x
image
alex999
Mediator image
ისინი ყველაზე ველურ გარემოში ცხოვრობენ... უკანასკნელი კანიბალური ტომი მსოფლიოში!

კანიბალიზმი – მოქმედება, როდესაც ორგანიზმები თავისივე სახეობის სხვა ინდივიდებს ჭამენ. თუ ეს ადამიანებს ეხება, მაშინ შეგვიძლია გამოვიყენოთ ტერმინი ანთროპოფაგია. კანიბალიზმი იყო ფართოდ გავრცელებული უძველესი დროის ადამიანებში. კანიბალიზმი XIX საუკუნეშიც გვხვდებოდა ავსტრალაზიის იზოლირებულ კულტურებში. ფიჯი ერთ დროს იყო ცნობილი როგორც "კანიბალების კუნძული". კანიბალიზმის მსოფლიოს მასშტაბით გავრცელება კარგადაა დოკუმენტებით დადასტურებული: ფიჯიდან ამაზონის დაბლობში, კონგოს დაბლობსა და მაორის ტომებში ახალ ზელანდიაში. ნეანდერთალესებზე არის ვარაუდები, რომ მათში კანიბალიზმის აქტები ხდებოდა, და შემდეგ ისინი იქნენ შეჭმულნი თანამედროვე ადამიანების მიერ.


არსებობს კანიბალიზმის ორი სახეობა: ანთროპოლოგიაში – ადამიანების მიერ ადამიანთა ხორცისა და ბიოლოგიაში – ცხოველების მიერ თავისსავე მსგავსის (ხშირად, საკუთარი პირმშოების) ჭამა. ბიოლოგიაში “ადამიანის მჭამელი” და “კანიბალი” განსხვავებული ცნებებია: ადამიანის მჭამელია ყველა ცხოველი, რომელიც ადამიანს ესხმის თავს, ხოლო კანიბალია არსება, რომელიც თავისსავე მსგავსს ჭამს – არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველია იგი თუ ადამიანი. კანიბალიზმის ცალკეული შემთხვევა ფსიქიკურად გადახრილ ადამიანთა ჯგუფებში დღესაც გვხვდება.


image



ინდონეზიის ღრმა ტყეებში ცხოვრობენ უკანასკნელი კანიბალის ტომები, რომლებიც ცხოვრებას ველურ პირობებში აგრძელებენ. ტომს ჰქვია კოროვაები, არიან ტროპიკული ტყეების მკვიდრნი.


image

ტომის სხვებისგან განსხვავდება საცხოვრებლით. ისინი ცხოვრობენ ხეელბზე, ეძებენ ყველაზე დიდ ხეს, რათა უფრო მაღლა აიშენონ საცხოვრებელი. მათი საქციელი დიდად განსხვავდება ქვის ხანის პერიოდისაგან!

image

ტომის ძირითად საკვებს წარმოდგენს ფოთოლი და მტაცებელი ცხოველები. წყალდიდობისგან თავის დასაცავად აქვთ სათავისოდ უნიკალური მეთოდი. ტომის წევრების თქმით, წყალდიდობის პრობლემის თავიდან ასაცილებლად ყველაზე კარგი მეთოდი საცხოვრებლების ხეებზე აშენებაა... ამასთან ერთად, ზემოდან მარტივად ამჩნევენ მოახლოებულ მტერსაც.

image

ცნობილი დოკუმეტური ფილმების რეჟისორი ლეონიდ კრუგლოვი, ესტუმრა უკანასკნელ კანიბალისტურ ტომს და მოახერხა მათთან საერთო ენის გამონახვა.

image

2010 წელს პირველად დაითვალა კოროვაის ველური კანიბალისტური ტომის მოსახლეობა. აღმოჩნდა, რომ ტომში სულ 2 868 კანიბალი ცხოვრობს.

image

კოროვაის კანიბალურ ტომთან პირველი კავშირი დაამყარეს იოჰანეს ველდჰუზენმა და ჰენკ ვენემამ 1970 -იან წლებში. ჰოლანიურ მისიონერთა ჯგუფს ძალიან გაუჭირდათ იმ ტერიტორიაზე გავლა სადაც ველური ადამიანები ცხოვრობდნენ, თუმცა მისიონერების ლიდერებმა პრობლემის მოგვარება მაინც მოახერხეს.

image

ბოლო წლებში გავრცელდა იმის შესახებ, რომ კოროვაის ტომები არიან დარჩენილი უკანასკნელი კანიბალური ტომები. ამ ფაქტმა ტომს მსოფლიო მასშტაბით ძალიან დიდი პოპულარულობა შემატა.

image

კანიბალები ყოველწლიურად გადაშენების პირას უფრო უახლოვდებიან, ცივილიზაციას ყოველთვის ერიდებიან და მოსწონთ მამა-პაპურ გარემოში ცხოვრება. დოკუმენტარისტ ლეონიდ კრუგლოვმა გადაიღო საინტერესო ფოტოები, სადაც ასახულია ტომის ყოველდღიური ცხოვრება.




წარმოგიდგენთ ამ ფოტოებს!

image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage









სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



3
1717
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1717
  
2016, 12 ივნისი, 15:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 6 ივნისი, 20:45
მადლობა ლელა
2016, 6 ივნისი, 20:24
საინტერესო სტატიაა! გავაზიარე
0 1 3