x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსოფლიოს განსაკუთრებულად გამორჩეული პლიაჟები

ზღვაზე დასვენების მოყვარულებს, განსხვავებული რაღაცეები ხიბლავთ: ზოგს ღამის ცხოვრება, კაფე-ბარები და გართობა მოსწონს, სხვებს – განმარტოება და ტალების ხმა, არიან ისეთებიც, ვისთვისაც ყველაზე მთავარი – დასასვენებელი ადგილის რესპექტაბელურობა და პრესტიჟი არის, მაგრამ ისეთებიც არიან, ვისაც მთავარი, ზღვის მიმდებარე ტერიტორიის ბუნება არის.

აქ წარმოდგენილი, თითოეული პლიაჟი, ნებისმიერი ადამიანის ინტერესებს დააკმაყოფილებს და სამუდამოდ ჩარჩება მის მეხსიერებაში.


ფაიფერის ცისარტყელისებური პლიაჟი, აშშ


image


ეს პლიაჟი კალიფორნიაში, სანტა-ბარბარასა და სან-ფრანცისკოს შორის მდებარეობს. მასზე, ერთი შეხედვით, იასამნისფერი ქვიშაა, მაგრამ, სინათლის დაცემის შემდეგ, წყალი ცისარტყელის ფერებში იწყებს ლივლივს. ქვიშის, წყლის და სინათლის ერთობლიობის ასეთი ჯადოსნური ეფექტი, იმით არის გამოწვეული, რომ ქვიშა დიდი რაოდენობით ძოწისა და მანგანუმის მინერალებს შეიცავს. ამ მინერალებზე დაცემული მზის სხივები, მთლიანად აირეკლება და სპექტრად იშლება.

image ოქროს პლიაჟი, მალტა

image

image
ნარინჯისფერი, კაშკაშა ყვითელი, ოქროსფერი - მალტას ამ სანაპიროს ყველა თავისებურად ახასიათებს. მას კალიფსოსაც უწოდებენ. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ქალღმერთი კალიფსოს მიერ მონუსხულმა მეფე ოდისევსმა, ამ სანაპიროზე 7 წელი გაატარა.
სანაპიროს ყვითელ ფერს, ქვიშაში შერეული, კვარცის გრანულები აძლევს.

image

წითელი პლიაჟი, გალაპაგოსის კ-ბი

image

image
წითელი ქვიშის პლიაჟი ბევრ სანაპიროზე არის, მაგრამ კ. რაბიდის პლიაჟი, განსაკუთრებული, ბორდოსფერი ქვიშებით გამოირჩევა. ქვიშის ასეთი ფერი, მის შემადგენლობაში, დიდი რაოდენობით რკინის ოქსიდის არსებობაზე მიუთითებს.
image

ვარდისფერი ქვიშის პლიაჟი, ბაჰამის კ-ბი

image

image
ეს უნიკალური პლიაჟი კუნძულ ჰარბორზე მდებარეობს. პატარა, სულ რაღაც, 5 კმ. სიგრძისა და 2 კმ. სიგანის კუნძულის მთელი სანაპირო, მარჯნული რიფის ნამტვრევების ნაწილაკებით არის დაფარული, რაც თეთრ ქვიშასთან ერთობლიობაში, ვარდისფერ იერს იძლევა.
image

მწვანე პლიაჟი, ჰავაი, აშშ

image

image
პარაკოლიას პლიაჟია ჰავაის კ-ბის დიდ კუნძულზე მდებარეობს. ამ პლიაჟის ქვიშები დიდი რაოდენობით ოლივინს, ვულკანური წარმოშობის, ნახევრად ძვირფას მინერალს შეიცავს. ამ მინერალის კრისტალებს, ადგილობრივები, „ჰავაის ბრილიანტებს“ ეძახიან. მზიან ამინდში, ეს „ბეილიანტი“ მწვანე ფერს იღებს, ხოლო მოღრუბლულში - რუხი ოქროსფერი ან რუხი ნაცრისფერი ხდება.
სანაპიროდან ქვიშის წამოღება სასტიკად აკრძალულია. კანონის დამრღვევი ჯარიმით ისჯება.
image

შავი ქვიშის პლიაჟი, ჰავაი, აშშ

image

image
ჰავაის არქიპელაგის დიდ კუნძულზე, ზემოთ აღნიშნული, მწვანე ქვიშიანი პლიაჟის გარდა, კიდევ ერთი უნიკალური, შავი ქვიშის პლიაჟია. სინამდვილეში პლიაჟზე ქვიშა კი არა, ვულკანური წარმოშობის ბაზალტის ნაფხვენი ყრია.
image

თეთრი ქვიშის პლიაჟი, ავსტრალია

image

image
სიდნეიდან 300 კმ-ს დაშორებით არის პლიაჟი, რომელზეც ყველაზე თეთრი ქვიშაა მთელს მსოფლიოში და ის, ამ მაჩვენებლით, გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხდა.
ქვიშის განსაკუთრებული, ქათქათა, თეთრი ფერი იმით არის გამოწვეული, რომ მისი შემადგენლობის 98% სილიციუმის დიოქსიდია (თეთრი ფერის, ფქვილისებური ფხვნილია).
image

ნიჟარების პლიაჟი, ავსტრალია

image

image
ავსტრალია, განსაკუთრებული პლიაჟების რიცხვში, კიდევ ერთი პლიაჟით მოხვდა. ზვიგენების ყურეში წყალი იმდენად მარილიანია, რომ ასეთი წყლის მოყვარული მოლუსკები სწრაფად და უკონტროლოდ მრავლდებიან. უკონტრალოდ იმიტომ, რომ მოლუსკების მოყვარულ მტაცებლებს, მეტისმეტად მარილიანი წყალი არ მოსწონთ.

ამ სანაპიროზე ნიჟარები ყველგან არის – წყალში და ხმელეთზეც.

imageშუშის პლიაჟი, აშშ

image

image
ეს განსაკუთრებული სილამაზის პლიაჟი კალიფორნიაში მდებარეობს. წლების განმავლობაში, მის ადგილზე დიდი ნაგავსაყრელი იყო. 1967 წელს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ნაგავსაყრელი გაუქმდა და ტერიტორია გაიწმინდა. ამჟამად, სანაპიროზე ნაგავი არსად არის. მის ნაცვლად, მთელი ტერიტორია ზღვის მიერ დამუშავებული, ფერად-ფერადი მინებით არის დაფარული.
image

ყინულოვანი პლიაჟი, ისლანდია.

image

image
იეკულსაურლონის ყინულოვანი ლაგუნა ყველაზე დიდია ისლანდიაში, ანალოგიური სანაპიროებს შორის. ასეთ სანაპიროებზე ერთმანეთისგან კონტრასტულად განსხვავებული ვულკანური ქვიშები და თეთრი ყინულის ნატეხები, განსაკუთრებულად ლამაზ სანახაობას ქმნიან.

4
824
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
824
  
2017, 16 მაისი, 11:58
ბოლოს გარდა ყველაგ რო სიამოვენით წავიდოდიიი :(((
2016, 10 ივნისი, 17:15
სანაპირო არის საზღვარი ხმელეთსა და ზღვას შორის, ხოლო პლაჟი – სანაპიროს მონაკვეთი, რომელიც გამოიყენება მასობრივი დასვენებისთვის.
2016, 10 ივნისი, 16:19
პლიაჟი არა სანაპირო
0 1 4