x
image
Lerato
მსოფლიოში ცნობილმა ათეისტმა მეცნიერმა დაამტკიცა, რომ ღმერთი არსებობს

image


მეცნიერულმა სამყარომ პროფესორის, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ენტონი ფლიუს გამოსვლის შემდეგ სრული შოკი მიიღო. მეცნიერი, რომელიც დღეს 90 წელს გადაცილებული იქნებოდა, მრავალი წელი სამეცნიერო ათეიზმის ერთ-ერთ ბურჯად ითვლებოდა. ათწლეულების მანძილზე ფლიუ გამოსცემდა წიგნებს, კითხულობდა ლექციებს, რომელიც აგებული იყო ღვთისადმი რწმენის უსაფუძვლობის თეზისზე. თუმცა, 2004 წელს სამეცნიერო აღმოჩენების სერიამ ათეიზმის დიდი დამცველი აიძულა საკუთარი შეხედულებები შეეცვალა. ფლიუმ საჯაროდ აღიარა, რომ ცდებოდა –სამყარო თავისთავად ვერ გაჩნდებოდა – ის, ცხადია, ვიღაც ისეთმა ძლევამოსილმა შექმნა, რაც ჩვენი გონებისთვის მიუღწეველია.

ფლიუს აზრით, უწინ, ისევე როგორც სხვა ათეისტები, დარწმუნებული იყო რომ ოდესღაც, დიდი ხნის წინ უსულო მატერიისგან პირვილი ცოცხალი ორგანიზმი წარმოიქმნა. "დღეს შეუძლებელია პირველი რეპროდუქციული უნარის მქონე ორგანიზმის წარმოქმნისა და სიცოცხლის განვითარების ათეისტური თეორიის წარმოდგენა" –თქვა მეცნიერმა.

მისი თქმით, დნმ-ის მოლეკულის აგებულების მონაცემები განსაზღვრულად ამტკიცებს, რომ ის თავისთავად ვერ გაჩნდებოდა და ვიღაცის მიერ იყო შექმნილი. გენეტიკური კოდი და უდიდესი რაოდენობის ინფორმაცია, რომელსაც მოლეკულა შეიცავს, უარყოფს ბრმა დამთხვევას.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ენტონი ფლიუ 2010 წლის 8 აპრილს გარდაიცვალა 87 წლის ასაკში.


ბრიტანელი ფიზიკოსი მარტინ ჯონ რისი, რომელიც 2011 წელს ტემპლტონის პრემიის ლაურიატი გახდა, თვლის რომ სამყარო ძალიან რთული რამ არის. მეცნიერმა, რომელმაც 500 მეტი სამეცნიერო ნაშრომი დაწერა, $1, 4 მილიონი მიიღო, იმისთვის რომ შემოქმედის არსებობა დაამტკიცა. თუმცა, თავად ფიზიკოსი ათეისტი იყო.


"გამოყენებითი და თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორმა აკადემიკოსმა ა. აკიმოვმა განაცხადა, რომ ღვთის არსებობა მეცნიერული მეთოდებითაა დამტკიცებული" – ამბობს ინტერფაქსი.

"ღმერთი არსებობს, და ჩვენ შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ მისი ნების გამოვლენას. ეს ბევრი მეცნიერის აზრია, მათ არა მხოლოდ სწამთ შემოქმედის, არამედ გარკვეულ ცოდნასაც იყენებენ"

ამასთან, მეცნიერმა აღნიშნა რომ გასულ საუკუნეებში ბევრ მეცნიერ ფიზიკოსს სწამდა ღმერთის. უფრო მეტიც, ისააკ ნიუტონამდე მეცნიერებასა და რელიგიას შორის დაყოფა არ არსებობდა. მეცნიერებით სასულიერო პირები იყვნენ დაკავებულნი, რამდენადაც ყველაზე განათლებულ ადამიანებად ითვლებოდნენ. თავად ნიუტონს სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული და ხშირად იმეორებდა: "მექანიკის კანონები ღვთის კანონებიდან გამომყავს."


როდესაც მიკროსკოპი გამოიგონეს და იმის შესწავლა დაიწყეს თუ რახდება უჯრედში, ქრომოსომების გაორმაგებისა და დაყოფის პროცესმა მათში შოკისმომგვრელი რეაქცია გამოიწვია: "როგორ შეიძლება ეს ღვთის ჩარევის გარეშე შექმნილიყო?!"


"ნამდვილად – დაამატა ა. აკიმოვმა – თუ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ადამიანი დედამიწაზე ევოლუციის შედეგად გაჩნდა, მაშინ მუტაციის სიხშირისა და ბიოქიმიური პროცესების გათვალისწინებით, პირველადი უჯრედებიდან ადამიანის შექმნისთვის სამყაროს ასაკზე გაცილებით მეტი დრო იქნებოდა საჭირო. ამას გარდა, გაკეთდა გამოთვლები, რომელმაც აჩვენა, რომ კვანტური ელემენტების რაოდენობა სამყაროს რადიოდაკვირვების მასშტაბით არ შეიძლება 10155 ნაკლები იყოს და ამასთან, მთელი ეს სისტემა უზენაესის მიერაა შექმნილი."


