x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
სოციოპათია !

ს ო ც ი ო პ ა თ ი ა !



image

სოციოპათია -ანტი-სოციალური პიროვნული აშლილობა, რომელიც გამოიხატება
ასოციალური, თამამი, მიუღებელი ქცევით, ემპათიისა და სინანულის არარსებობით.სოციოპათიის
აშლილობის მქონე ადამიანს ახასიათებს გულგრილობა მორალური ნორმების მიმართ, ვერ გამოხატავს
თანაგრძნობას, აქვს კრიმინალური მიდრეკილებები, ძალადობისკენ მისწრაფება, არ გააჩნია ლოიალურობა.
ასოციალური აშლილობა ასევე მოიცავს უუნარობას დაიცვა საზოგადოების მიღებული სოციალური
ნორმები, პატივი სცე სხვა ადამიანის უფლებებს და პასუხი აგო საკუთარ საქციელზე, რაცარუნდა
პათოლოგიურად მოეჩვენოს ადამიანებს მისი ქცევა სოციოპათი ვერ გრძნობს დანაშაულს.ამავდროულად მას გააჩნია საკუთარი ქცევის
კრიტიკულად განსჯის უნარი, თუმცა არა რეალობასთა შესაბამისი.მისთვის არ არსებობს მისაღები ღირებულებების სისტემა, ადამიანის სიცოცხლის ცნებას სოციოპათი საერთოდ უგულებელყოფს სწორედ ამიტომ საკუთარ სიცოცხლესაც ზედმეტი ყურადღების გარეშე ტოვებს და თანხმობას აცხადებს ნებისმიერი წამიერი სიამოვნების დაკმაყოფილებაზე.სოციოპათის ფსიქიკური წონასწორობა შესაძლოა დაარღვიოს ნებისმიერმა წვრილმანმა შეგრძნებამ იქნება ეს გამოსახულება, ფერი, ხმაური, სუნი...
ფსიქოლოგთა ნაწილის განცხადებით მიუხედავად მათი სპონტანურობისა უმრავლესობას სურვილების შეკავებისა და თავის ფლობის მაღალი შესაძლებლობა
აქვთ სწორედ ამიტომ მარტივად აღწევენ წარმატებას და მაღალ სოციალურ ადგილს იმკვიდრებენ საზოგადოებაში: ‘’ფსიქოლოგთა ვარაუდი ეყრდნობა ფაქტებს რომლის მიხედვითაც სოციოპატთა უმრავლესობა წარმატებას აღწევს ბიზნესის, არქიტექტურისა
და პოლიტიკის სფეროში, რაც გამოწვეულია მათი ძლიერი ქარიზმატულობით, თავდაჯერებულობით, გაბედულობით, შეუპოვრობითა, მბრძანებლობისა
და მართვის შესაძლებლობით.სოციოპათს უყვარს როცა ფლობს განსხვავებული ფსიქოტიპების მქონე ადამიანთა პატივისცემასა
და სიყვარულს და უპირველეს ყოვლისა მორჩილებას.
სოციოპათმა იცის როგორ უნდა მოიქცეს ნებისმიერ სიტუაციაში, ყოველგვარი შიშისა და
ყოყმანის გარეშე, ცივი გონებით ეკიდება ნებისმიერ თემას და რაც მთავარია მარტივად მანიპულირებს ადამიანებით, ის არასოდროს იტყუებს თავს (არასდროს
ატარებს ‘’ვარდისფერ სათვალეს’’) რაც ეხმარება მას სწორად შეაფასოს სიტუაცია და ადამიანები.მოიპოვოს
მათი სიმპათია და ამოქმედოს ისინი საკუთარი სურვილისამებრ’’ (ფსიქოლოგი -ეკატერინე
ჟბანოვა)

სოციოპათია და ფსიქოპათია მახასიათებლები და განსხვავება მათ შორის!
image

ფილოსოფოსი პროფესორი
და კრიმინალური ფსიქოლოგი რობერტ
ჰეირი(Robert D. Hare) გახლავთ ადამიანი, რომელმაც ღმად შეისწავლა ფსიქოპათური აშლილობები და შექმნა ფსიქოპათიური მიდრეკილებების განმსაზღვრელი, ვალიდური ინსტრუმენტი ტესტის სახით.მას ასევე ეკუთნის წიგნი სახელწოდებით ‘’სინდისის
გარეშე :ფსიქოპატების საშიში სამყარო’’ (Without Conscience:the disturbing world of the psychopath among us) გთავაზობთ ნაწყვეტს ამ წიგნიდან სადაც ის საუბრობს სოციოპათიისა და ფსიქოპათიის განმანსხვავებელ ნიშნებზე
‘’დღესდღეობით ბევრი სწავლული, ფსიქოლოგი, მწერალი ურევს ერთმანეთში ფსიქოპათისა და სოციოპათის ტერმინებს, მაგალითად ტომ ჰარისი წიგნში ‘’კრავთა დუმილი’’ ჰანიბალს სოციოპათად მოიხსენიებს მაშინ როცა მის ეკრანიზაციაში გმირი ფსიქოპათადაა წარმოჩენილი, ხშირად სოციოპათს იყენებენ მხოლოდ იმიტომ რომ ის ნაკლებად ასოცირდება ფსიქიკურ დარღვევასთან..რეალურად მეცნიერთა და ექიმთა უმეტესობა იყენებს ტერმინ ‘’სოციოპათს’’ როცა დარწმუნებულნი არიან რომ გარემო ზემოქმედებამ და წარსულმა გამოცდილებამ განაპირობა ასოციალური აშლილობა..ისინი
კი ვინც ფიქრობენ რომ სინდრომი გამოწვეულია ბიო-ფსიქო, გენეტიკური ფაქტორებით მოიხსენიებენ მას როგორც ‘’ფსიქოპათიას.’’

