x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გარდაიცვალა თინათინ ვარდანაშვილი,"როცა აყვავდა ნუშის" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი
imageგარდაიცვალა თინათინ ვარდანაშვილი, მსახიობი, რომელიც სამი ფილმით გაიცნო და შეიყვარა მაყურებელმა. ესაა ლანა ღოღობერიძის ფილმი "როცა აყავდა ნუში", ხათუნას როლი (1972 წელი), ნიკოლოზ სანიშვილის "ჩარი რამა"(1972)-ნელი, და რეზო ჩხეიძის "მშობლიურო ჩემო მიწავ"(1980) -ქალიშვილი ვიოლინოთი.


თინათინ ვარდანაშვილი პროფესიონალი მსახიობი არ იყო, იგი სკოლის მერხიდან მოხვდა კინოში, როდესაც რეჟისორები დადიოდნენ და ფილმებისთვის როლის შემსრულებლებს ეძებდნენ.


თინათინ ვარდანაშვილს განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოუპოვა საკულტო ფილმმა "როცა აყავდა ნუში", სადაც თინათინის პარტნიორები ზურაბ ყიფშიძე და გოგა ფიფია იყვნენ, აღსანიშნავია, რომ სამივე ერთ სკოლაში სწავლობდნენ.


- ქუჩაში მაჩერებდნენ და თქვენ ხათუნა არ ხართო? - მეკითხებოდნენ... მინდა
გითხრათ, რომ ჩემი მეუღლე, დღესაც ხანდახან ხათუნას მეძახის... ფილმში
ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩავდე და მაინც არ ვარ ბოლომდე
კმაყოფილი...(ნაწყვეტი "კვირის პალიტრასთან" მიცემული ინტერვიუდან)



ახალგაზრდა და გამოუცდელი თინათინ ვარდანაშვილი გადასაღებ მოედანზე ისეთი გიგანტი მსახიობების გვერდით აღმოჩნდა, როგორებიც იყვნენ სესილია თაყაიშვილი, დოდო აბაშიძე, დუდუხან წეროძე, ვახტანგ ნინუა და სხვები.



image


2
1877
10-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1877
  
2016, 12 ივნისი, 14:43
სამწუხაროა
2016, 8 ივნისი, 19:11
არ მიყვარს ეს ფილმი :(
0 1 2