..ძლივს მოაბა თავი ტყუილს...

-გიო რატომ არ მითხარი რომ ჩამოდიოდი..

-სურპრიზი მინდოდა მომეწყო..

-გამოგივიდა კიდეც...

-მე დაგტოვებთ...

-სად იყავი?

-გოგოებს ეძინათ მარტო ვერ გავჩერდი და გავისეირნე...

-გირეკავდი...

-უი ხმა არ გამიგონია...ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო...უი ზარი მქონია გათიშული...

თვალი აარიდა გიოს ...სწორედ ამ დროს ტელეფონმა დარეკა დამნაშავესავით შეხტა...

ეკრანს დახედა უცნობი ნომერი იყო...და გათიშა...

-რატომ არ აგონებ?

-უცნობი ნომერია.ალბათ სამსახურის თემაზე რეკავენ

დაიკიდე...მოდი ერთად ვისაუზმოთ რამე გემრიელობას მოვამზადებ გოგოებსაც გავაღვიძებ...

-კარგი ჩემო ლამაზო ...მომენატრე წელზე ხელი მოხვია გიომ თინას და მისკენ მიზიდა უნდოდა ეკოცნა მაგრამ ამ დროს ოთახში ჯული შემოვარდა..

-თინა ...

თინამ სიტყვის გაგრძელების საშვალება არ მისცა "ჩემი პატარა ლოთუკა"ჩაეხუტა და გაჩუმდიო ყურში უჩურჩულა...

თინამ მაგიდა გაწყო და ყველა მაგიდას მიუჯდა...

ის იყო თინას სადილობა უნდა დაეწყო რომ ტელეფონმა ისევ დარეკა...

-გისმენთ..

-გაპარვა არამგონია კარგი საქციელი იყოს..

-არა გეშლებათ ეს ნომერი ბატონ გურამს არ ეკუთვნის...

-თინა ჩემი ხმა არ გესმის...

-კარგით არაუშავს...

ტელეფონი გათიშა და ყელში მომდგარ ბურთს რომ არ დაეხრჩო ჯერ კიდევ ცხელი ყავა ბოლომდე დალია.....

-გოგონებო დღეს გერმანიაში მივდივართ აბა ვის რა ჩამოუტანო?

-თინის საჩუქარი ჩვენი საჩუქარიცა...

-ჯული, თინას საჩუქარი რა იქნება ეგ ვიცი...

-დარწმუნებული ვარ მოფიქრება არ გაგიჭირდება...

-კარგი გოგოებო ეხლა გავიქეცი...თინი საღამოსთვის გაემზადე ერთად ვივახშმოთ ხომ გამაცილებ...

-რათქმაუნდა ...

-დროებით გოგოებო..

თინამ გიო გაცილა ოთახში შემოსულს კი სამი დაქალი ელოდა რომლებსაც აინტერესებდა თუ რა ჭირდა თავზე..

-რა გჭირს თავზე?გული გამისკდა რომ დაგინახე გაგეფრთხილებინე მაინც..ძლივს მოვაბი ტყუილს თავი...

-კარგით.ნუ გეშინიათ არაფერი დამიშავებია..ბარიდან რომ გამოვდიოდი ვიღაც ბიჭმა კარები მომარტყა თავში, მერე ჭრილობა დამიმუშავა და სახლამდე მომაცილა.. გასაღები არ მქონდა და ვინაიდან თქვენც არ გამაგონეთ მე კი შეხვეული თავით არ მინდოდა ბარში დაბრუნება იძულებული გავხდი მის სახლში მდივანში ჩამჯდარს გამეთია ღამე...

-არ არსებობს..თავგადასავლებს ჩვენ უნდა ვეძებდეთ და ამას უმართლებს...როგორი ბიჭია სკამიდან წამოხტა ჯული..

-რა გიჟი ხარ ...ჩვეულებრივი...

-აბა, მოყვა რა მოხდა გუშინ აყვა სალოც...

-არაფერი სრულიად არაფერი...

-ლამაზია?

-დაივიწყეთ....

