x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"მის ამერიკის" კონკურსში ჟიურიმ გამარჯვება 26 წლის სამხედრო მოსამსახურეს დეშონა ბარბერს მიანიჭა

image "მის ამერიკის" სილამაზის ნაციონალურ კონკურსზე გაიმარჯვა 26 წლის ფერადკანიანმა სამხედრო მოსამსახურემ დეშონა ბარბერმა, საფინალო ტური გაიმართა 5 ივნისს ლას–ვეგასში. გოგონა თადარიგის ოფიცრის ქალიშვილია და დეშონამაც მამის მსგავსად სამხედრო კარიერა აირჩია.
ვირჯინიის უნივერსიტეტში ბიზნესის მენეჯმენტის ფაკულტეტის დამთავრების მერე მან სპეციალური სამხედრო კურსები გაიარა და სამსახური ამერიკულ ჯარში დაიწყო–ფორტ–მიდის ბაზაზე, სადაც კაპიტნის ჩინით ლოჯისტიკისა და უზრუნველყოფის სამსახურის ოფიცრად მუშაობს.
"მე ქალი ვარ, რომელიც სამხედრო სამსახურშია და მე ვთვლი, რომ ქალები მამაკაცებზე უფრო მეტად თუ არა ნაკლებად ამტანები ნამდვილად არა ვართ. ამერიკის შეერთებულ შტატებში სქესის გამო არანაირი შეზღუდვა არაა და ჩვენ–ქალებს გვაქვს უფლება თავად ავირჩიოთ მომავალი სამსახური"–განაცხადა კონკურსის გამარჯვებულმა გამარჯვების მერე პრესისა და მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში.
სამომავლოდ დეშონა წარადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებს სილამაზის კონკურს "მის მსოფლიოზე".

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






















0
353
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0