x
image
alex999
Mediator image
10 ცნობილი ფეხბურთელი, რომლებმაც კარიერა 2 წელია, რაც დაასრულეს!

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალს, რომლებმაც საფეხბურთო კარიერა ეს-ესაა დაასრულეს. 2 წელი გავიდა, შესაძლოა ზოგიერთ თქვენთაგანმა არც კი იცოდეს თამაშობს თუ არა ნაგულისხმევი ფეხბურთელი ისევ ფეხბურთს. ხოდა წარმოგიდგენთ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც საფეხბურთო კარიერა ბოლო 2 წლის მანძილზე დაასრულეს.


image




როჯერიო სენი (41 წლის)

image

როჯერიომ მსოფლიო ფეხბურთის მეკარეებს შორის უკვე ისტორია დაწერა.

მან სან პაულოს რიგებში, 21 წლის განმავლობაში 1175 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

გამოირჩევა პენალტებით და საჯარიმო დარტყმებით.





ხავიერ ძანეტი (41 წლის)

image

1999 წელს ხავიერ ძანეტი არგენტინის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე

საუკეთესო მოთამაშე იყო, აქედან გამომდინარე ახალგაზრდა ფეხბურთელით

დაინტერესდა იტალიური საფეხბურთო კლუბი მილანის ინტერი.

19 წლის განმავლობაში ძანეტი ინტერის ფორმით გამოვიდა 841 მატჩში,

5 ჯერ მოიგო იტალიის სერია ა, 4 ჯერ იტალიის თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა,

1 უეფას თასი და მსოფლიო კლუბებს შორის ჩემპიონობის ტიტული.





უილიამ გალასი (37 წლის)

image

ფრაგულ მარსელიში 4წლიანი წარმატების შემდეგ, უილიამ გალასი ლონდონის

ჩელსიში გადაბარგდა, სადაც 207 მატჩში 14 გოლი გაიტანა. გალასისთვის ასევე

წარმატებული აღმოჩნდა ლონდოის არსენალიც, სადაც 142 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა. უილიამ გალასი იყო საფრანგეთის ეროვნული ნაკრების

ერთ-ერთი დაუვიწყარი ფეხბურთელი.





კარლეს პუიოლი(36 წლის)

image

ესპანეთის საფეხბურთო ისტორიაში კარლეს პუიოლი აუცილებლად ჩაიწერებოდა.

მან კარიერის განმავლობაში ბარსელონას მაისურით მოიგო 5 ლა-ლიგა,

2 კოპა-დელ რეი, 3 ჩემპიონთა ლიგა და ერთი კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი.

ამ ყველაფერთან ერთად გახდა ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონიც ესპანეთის

ნაკრებთან ერთად. კარლეს პუიოლმა საფეხბურთო კარიერა 2014 წლის 15 მაისს

დაასრულა!





ერიკ აბიდალი(35 წლის)

image

ერიკ აბიდალმა პროფესიონალური კარიერა 2000 წელს ფრანგულ მონაკოში დაიწყო.

წარმატებული მოთამაშე ჯერ ლილიში, შემდეგ ლიონში გადავიდა, სადაც ბრწყინვალე

სეზონი გაატარა. აბიდალი 2007 წლიდან ბარსელონას მაისურით გამოდის.

ფეხბურთელმა ბარსელონასთან ერთად 3 ჯერ მოიგო ლა-ლიგა და 2 ჯერ

ჩემპიონთა ლიგა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო აბიდალს ოპერაციები გაუკეთდა.

გამოჯანმრთელების შემდეგ, ის ჯერ ფრანგულ მონაკოში გადავიდა, ხოლო შემდეგ

კარიერა ბერძნულ ოლიმპიაკოსში დაასრულა!!!





ხუან სებასტიან ვერონი(39 წლის)

image

არგენტინელ ვარსკვლავმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 1994 წელს

არგენტინის საფეხბურთო კლუბ ესტუდიანტესში დაიწყო. მისი წარმატება გაგრძელდა

ბოკა ხუნიორსის რიგებშიც. ვერონი ბოკა ხუნიორსიდან პარმაში გადავიდა.