27
4933
21-ს მოსწონს
5-ს არა
ავტორი:Lerato
Lerato
4933
  
2018, 26 ივნისი, 2:58
ჯერ დავიწყოთ იმით რომ თუ როგორ არ არსებობდა ნიუტონამდე რელიგიას და მეცნიერებას შორის დაყოფა ეს არ არის ფაქტი სინამდვილეში კი რაიმე ახალი არღმოჩენა რომ გაგეკეთებინა ცოცხლად დაგწვავდნენ რაც შეეხება რომ დნმ-ის მოლეკულა თავისით ვერ ჩამოყალიბდებოდაო სიმართლე იმაში მდგომარეობს რომ პირდაპირვე დნმ-ის მოლეკულა არ ჩამოყალიბებულა თავდაპირველად იყო დნმ-ის წინამორბედი ესეროვთქვათ პროტოტიპები რომლის შემდგომაც მრავალი მილიარდი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა და სულ უფრო და უფრო იხვეწებოდა ასევე აკიმოვის დამატებაზე აქ აკიმოვი რეალურად გულისხმობს სამყაროს ბიბლიურ ასაკს 10000 წელს რომ ათი ათას წელზე მეტი დასჭირდებოდაო სიცოცხლის გაჩენასო კიდევ არ შემიძლია არ ავღნიშნო უჯრედის მიკროსკოპით შესწავლისას ნათქვამი სიტყვები ეს სიტყვები არის ჩვეულებრივი რომლითაც ჩვენ ადამიანები გაოცებას ავღნიშნავთ და არაფერი ესაქმება ღმერთის არსებობის დამტკიცებასთან და ბოლოს სრული გასიებული სისულელე რომ სამყარო თავისით ვერ გაჩნდებოდაო ეს არის სრული სიცრუე თუნდაც რომ დავუშვათ რაიმე ზებუნებეივი ძალის არსებობა ეს ზებუნებრივი ძალა სრულიადაც რომ არ არის სამყაროს შესაქმნელად საჭირო ვინაიდან და რადგანაც იმ ადგილას სადაც კვანტური სამყარო გაქვს ყველაფრია შესაძლებელი ჩემი აზრით სამყარო ოსცილირებს უსასრულიდ ანუ დიდ აფეთქებამდე იყო დიდი შეკუმშვა და ა.შ დანარჩენი რაც ეწერა ზედმეტია მაგაზე ლაპარაკი ვინაიდან მაგალითად ღმერთის არსებობა დაამტკიცესო? როგორ? სად? როდის? რანაირად? სად არია ფაქტები? სად არის არგუმენტები? სადარი შინაგან სამინისტრო? :D კარგი სტატიაა ტვინის გამორეცხვის ხელის შეწყობაში რომლებიც ამ საიტზე ბევრი სტატიაა ასეთი...
2016, 5 ივლისი, 20:30
ერთი რამ არა დაკონკრეტებული და მე დავაკონკრეტებ. მეცნიერები მიდიან ი დასკვნამდე, რომ ღმერთები უნდა არსებობდნენ, ჩვენზე ბევრად განვითარებული სტატიაში ნახსენები ეგრედ წოდებული "ვიღაც(ები)", რომლებმაც გენეტიკური ინჟინერით ან ჩვენთვის უცნობი მეთოდით შექმნეს ადამიანი. იმ ღმერთზე არ საუბრობენ, რომელმაც გაიფიქრა და გაჩინა, მოისურვა ლამაზი პლანეტა და წამებში შეიქმნა, მასე მარტივად არა ეს სამყარო მოწყობილი, სწორედ სამყაროს ეს ყველა სირთულე აფიქრებინებს მეცნიერებს, რომ "ვიღაცის" ხელი ურევია ჩვენს (და ყველაფრის) შექმნაში.
2016, 13 ივნისი, 8:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 11 ივნისი, 17:26
"წვეული ბევრია რჩეული ცოტა" მხოლოდ სახელდებითი ქრისტიანობა ვერ გახდის ადამიანს მორწმუნედ,საქმით,ცხოვრების წესით უნდა ვიყოთ კეთილი ნების აღმსრულებელნი, ხოლო ვაი მათ ვინც ათეისტური იდეების ძიებაშია,რადგან მათი შრომა ამაოა,ვერ იტყვის ვერავინ რომ არჩევანი არ ქონდათ. ჩვენი ცხოვრების წესი იქნება დამამოწმებელი ჩვენი ნების რომლისგანაც თავისუფანი ვიყავით
2016, 11 ივნისი, 16:46
სამწუხაროდ, დაადგინეს, რომ ათეისტების რიცხვი იზრდება და დაახლ.2050 წლისთვის ქრისტიანობა შესაძლოა, აღარც იყოს პირველ ადგილზე მორწმუნეების რაოდენობით...
2016, 11 ივნისი, 15:15
გეთანხმებით ვტოვებთ უმდობლობით და დაუთმენლობით, არ გულისხმავყოფთ შემდეგ სიტყვებს ნეტარებისა" ნეტარ იყუნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის; გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ-არს ცათა შინა."ერთია როცი იცი და მეორე როცა გესმის და აღიარებ.