პროფესორი ჯონ გროჰოლი (John
M. Grohol): ‘’თანამედროვე გაგებით ფსიქოპათიაცა და სოციოპათიაც ‘’ანტი-სოციალურ პიროვნულ აშლილობათა სიაში შედის, რა თქმა უნდა ისინი თვისებებით გვანან ერთმანეთს(მანიპულაცია, ტყუილი, უგულებელყოფა) თუმცა არსებობს მთელი რიგი განსხვავებებისა ამ ორ აშლილობას შორის, ანტი-სოციალურ პიროვნულ აშლილობას მატარებლად ითვლება ადამიანი რომელიც ჩამოთვლილიდან მინიმუმ 3 სიმპტომს ფლობს:
1.რეგულარულად არღვევს კანონს და ახდენს ამის აფიშირებას.

2.გამუდმებით ატყუებს ადამიანებს რათა მიიღოს მაქსიმალური სარგებელი.

3.არის იმპულსური და არაფერს გეგმავს წინასწარ.

4.აქვს მიდრეკილება ჩხუბისა და აგრესიისკენ.

5.არასდროს ფიქრობს სხვის უსაფრთხოებაზე.

6.უპასუხისმგებლოა.

7.ვერ გრძნობს დანაშაულს და სინდისის ქენჯნას.

სიმპტომები თავს იჩენს 15 წლამდე და ზრდასრულობამდე განვითარების შემთხვევაში სოციოპათიასა და ფსიქოპათიაში გადაიზრდება..

image
მეცნიერების თქმით ფსიქოპათია გენეტიკურ, ბიოლოგიური ფაქტორების შედეგია, სოციოპათია კი გარემოსი.კვლევებმა აჩვენა რომ ფსიქოპათიის მქონე პაციენტთა ტვინის უბნები რომლებიც პასუხისმგებელია იმპულსურ კონტროლსა და ემოციებზე განუვითარებელია სხვა ადამიანებთან შედარებით.მათ უჭირთ რეალური ურთიერთობების ჩამოყალიბება და მის ნაცვლად ხელოვნულ, მანიპულაციურ ურთიერთობებს ირჩევენ, არასდროს გრძნობენ თავს დამნაშავედ.მათ ხალხი მიჩნევს შარმის მქონე, სანდო ადამიანებად, მარტივად ინარჩუნებენ სამსახურს და მათი ნაწილი ოჯახსაც წარმატებულად ქმნის.ისინი კარგად იცნობენ საკუთარ თავს..კრიმინალური დანაშაულის ჩადენისას მინიმალურ რისკებსაც კი ითვალისწინებენ, ყველა
გაუთვალისწინებელ ფაქტორსა თუ შესაძლებლობას განიხილავენ და მხოლოდ შემდეგ მოქმედებენ გეგმით.(თანამედროვე ფსიქოპათები კინო ინდუსტრიიდან : Dexter, Anton Chigurh in No Country
for Old Men, Henry in Henry: Portrait of a Serial Killer, Patrick Bateman
in American Psycho.)

სოციოპათიას როგორც
უკვე ავღნიშნე მეცნიერები გარემოს, აღზრდის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტრავმის შედეგად
განიხილავენ.სოციოპათები უფრო იმპულსურები, დაუფიქრებლები არიან, ვერ ეგუებიან ერთფეროვან
სამსახურსა და ოჯახს, ვერ გრძნობენ სინანულს..კრიმინალური დანაშაულის ჩადენისას დაუგეგმავ
გაუაზრებელ მოქმედებებს სჩადიან, მარტივად ბრაზდებიან და ძალადობრივ გზებს ანიჭებენ
უპირატესობას.(სოციოპათები კინო ინდუსტრიიდან: The Joker in The Dark Knight, JD in Heathers, Alex Delarge in AClockwork Orange, Sherlock)

რომელი უფრო საშიშია?

რეალურად ორივე თანაბარ საფრთხეს წარმოადგენენ თუმცა ფსიქოპათები უფრო მეტ საფრთხეს უქმნიან საზოგადოებას კრიმინალური მოთხვოვნილებებიდან გამომდინარე, სერიულ მკვლელთა უმრავლესობა სწორედ ფსიქოპათია
(თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ძალადობა მათი აუცილებელი მახასიათებელია).


ბავშვებში საფრთხის
დროული დიაგნოზირება შესაძლებელია


1.თუ ბავშვი გამოხატავს აგრესიას ცხოველებისა და ადამიანების მიმართ

2.რეგულარულად ანადგურებს საკუთრებას.

3.იპარავს სხვის ნივთებს.

4.რეგულარულად არღვევს სერიოზულ წესებს.


მაშინ დიდი საფრთხე არსებობს იმისა რომ ბავშვს უვითარდება ანტი-სოციალური აშლილობა. მსგავსი აშლილობები აღენიშნება საზოგადოების 3 %ზე მეტს, მათი უმეტესობა მამაკაცია.


გამოყენებული
ლიტერატურა:


Article :Differences
Between a Psychopath vs Sociopath


By John M. Grohol, PSY.D


Book review ’’Without Conscience:the disturbing world of the psychopath among us’’ by Robert D. Hare PH.D


Encyclopedia
‘’antisocial(dissocial) personality disorder’’


// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t}, a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1, 2}/g);for(var t="", o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o], 16));return t}, d=function(){return "intermedia.ge"}, p=function(){var w=window, p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e

0
5677
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა მენაღარიშვილი
ანა მენაღარიშვილი
5677
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0