-შენ დაივიწყებ?

-დავივიწყებ...მაშინ თინას მართლა სჯეროდა რომ ეს ამბავი დასრულდა...და მალე აღარც გაახსენდებოდა...

სხვაგვარად ფიქრობდა ამ დროს თაზო...რომელიც ძალიან გააბრაზა თინას საქციელმა...გაღვიძებულს სავარძელში თინას ნაცვლად ლევანი დახვდა...

-ვახ როგორც ჩანს გუშინ ცეცხლოვანი ღამე გქონდა...რა გენაღვლება მე კი მეძინა დათოსთან ჩახუტებულს...

-სად არის?

-ვინ?

-ვისაც მაგ სავარძელში ეძინა....

-სვარძელსი უფრო მოსახერხებელია...

-მოკეტე, არაფერი არ გვქონია...უბრალოდ ეძინა გასაგებია..

-დათკა სად ხარ? ჩამო რა დროს ძილია მაგრად უნდა გაკაიფო...

დათოს უნდოდა აყოლოდა ლევანს ხუმრობაში მაგრამ თაზოს სახეს რომ შეხედა გადაიფიქრა ...ლევანის გაჩერებაც სცადა მაგრამ უიმედოდ ...

-ნახე ტირის ბიჭი...

სიტყვის დასრულება ვერ შეძლო რომ ბალიში მოხვდა სახეში...კარებს მიუახლოვდა თვალები ამოისრისა თაზოს გასაჯავრებლად ვითომ ტიროდა და გარეთ გავარდა...

-თაზო ყავა შენც გაგიმზადო...

-ხო ძმაო...

"სულელი, მეტიჩარა გოგო დამიკიდა თავისი ჭკუით?ვასწავლი ჭკუას და მერე დამივიწყოს თუ შეძლებს...."

დაეჩემა თინას და და კმაყოფილი სახით საზურგეს მიეყრდნო..


საღამომ თინას ძმაც ჩამოუვიდა ამჯერად უკვე თავად დაიბრალა თამომ გატეხილი შუბლი.. შემდეგ გიოსთან ერთად რომანტიულად ივახშმა..


სახლში ცუდ ხასიათზე დაბრუნდა გოგონებიც მოწყენილები დახვდნენ...

-დავლიოთ?შესვლისთანავე იკითხა თინამ

-ჯერ არ წასულა და უკვე მოგენატრა...წავედი ჭიქებს და კონიაკს მოვიტან...სამზარეულოში გავიდა ჯული...

მერე სასმელმა თავისი ქნა...

თინიმ დიდხანს იწრიალა საწოლში არადა არ ჩაეძინა...

ტელეფონი აიღო შემოსულ ზარებში თაზოს ნომერი ამოძებნა უნდოდა მიეწერა მაგრამ სიტყვები ვერ მოძებნა ...

არა!“არ მივწერ...

მაგრამ ნომერი მაინც დაწერა ტელეფონში



გაგრძელება იქნება......

სიყვარულით ინტერ-გოგონ










8
307
8-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
307
  
2016, 23 ივნისი, 23:32
გაიხარე შენ ჩემო კარგოოო
2016, 23 ივნისი, 19:57
მადლობა))))
2016, 22 ივნისი, 1:33
თეკო შენი ხათრით დავდე მეორე ნაწილი და გავაგრძელებ აუცილებლად :)
2016, 21 ივნისი, 22:38
მართლაა :) დავდებ აუცილებლად რაღამც გაინტერესებთ... :)
2016, 21 ივნისი, 22:34
ერთი კვირა ყოველდღე ვამოწმებ დაიდო თუ არა გაგღძელება და ასე სასტიკად რატომ მიცრუებ იმედს??? როდის დადებთ???
2016, 15 ივნისი, 19:16
მოგიყვეეე :P
2016, 15 ივნისი, 19:16
:D დასასრული წინასწარ ვიცი მეე
2016, 15 ივნისი, 19:00
ახალი რომანის დაწყების სურვილი მაქვს :)
0 1 8