2016, 11 ივნისი, 14:27
თუ დედამიწა არ უყვარს, მაშინ რატომ შექმნა? რატომ გინდა ხელები ღმერთს შეახოცო? ვინ არის მაგ გაჭირვებისა და ათასი უბედურების სათავე? ადამიანი! სწორედაც რომ-ადამიანი. ერთ მეგობრულ რჩევას მოგცემ: გახსოვდეს, რომ უფალი არ ტოვებს ადამიანს, ადამიანი ტოვებს უფალს!
2016, 11 ივნისი, 14:04
უფლის წინაშე "მომხმარებლური ვაჭრობითი"დამოკიდებულება დიდი მკრეხელობაა ადამიანო ! ნუ იქნები უმეცარი და უტიფარი იყავი სულგრძელი და თავდამბალი . ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
2016, 11 ივნისი, 14:03
ღმერთი არ გვახვებს თავზე ბრძანებლური ტონით ასაე სწორი და გამომყევი , არამედ სიმდაბლით და უსაზღვრო სიყვარულით გეკითხება შვილო იქნება შენი ნება უარყო დაცემული ბუნება და ჭეშმარიტების სიყვარულის, სიკეთის, მაძიებელი გახდე?. ზოგი იტყვის რატომ მეკითხება მან ხომ იცის ჩემთვის რა სჯობს მაჩვენოს გზა და გავყვები. ადამიანი წუთისოფელში ადამიანური ბუნებით მოსული საკუთარ თავში დაცემულ ბუნებას ატარებს,უფალს რათქმაუნდა შეუძლია გაჩვენოს აი ეს არის სწორ გზა, მე ვარ აი აგერ. შემომხედე! .მაგრამ რომც დაინახო ადამიანო განა შეძლებ დატევნას გულში ჩახუტებას? ადამიანი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე იმდენად ცუდია ვერ გაითავისებს ვერ შეიმეცნებს ვერ დაიტევს რადგან მას არ აქვს გული განწმენდილი რომ უფალმა მისთვის განკუთვნილი სამყოფელი დაიმკვიდროს უფალმა "არ იცის" თავი სად მიდრიკოს რადგან შენი ამპარტავნული ქედმაღლური ბუნება იმდენად ვერაგია სიმდაბლის და უსაძღვრო სიყავრულის ადგილი არ გაქვს შენში რომ დატოვო,რა გამოდიხარ ადამიანო - ღორი რომელსაც მარგალიტი მიეცა მან კი არ იცის მარგალიტის ფასი და უმოწყალოდ თელავს ,უფალი ამ დანაშაულს გვარიდებს თავიდან რომ თვალში არ შევაფურთხოთ და ამით საკუთარი თავი არ გავწიროთ ,ბევი რომელმაც არ იცის უფლის უსაზღვრობა, სიყვარული, სიმდაბლე სიკეთე ამას გაუცნობიერებლად ბევრჯერ აკეთებს ,მაგრამ განა უფალის წინაშე ნასროლი ქვა ისევ შენ ხომ დაგიბრუნდება და თავსაც გაგიტეხავს, ასეა ჩემო კარგო ადამიანო,უფალი მოელის ჩვენგან სიკეთის ნაყოფს რომელიც ჩვენს გულებში დასთესა, მოსავლელად კი ჩვენ ჩაგვაბარა. ის ჩვენით არ მანიპუირებს,მას არ ჭიდება "ყურმოჭრილი მონები" "არამედ ერთგული მოსიყვარულე შვილები რომლებიც კეთილი ნების აღმსურებლები იქნებიან",ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ" "ნეტარ არიან მდაბალნი გულითა" სამყაროში არსებულ უბედურებეს ნუ დავაბრალებთ უფალს, თითქოს გულცივობს ჩვენზე ,არამედ საკუთარ დაცემულ ბუნებას რომლის მიტოვება გვიძნელდება ვერ ველევით მედიდურობას ამპარტავნობას ქედმაღლობას "კბილთა ღრჭენას" მოყვასის წინაშე. ჩვენ არ გვინადა! თუ არ გვინდა როგორ მოგვეცემა,უფალი ხომ არა არის მოძალადე? თუ როცა გვინდა მაშინ უნდა იყოს?!
2016, 10 ივნისი, 18:55
სრულყოფილ და სამართლიან ღმერთს სატანა მაშინვე,რომ დაეხოცა სატანის ბრალდებებს პასუხი აღარ გაეცემოდა,ღმერთს შესწევს ძალა ადამიანტა ტანჯვას ბოლო მოუღოს და ის ამას აუცილებლად გააკეთებს იესოს მეშვეობით( 1 იოანეს 3:8)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10