x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
თურქეთში 5000 წლის მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს

თურქეთში 5000 წლის მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს


image











5000 წლის მიწისქვეშა "მეგაპოლისი" რომელიც აღმოჩენილი იქნა თურქეთის ცენტრში, გახდა ყველაზე დიდი მიწისქვეშა ქალაქი მსოფლიოში. ხოლო მისი "ლაბირინთი" საიდუმლო ითახებსა და "კორიდორებს" შორის გახდა სენსაცია არქეოლოგებისათვის.


მიწის დამუშავების დროს, რის შემდეგაც უნდა აშენებულიყო ახალი სახლები, მშენებლები გადაეყარნენ მასიურ მიწისქვეშა გვირაბების, გამოქვაბულების, ოთახების ქსელს, რომელიც დაახლოებით 7 კილომეტრს აღემატებოდა.


image















ეს არ არის პირველი შემთხვევა თურქეთში შემთხვევით აღმოჩენილი მიწისქვეშა ქალაქების.


"მიწისქვეშა ქალაქი აღმოჩენილი იქნა "ფუნდამეტის ჩაყრისას", მისი მიწისქვეშა გალერეების სიგრძე 7 კილომეტრს აღემატება, მაგრამ ზუსტი ციფრო, სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ჩვენთვის არ არის ცნობილი. სამშენებლო პროექტი, რომლის ღირებულებას შეადგენდა 90 მილიონ თურქულ ლირას ( დაახლოებით 45 მილიონ დოლარს ), დაუყოვნებლივ იქნა შეჩერებული, მაგრამ ჩვენ არ ვნანობთ ამას. ჩვენს მიერ აღმოჩენილი ქალაქი იქნება ყველაზე დიდი არა მხოლოდ თურქეთში არამედ მთელ მსოფლიოში." - აცხადებს მეჰმეთ თურანი "Mehmet Turan."



image











ამ მომენტისათვის ითვლება, რომ აღმოჩენილი მიწისქვეშა ქალაქი დაახლოებით 5000 წლისაა. "ნევშეხირის" მერი აცხადებს, რომ სხვა აღმოჩენილი მიწისქვეშა ქალაქების სიდიდე წარმოადგენს უბრალო სამზარეულოს ამ აღმოჩენასთან შედარებით..



image
















მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენილი ქალაქის შესახებ თითქმის არაფერი არაა ცნობილი არქეოლოგებმა მაინც გააკეთეს დასკვნები. მაგალითად ისინი თვლიან რომ ქალაქი შეიძლება წარმოადგენდა სოფლიოს მეურნეობის პროდუქციის შენახვა-ტრანსპორტირებისთვის იყო განკუთვნილი.


რეალობა კი ასეთია, აღმოჩენილი ქალაქი ძალიან ბევრ საიდუმლოს ინახავს და მხოლოდ მომავალი გამოკვლევები გამოავლენენ მის ნამდვილ საიდუმლოს. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ ამ გამოკვლევების დასრულებას..





0
457
6-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0