x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
კრასნოიარსკელმა შშმ პირმა საკუთარი ხელით გააკეთა გზაზე გადასასვლელი დაამტვრია რა ბორდიურის ნაწილი

image კრასნოიარსკელმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა დაამტვრია ბორდიური საავადმყოფოში რომ მისულიყო.
ცნობილი ფაქტია პანდუსების ნაკლებობა სხვადასხვა დაწესებულებაში შესასვლელად ასევე გზაზე გადასასვლელად დიდ დაბრკოლებას უქმნის შშმ პირებს. ევროპის ქვეყნებში ეს პრობლემა უკვე დიდი ხანია მოგვარებულია და არა თუ დაწესებულებებში ან ქუჩაშია მოწესრიგებული პანდუსები არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც აღჭურვილია შესაბამისი მოწყობილობით შშმ პირის ტრანსპორტში ასაყვან–ჩამოსაყვანად.
რუსმა შშმ პირმა საავადმყოფოში მისასვლელად 2 ივნისს საკუთარი ხელით დაამტვრია ბორდიური უროს გამოყენებით.
მისი თქმით მან რამდენიმეჯერ მიმართა ქალაქის მერს და ადმინისტრაციას თხოვნით გაეკეთებინათ პანდუსი გზაზე გადასასვლელად, თუმცა უშედეგოდ. "მე უკვე 20 წელია პარალიზებული მაქვს ქვედა კიდურები და მიწევს ვისარგებლო შშმ პირისათვის განკუთვნილი ეტლი–სავარძლით, რომელსაც არ შეუძლია გადალახოს ბორდიური, მე კი ხშირად მიწევს საავადმყოფოში რიგი სახის დახმარებისათვის მისვლა, რაშიც პანდუსის არქონა მუდმივად მიშლიდა ხელს, ამიტომაც წავიღე ურო და საზოგადოების თვალწინ ჩემივე ხელით გავაკეთე გადასასვლელი ჩემი ეტლისათვის"–განაცხადა ასაკოვანმა მამაკაცმა პრესასთან ინტერვიუს დროს.
შემთხვევის ადგილზე მისულმა ქალაქის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელების განცხადებით მოხუცის წინააღმდეგ უწყება არ აპირებს საჩივრის შეტანას და შესაბამისად მოხუცი არ დაისჯება.
image

0
177
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0