x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
15 ყველაზე ელიტური სპეცდანიშნულების რაზმი მსოფლიოში
ელიტური სპეცდანიშნულების რაზმი ეს არის-მაქსიმალურად ოპერატიული, მობილური,

სპეციალურად მომზადებული, ტექნიკურად უმაღლეს დონეზე აღჭურვილი მებრძოლთა

ჯგუფი, რომლებიც კონკრეტული მისიის შესრულებისთვის უკან არ იხევენ.

ისინი იცავენ ქვეყნის უსაფრთხოებასა და ინტერესებს, როგორც ომის, ისე მშიდობის


დროს.

image

წარმოგიდგენთ, მსოფლიოში 15 ყველაზე ელიტური სპეცდანიშნულების რაზმის

ჩამონათვალს :


15.BOPE (პოლიციის სპეციალური ოპერაციების რაზმი), ბრაზილია

სამხედრო პოლიციის ელიტური სპეცდანიშნულების რაზმი, რიო-დე-ჟანეირო.

მათი ძირითადი დანიშნულებაა, აღმოფხვრას ქუჩის გარჩევები, ჩაატაროს საშიში

დამნაშავეების დაკავების ოპერაციები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანების

სიცოცხლეს, კრიმინალური დაჯგუფებების განადგურება, ნარკომოვაჭრეების დაკავება,

ან მძევლების გათავისუფლება.

ამჟამად BOPE 400 მებრძოლით არის დაკომპლექტებული.


image


14.სპეციალური დანიშნულების რაზმი, პაკისტანი


პაკისტანის სამხედრო სპეციალური დანიშნულების რაზმი, ანალოგია ამერიკული

"მწვანე ბერეტების"-ა. ოფიციალურად, რაზმი 700 ადამიანისგან შედგება და

განაწილებულია 8 დანაყოფად.

რაზმი მონაწილეობდა ავღანეთის ომში.

მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოვიდა მუშარაფის სამხედრო რეჟიმი,

მებრძოლებს ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლა დაევალათ.


image



13.MARCOS, ინდოეთი


ინდოეთის დივერსიული საზღვაო რაზმი დაყოფილია სამ ოპერატიულ ჯგუფად.

თითოეულ ჯგუფს განსაზღვრული აქვს საკუთარი მისია და დანიშნულება.

ასე არის ანტიტერორისტული ერთეული, რომლებიც ქვეყნის უსაფრხოებაზე არიან

პასუხისმგებელნი.

გარდა ძირითადი შესასრულებელი ამოცანებისა, მათ ასევე ევალებათ საძიებო და

სამაშველო ოპერაციების ჩატარება ზღვაზე.

image


12."ალფა", რუსეთი


ეს ელიტური სპეცრაზმის ჩამოყალიბდა ჯერ კიდებ "კგბ"-მდე, 1974 წელს.

მიზნად ისახავს განახორციელოს კონტრტერორისტული ოპერაციები, მისი ძირითადი

ამოცანაა აღმოფხვრას ტერორისტული აქტები, ტერორისტების გაუნვებელყოფა ან

ლიკვიდაცია, ასევე მძევლების გათავისუფლება.

გარდა ამისა "ალფას" სხვა მაღალი სირთულის დავალებების შესრულებაც უწევს,

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ბრძანებით, ჯგუფი ხშირად

ხვდება ცხელ წერტილებში, მათ შორის რუსეთის რესპუბლიკებში დაღესტნის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, და სხვა.

image

11.GIS, იტალია


კარაბინერების სპეციალური ანტიტერორისტული ერთეული ჩამოყალიბდა 1977 წელს იტალიაში.

ამ რაზმის დანიშნულება კრიმინალურ დაჯგუფებებთან ან ტერორისტებთან ბრძოლა და მძევლების გათავისუფლებაა.

განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა ოპერატიული დანაყოფების დახმარება.



image


10.Unidad de Operaciones Especiales, ესპანეთი.


ესპანეთის სპეციალური ოპერაციების სამმართველოს ფლოტი ჩამოყალიბდა 1967 წელს.

ჯარისკაცები ჩართულნი არიან მტრის განადგურების ოპერაციებში, ახორციელებს

დივერსიულ აქტებს მტრის ობიქტებზე.


image



9.EKO Cobra, ავსტრია


სპეციალური ანტიტერორისტული განყოფილება ავსტრიაში ჩამოყალიბდა 1978 წელს.

რაზმი პირველ რიგში ებრაელი ემიგრანტებისა და პალესტინელი მებრძოლებისგან

თავდასაცავად შეიქმნა. ასევე მიზეზი იყო 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშებზე მომხდარი ტერაქტი.

ისინი მონაწილეობდნენ მძევალთა გათავისუფლების ოპერაციაში Graz-Karlau-ს ციხეში 1996 წელს.

image



8.Joint Task Force 2, კანადა


კანადის მე-2 ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა 1993 წლის 1 აპრილს.

მისი შექმნის ფორმალური საფუძველი გახდა თურქეთის საელჩოსთან მომხდარი ტერაქტი.

ეს ელიტური სპეცდანიშნულების რაზმი ძირითადად დაკავებული კონტრტერორისტული ოპერაციებით.


image


7.JW GROM, პოლონეთი


პოლონეთის სპეციალური დანიშნულების სამხედრო ერთეული დაარსდა 1990 წელს.

რაზმი მომზადებულია სპეციალური ოპერაციებისთვის, როგორც მშვიდობიან, ისე

კრიზისულ პერიოდში, მისი დანიშნულებაა ტერორიზმთან ბრძოლა.

