x
image
alex999
Mediator image
რას ნიშნავს სიწითლე თვალებში?!

სიწითლე თვალებში - ეს შესაძლოა სახიფათო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის! როგორ ავირიდოთ და ვიმკურნალოთ ამ დაავდების თავიდან მოსაშორებლად?!

image

არსებობს უამრავი თვალის დაავადება. მოზარდებსა და ბავშვებში ხშირად გვხვდება თვალის სიწითლე. რა არის ამის მიზეზი? ამ კითხვაზე გვპასუხობენ ბრიტანელი პროფესორ-ექიმები: "თვალის სიწითლე განაპირობებულია კონიუნქტივის ფენაზე მდებარე სისხძარღვების გაფართოვებაზე". კონიუნქტივას ფენა არის თვალის ზედა, თეთრ ნაწილში მდებარე მემბრანული ფენა.

image

ჩვეულებრივ, თვალის თეთრი ნაწილი ერთდროულად ძალიან ბევრ სისხლძარღვს ატარებს, მაგრამ იმდენად წვრილია ეს სისხლძარღვები, რომ მისი შემჩნევა თვალის ამ ნაწილში ძალზედ რთულია. არის მიზეზები, რა დროსაც სისხძარღვები ფართოვდება და საკმაოდ შესამჩნევი ხდება... მოკლედ რომ ვთქვათ, თვალის თეთრი ნაწილი წითლდება!

image

გამომწვევი მიზეზები!

თვალის სიწითლის ყველაზე გამომწვევ მიზეზად ითვლება ინფექცია. ბაქტერიების თვალის ამ ნაწილში შეღწევასთან ერთად სისხლძარღვები ფართოვდება და იწყება სიწითლე. ვირუსული ინფექციების დროს შესაძლებელია სისხლდენა და სიხლცაქცევაც!!

საერთოდ თვალის ვირუსები მარტივად გადამდებია.

image

აუცილებლად უნდა უფრთხილდეთ ნაჭრებს, რომლებსაც თვალცრემლიანობის დროს

იყენებთ, ყველაზე ხშირად ბაქტერიული და ვირუსული დაავდებები თვალში ნაჭრებისგან იჭრება. ასევე სახიფათოა ჭუჭყიანი ხელები.

არსებობს თვალის ისეთი რთული დაავადებები, რომლებსაც მხოლოდ ოპერაციით შველიან, ზუსტად ეს დაავადებები შასაძლოა თვალზე ხელის მოსმითაც გავრცელდეს!

1
9927
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
9927
  
2016, 4 სექტემბერი, 20:58
სასარგებლო სტატიაა ძალიან, მაგრამ როცა ვტირივარ მაგ დროსაც ხომ წითლდება თვალი? :)
0 1 1