x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გია მაისაშვილი:სამწუხაროდ სასწაული არ მოხდა..ბოდიში ყველას

image

ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე გია მაისაშვილი აგერ უკვე წელიწადია ვერაგ დაავადებას ებრძვის.მან სოციალური ქსელით საზოგადოებას აცნობა, რომ 40 დღიანი შიმშილობა წამოიწყო სიმსივნის დასამარცხებლად, თუმცა ტვინის სკანირების შემდეგ გაირკვა, რომ სიმსივნე ისევ ადგილზეა.


"ჩემო ძვირფასებო, უმკაცრესი 40 დღიანი შიმშილობა დასრულდა, უშედეგოდ გუშინ
გადავიღეთ სკანირება ტვინის, ველოდი სასწაულს, მაგრამ სამწუხაროდ სასწაული
არ მოხდა, ბოდიშს გიხდით რომ ცუდი ამბავი უნდა გითხრათ, ის აგრესიული
სიმსივნე ისევ იქაა და თუ არ შეჩერდა ... თქვენ და მე ყველაფერი ვცადეთ,
მეტი რაღა შეგვი ძლია, გარდა იმისა რომ ამერიკიდანგვაცნობეს ახალ
სამედიცინოგარღვევაზე ამ ტიპის სიმსივნის დამარცხებაში და დროის დაკარგვის
გარეშე სასწრაფო წასვლაა საჭირო და იმ კლინიკურ ექსპერიმენტში მონაწილეობა.
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო შეიძლება ისე მომდის მაგრამ სიკვდილთან
დანებება ასე ნაადრევად მაინც არ მსურს, ამდენი სიყვარული არ მეთმობა ასე
ადვილად. ყოველ წამს მოუფრთხილდით, ახლობლებს გულს ნუ ატკენთ. ბოდიში
ყველას"-წერს სოციალურ ქსელში მაისაშვილი.


image

4
1298
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1298
  
2016, 14 ივნისი, 11:37
არ ვიცი კითხულობს თუ არა ბატონი გია ამ საიტს მაგრამ თუ კითხულობს კარგი იქნებოდა თუ ამერიკელი მკვლევარის ჯონ ედვარდ გრიფინის ნაშრომს«Мир без рака» (World Without Cancer). გაეცნობოდა ასევე დაინტერესდებოდა გერმანელი ბიოქიმიკოსების ნობელის პრემიის ლაურეატის ოტო ვარბურგისა და ჯოანა ბადვიგის კვლევებით ასევე გერმანელი მიკრობიოლოგების პიტერ ენტშურასა და იოსებ ლიკამპერის წიგნით საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი რომ თანამნედროვე კომერციული– ორთოდოქსული ონკოლოგიის დიპლომირებულ ექიმებს, რომლებიც ჩაკეტილნი არიან სერტიფიცირებული მეთოდოლოგიის ვიწრო ჩარჩოებში წარმოდგენა არა აქვთ ჩემს მიერ დასახელებულ მეცნიერთა შრომებზე, უფრო მეტიც არც კი გაუგონიათ მათი სახელები და ჯიუტად აგრძელებენ ხანძრის ჩაქრობას ბენზინის მეშვეობით
2016, 10 ივნისი, 15:31
ამ ბრძოლის გამარჯვებიოთ დასრულებას გისურვებთ ...
2016, 10 ივნისი, 12:29
:((((((((((((((
2016, 10 ივნისი, 12:07
სამწუხაროა, მე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მთელი გულით.
0 1 4