რაზმის ჩატარებული ცნობილი ოპერაციებია: " დემოკრატიის მხარდასაჭერად" ჰაიტიზე, "მტკიცე თავისუფლება" ავღანეთში, "ერაყის თავისუფლება."


image




6.DELTA FORCE, აშშ


აშშ-ის #1 სპეციალური ოპერაციების რაზმი, შეიქმნა ამერიკის ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ, როგორც სპეციალური დავალების ერთეული.

"დელტას" დაევალა ტერორიზმთან ბრძოლა, ეროვნული ინტერვენცია, ჯგუფი ასრულებს ასევე საიდუმლო დავალებებსაც.


image



5.GSG 9, გერმანია


გერმანიის ფედერალური პოლიციის სამმართველოს სპეცდანიშნულების სამმართველო ჩამოყალიბდა 1973 წელს, მიუნხენის ოლიმპიური თამაშების დროს დატრიალებული ტრაგედიიდან, ზუსტად ერთი წლის შემდეგ.

რაზმის დანიშნულებაა თავიდან აიცილოს ტერორიტული აქტები გერმანიაში.

1973 წლიდან მოყოლებული სპეცრაზზმმა არაერთი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა.


image


4.GIGN, საფრანგეთი


საფრანგეთის ჟანდარმერიის ანტიტერორისტული ერთეულის ამოცანაა აღკვეთოს

შეიარაღებული კრიმინალების ქმედებები, ებრძოლოს ტერორიზმს, აღკვეთონ

არეულობა ციხეებში.

რაზმი ორჯერ დაჯილდოვდა სამხედრო ჯვრის ორდენით, 2011 წელს ავღანეთში და

ლიბიაში 2013 წელს ოპერაციების წარმატებულად შესრულებისთვის.

image



3.Shayetet 13, ისრაელი


სპეციალური დანიშნულების სამხედრო-საზღვაო ძალების სამმართველო ისრაელში.

ერთ-ერთი საუკეთესო ელიტარული ნაწილია მთელს მსოფლიოში, რაზმი დაკავებულია

სახმელეთო და საზღვაო ოპერაციებით "Shayetet 13" ძირითადი საქმიანობა არის

მტრის გემების საბოტაჟი უცხოეთის პორტებში ომის დროს, ლიკვიდაცია და გემის

აღება.


image


2.SEAL, აშშ


აშშ-ს საზღვაო ძალების სპეციალური ოპერაციების ძირითადი ტაქტიკური ერთეული.

"საზღვაო ბეჭდები" ჩართულია სადაზვერვო, დივერსიული ოპერაციებიში,

გარდა ამისა, ისინი შექმნილია სხვა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად:

ძირითადი ძალების დაცვა, საზღვაო ტერორიზმთან და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის აღკვეთა.

image



1.SAS, დიდი ბრიტანეთი


დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო სამსახურის სპეციალური ერთეული ითვლება საუკეთესოდ ევროპაში. დაარსდა 1941 წელს, ეს არის სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელიც ჩართულია მტრის ძალების შესახებ

ინფორმაციის მოპოვებაში, ასევე ანტიტერორისტულ ოპერაციებში, საწრთვნელი

კურსი მოიცავს მებრძოლების გამოცდას ყველა სახის დაბრკოლებაში, ჯუნგლებში

გადარჩენის უნარის გამომუშავებას და ასევე 36 საათაინი მკაცრ დაკითხვას.


image




P.S. მსგავსი სახის სტატიების მოძიება ცხადია შესაძლებელია სხვადასხვა საიტებზე,

მათ შორის ინტერმედიაზეც, თუმცა მაინც გადავწყვიტე ეს სტატია მეთარგმნა,

იმედია საინტერესო გამოვიდა.



9
1605
5-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
1605
  
2016, 10 ივნისი, 18:29
დიდი მადლობა ლელა :)
2016, 10 ივნისი, 10:31
ძალიან მაგარი სტატიაა, ხატი ნამდვილად ყოჩაღ!!!
2016, 8 ივნისი, 14:25
ეს ადგილები განაწილებულია დანაყოფის შექმნიდან რანდენად რთული ამოცანები აქვს შესრულე ბული რაზმს -მაგალითად ისრაელის სპეცრაზმი ასოცირდება როგორც უძლიერესი დანაყოფი -მ ო ს ა დ ი თ.მაგრამ ეს იმას არ ნისშნავს რომ მოსადი ახლაც უძლიერესია! ისრაელს მასზე ძლიერი რამოდენიმე სპეცრაზმი ყავს!(ცნონისთვის-სპეცრაზმის შესრულებული დავალება ოფიციალურად ქვეყნდება 15-20 წლის შემდეგ) აქედან გამომდინარე ვიცით რა გააკეთა 20 წლის წინ ვიღაცამ და არ ვიცით უახლოესი20 წლის სპეცების შესრულებული ამოცანა=ვაფასებთ მარტო წარსულს!
2016, 8 ივნისი, 10:57
მადლობ :)
2016, 8 ივნისი, 10:57
არც მე ვიცი რის მიხედვით შეირჩა ასე ჩამონათვალი, წყაროში ასეთი თანამიმდევრობით იყო :)
2016, 8 ივნისი, 10:29
საინტირესო სტატიი არ ვიცი რით არი ადგილები გადანაწილებული მაგრამ მე როგორც ამ საქმის ექსპერტი სხვაგვარად გადავანაწილებდი.
2016, 7 ივნისი, 23:00
ყოჩაღ ხატოოო
2016, 7 ივნისი, 22:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 9