x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უჩვეულო და საინტერესო ფაქტები თავის ტვინის შესახებ

ადამიანის თავის ტვინი განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა და ამიტომ, თანამედროვე მეცნიერებამ, მისი საფუძვლიანად შესწავლა ვერ მოახერხა. თავის ტვინი არის სხეულის ყველაზე მთავარი და ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ორგანო. ის არის გამოცანა, რომლის ამოხსნას, უამრავი ცნობილი მეცნიერი დღემდე ცდილობს.


image

image

ტვინი არის ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მეტად შესწავლილი და ამავდროულად, ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ორგანო. სტატიაში მოცემულია 60 ფაქტი, თავის ტვინისა და მისი მუშაობის შესახებ, რომელიც კორექტირებას აღარ საჭიროებს:


1. ადამიანის თავის ტვინის საშუალო წონა – 1300 გრამი არის.
2. ადამიანის ტვინი 60% ცხიმებისგან შედგება. ამიტომ, ის ორგანიზმის ყველაზე ცხიმიანი ორგანო არის.
3. პატარასთან მუდმივი საუბარი და მათთვის წიგნების კითხვა, ხელს უწყობს ბავშვის ტვინის განვითარებას.
4. მამაკაცის ტვინი ქალის ტვინზე უფრო დიდია და ეს ფაქტი არის. მაგრამ, ქალის ტვინში უფრო მეტი ნეირონული უჯრედები და კავშირები არის და უფრო სწრაფად და ეფექტურად მუშაობს, ვიდრე კაცის. ქალები ინფორმაციას უფრო ემოციურად ამუშავებენ და ამისთვის, ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს იყენებენ, ხოლო მამაკაცები, მარცხენას – ტვინის «ლოგიკურ ნაწილს».
5. სხეულის მარცხენა მხარეს, თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მართავს, ხოლო მარჯვენა მხარეს – ტვინის მარცხენა ნახევარსფერო აკონტროლებს.

image7. როგორც ტომოგრამამ აჩვენა, ბავშვის ტვინს, რომლებსაც 5 წლის ასაკამდე, ორ ენას ასწავლიდნენ, განსხვავებული სტრუქტურა აქვს. საინტერესო ისიც არის, რომ ზრდასრულ ასაკში, ამ ადამიანების ტვინის ნაცრისფერი ნივთიერება უფრო სქელია, ვიდრე მათი, ვინც მცირე ასაკში, მხოლოდ ერთი ენა ისწავლა.
8. სიფხიზლის პერიოდში, ტვინს შეუძლია 10-23 ვტ. ელ. ენერგიის გამომუშავება, რაც საკმარისია პატარა ნათურის ასანთებად.
9. როგორც ნიუ-ორკში, სტუდენტებზე დაკვირვების შედეგებმა აჩვენა, კვება პირდაპირ კავშირში არის თავის ტვინთან. სტუდენტები, რომლებიც ისეთ საკვებს იღებდნენ, რომელშიც კონსერვანტები, საღებავები და ხელოვნური არომატიზატორები იყო, IQ ტესტი 14% უარესად დაწერეს, ვიდრე მათ, ვის საკვებშიც ქიმიური ნივთიერებები არ იყო.

10. ჰარვარდში არის თავის ტვინის ბანკი, სადაც კვლევისათვის, 7 000 ადამიანის თავის ტვინი არის.

image

image

11. ჩვენი ტვინის მეხსიერების მოცულობა, დაახლოებით, 3-დან – 1000-მდე ტერაბიტი (1024 გეგაბაიტ) არის. შედარებოსთვის, ბრიტანეთის ნაციონალური არქივის მთელი მოცულობა – 70 ტერაბაიტია.

12. მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და გაირკვა, რომ ადამიანის ტვინს წინასწარმეტყველების უნარი აქვს.
13. მიუხედავად იმისა, რომ ტვინის მასა, ადამიანის მასის მხოლოდ 2%-ს შეადგენს, ის ორგანიზმის მიერ მოხმარებული ჟანგბადის 20% ითვისებს.
14. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ტვინი მაშინ უფრო მეტად და აქტიურად მუშაობს, როდესაც ადამიანს სძინავს, ვიდრე მაშინ, როდესაც ღვიძავს და აქტიურად საქმიანობს.
15. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რაც უფრო მაღალი IQ აქვს ადამიანს, მით უფრო მეტ სიზმარს ხედავს, ღამის მანძილზე.
16. თანამედროვე კვლევის თანახმად, ჩვენს ორგანიზმში ნერვული უჯრედები მთელი ცხოვრების მანძილზე იქმნება. ადრე თვლიდნენ, რომ მათი რიცხვი, ასაკის მატებასთან ერთად მცირდებოდა და მათი აღდგენა აღარ ხდებოდა.
17. ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე, ჩვენს სხეულში, განსხვავებულია და ის ნეირონის სახეობაზე არის დამოკიდებული. სიჩქარის დიაპაზონი – 0, 5-დან – 120 მ/წმ-მდე მერყეობს. საპენსიო ასაკისთვის, ინფორმაციის სიგნალის გადაცემის სიჩქარე 15%-ით მცირდება.
18. თავის ტვინის ყველაზე სწრაფი განვითარება 2-დან – 11 წლამდე ასაკში ხდება.
19. ტვინს არ შეუძლია ტკივილის შეგრძნება, რადგან მას ტკივილის შეგრძნების რეცეპტორები არა გააჩნია.

21. მუსიკა აადვილებს სწავლის პროცესს. განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს მსუბუქი ფონური მუსიკა – კლასიკური მუსიკის სახით.

image

image

image

21. ძილის ნაკლებობა აუარესებს დამახსოვრების უნარს და ეს ფაქტია. ის ნეგატიურ გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციონებაზე, აუარესებს აზროვნების პროცესს და რეაქციებს ანელებს.

22. ზრდასრული ადამიანის ტვინი 100 მილიარდამდე ნეირონს (ნერვული უჯრედი) შეიცაბს, ყოველი ასეთი უჯრედი, 20 ათას მსგავს უჯრედთან არის კავშირში. ახალი ნეირონული კავშირები მაშინ იქმნება, როდესაც ადამიანი რამის დამახსოვრებას ცდილობს.
23. ადამიანის ტვინი სხეულის მასის 2% შეადგენს, ხოლო სპოლოს ტვინი, მისი მასის 0, 15% არის.
24. ტვინის სისხლის მიმოქცევის პრობლემის (მაგ., ინსულტი) შემთხვევაში, 8-10 წამში, ადამიანი გონებას კარგავს.
25. ჟანგბადის გარეშე, ტვინს 4-6 წუთის მანძილზე შეუძლია გაძლოს, 5-10 წუთის შემდეგ, მასში იწყება შეუქცევადი დესტრუქციული ცვლილებები ანუ ტვინი კვდება.
36. უფრო ინტენსიურია ის მოგონებები, რომელიც არომატს უკავშირდება, რადგან მასთან ძლიერი ემოციები არის დაკავშირებული.

37. ალკოჰოლი არ მოქმედებს მეხსიერებაზე და არ იწვევს სკლეროზს. როდესაც ადამიანი დიდი რაოდენობით სასმელს იღებს, მისი ტვინი დროებით კარგავს დამახსოვრების უნარს. ამ მდგომარეობაში, ადამიანმა შეიძლება საკუთარი დედაც ვერ იცნოს.

38. დავიწყება — ძალიან სასარგებლოა თავის ტვინისთვის: უსარგებლო ინფორმაციის წაშლა, ნერვულ სისტემას ეხმარება მოქნილობის შენარჩუნებაში.
39. ადამიანის გენების ნახევარი აღწერს თავის ტვინის სტრუქტურას, ხოლო მეორე ნახევარი - დანარჩენ ორგანიზმს.
40. 2015 წელს, მსოფლიოში, სიმძლავრის მიხედვით მეოთხე კომპიუტერს 40 წუთი დასჭირდა, ადამიანის თავის ტვინის აქტიობის 1 წამის იმიტირებისთვის. როგორც ამერიკელი გამომგონებელი რეიმონდ კურცვეილი ამბობს, კომპიუტერის გამოთვლითი სიმძლავრე, თავის ტვინის სიმძლავრესთან, მხოლოდ 2023 წელს შეძლებს გათანაბრებას.

image
41. იმ შემთხვევაში, თუ ქირურგიული ჩარევის გზით, ადამიანს ტვინის ნახევარს ამოკვეთენ, ეს არანაირ გავლენას არ იქონიებს მის ჯანმრთელობაზე, აზროვნიებაზე და მეხსიერებაზე.
42. ადამიანს გემოს რეცეპტორები, მხოლოდ პირში კი არა, თავის ტვინშიც აქვს.
43. შოკოლადის სუნი ააქტიურებს თავის ტვინის ტეტა-რიტმს, რაც ნერვული სისტემის დამშვიდებას იწვევს.
44. მუსიკაც ისევე დადებითად მოქმედებს დოპამინის გამომუშავებაზე, როგორც გემრიელი საჭმელი.
45. დიეტა და შიმშილობა ნეგატიურად მოქმედებს თავის ტვინზე. მეცნიერთა მტკიცებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემთხვევაში, ტვინი საკუთარი თავის «ჭამას» იწყებს.