აქაც დიდხანს ვერ შეჩერდა და რომის ლაციოს რიგებში აირჩია თამაში. ვერონით

დაინტერესდა მანჩესტერ იუნაიტედიც. სადაც 23 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა. ვერონი გამოდიოდა

ჩელსის რიგებშიც, თუმცა საბოლოოდ კარიერა ესტუდიანტესში დაასრულა.





კლარენს ზეედორფი(38 წლის)

image

ზეედორფის კარიერა აიაქსში დაიწყო. ჰოლანდიელ ვარსკვლავმა გადაწყვიტა

საზღვრებს გარეთ თამაში, პირველად აირჩია იტალიური სამპდორია, საიდანაც

მადრიდის რეალის ყურადღება მიიპყრო. რელათან ერთად ზეედორფმა

ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. ზეედორფი გადავიდა მილიანის ინტერში, 2 წლიანი

ადრენალინის შემდეგ ლეგენდალურ ფეხბურთელად გადაიქცა მილანში.

მილანის რიგებში ზეედორფმა მონაწილეობა მიიღო 432 მატჩში და გაიტანა 63 გოლი.

საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მან 4 ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა,

2 ჯერ ჰოლანდიის ჩემპიონატი, 2 ჯერ სერია ა, ერთხელ ლა-ლიგა და 2 ჯერ

უეფას სუპერთასი. სააბოლოოდ ზეედორფმა 22 წლიანი საფეხბურთო

კარიერა ბრაზილიურ ბოტაფოგოში დაასრულა.





ჯუნინიო პერნაბუკანო(39 წლის)

image

ბრაზილიელ ვარსკვლავმა კარიერა რესიფეში(ბრაზილია) დაიწყო.

ჯუნინიო პერნამბუკანო გადავიდა ფრანგულ ლიონში, სადაც 9 წლის მანძილზე

ზედიზედ 7 ჯერ ლიონთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონობა მოიპოვა.

ჯუნინიო ლიონის სიმბოლოდ იქცა და ასევე ჯარიმების მეფის სახელწოდებაც

მიიღო. ჯუნინიომ კარიერა ამერიკულ მლს ჩემპიონატში დაასრულა.






ტიერი ანრი(37 წლის)

image

ანრიმ საფეხბურთო კარიერა მონაკოში მოიწყო, სწრაფი წარმატების შედეგად,

ჯერ იუვენტუსში, შემდეგ არსენალში გადავიდა. ანრი ლონდონურ კლუბის

სიმბოლურ ფეხბურთელად დასახელდა. არსენალში დიდი წარმატებების შემდეგ,

2007 წელს ბარსელონაში გადავიდა. ბარსელონას რიგებში ანრიმ მოიგო

ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, ესპანეთის ლა-ლიგა და კოპა დელ-რეი!

საბოლოოდ არიმ კარიერა აშშ-ს მლს ჩემპიონატის გუნდში, ნიუ-იორკ რედ ბულსში

დაასრულა.





რაიან გიგზი(41 წლის)

image

რაიან გიგზმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში დაიწყო.

საკვირველია, რომ გიგზმა მანჩესტერის გარდა სხვა გუნდის მაისური არ ჩაიცვა,

როგორც დაიწყო ასევე მანჩესტერ იუნაიტედში დასრულდა გიგზის კარიერა. მან

871 მატჩში 157 გოლი გაიტანა. მოიგო ინგლისის პრემიერლიგა 12 ჯერ,

4 ჯერ FA Cup, 4 ლიგის თასი, 2 ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ უეფას

სუპერთასი და 2 ჯერ კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული.






სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

4
687
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
687
  
2016, 27 ივნისი, 15:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 8 ივნისი, 11:45
საერთოს მომწონს და პატივს ვცემ ერთგულ ფეხბურთელებს,გუნდისთვის ერთგულებს....დიდად იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარი არ ვარ მაგრამ არიან გამორჩეულებიიი
2016, 7 ივნისი, 22:53
მოგწონდა!
2016, 7 ივნისი, 21:14
ზანეტიიი
0 1 4