46. ოჯახში ძალადობა უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ტვინზე. მისი ტვინი ძალადობას ისე აღიქვამს, როგორც ომსს მის წინააღმდეგ.
47. ადამიანის ტვინი 50 წლის ასაკამდე ვითარდება.
48. ბავშვის ტვინი ორგანიზმში არსებული გლუკოზის მარაგის 50%-ს მოიხმარს, იმისათვის რომ გლუკოზის აღდგენა მოხდეს, ბავშვს ბევრი უნდა ეძინოს.

49. ტვინს 6 წუთი ესაჭიროება იმისათვის, რომ ადამიანის მიერ მიღებულ ალკოჰოლზე რეაგირება მოახდინოს.

50. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძალაუფლების ყველაზე სუსტი გრძნობა, ადამიანში თანაგრძნობის უნარს აქვეითებს.

image

image
51. ადამიანს არ შეუძლია საკუთარი თავის გაღუტუნება. ტვინი ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ გარეგან გამაღიზიანებლებზე რეაგირებს.
52. საკუთარ თავში რწმენა, ტვინის ზოგიერთი ნაწილის სტიმულირებას ახდენს.
53. მობილური ტელეფონით ხანგრძლივი საუბარი, ზრდის თავის ტვინის სიმსივნით დაავადების რისკს.

54. თავის ტვინი მყარი არ არის, ის 80% წყლის და სისხლისგან შედგება. ამიტომ, წყურვილის დროს, ადამიანმა თავი მზის სხივებს უნდა მოარიდოს.

55. ნერვული უჯრედები კონებად არის დაჯგუფებული და თითოეული მათგანი, რომელიმე, ერთი ფუნქციის შესრულებაზე არის კონცენტრირებული (მაგ., მეტყველება, მხედველობა და სხვა).

56. ადამიანის ტვინს მეათედი წამი ესაჭიროება, რომ გამოსახულება და ხმა გაანალიზოს.

57. როდესაც ადამიანი რამეს უყურებს, ინფორმაზციის გადამუშავება, რომელსაც ის მარცხენა თვალით იღებს, მარჯვენა ნახევარსფეროს მიერ ხდება, ხოლო მარჯვენა თვალით დანახულის – მარცხენა ნახევარსფეროთი.

58. უნებლიე სიცილი მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ და ბავშვები კისკის 4 თვის ასაკიდან იწყებენ. ასეთი სიცილი გადამდები არის და მისი გაყალბება (ძალით სიცილი) თითქმის შეუძლებელია.

ზოგადად, სიცილი ყოველთვის გარე ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული და მისი გამომწვევი მიზეზები ბოლომდე არ არის დადგენილი. სიცილის რაოდენობა სხვადასხვა ასაკში, განსხვავებულია და ის ასაკის მატებასთან ერთად კლებულობს. მაგ., ჯანმრთელი ბავშვი, 6 წლის ასაკში, დღეში 300-ჯერ იცინის, ხოლო ზრდასრული ადამიანი – 15-30-ჯერ (ღიმილის ჩათვლით).

59. არსებობს ისეთი გაგება, როგორიც «გააზრებული სიზმრები» არის, რომლის დროსაც, ადამიანი სიზმრებს მართავს. ეს მოვლენა ტიბეტში ჩაისახა და მას «იოგა-ძილი» ჰქვია.

60. ადამიანის თავის ტვინის ორივე ნახევარსფერო ერთდროულად მუშაობს, მაგრამ ფუნქციები გადანაწილებული აქვთ. მარცხენა ნახევარსფერო ორიენტირებულია რაციონალურ, ანალიტიკურ აზროვნებაზე, ხოლო მარჯვენა – ვიზუალურზე (გარემოსთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა).

image

0
3349
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0