x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რჩევები, რომლებიც სამზარეულოში საქმიანობის დროს გამოგადგებათ

image

გამოცდილი დიასახლისები სამზარეულოში, მოკლე დროში, უამრავ საქმეს აკეთებენ და ენერგიასაც ზოგავენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა მათგანს, თავისი პატარ-პატარა ეშმაკობები აქვს, რომლის წყალობით, ისინი არა მარტო სახლის შეფ-მზარეულები არიან, არამედ, წვრილმან პრობლემებსაც სულ ადვილად უმკლავდებიან.

ქვემოთ მოცემულ რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, თქვენც ადვოლად მოაგვარებთ ზოგიერთ პრობლემას:


1. დუღილის დროს, ქვაბიდან წყალი რომ არ გადმოვიდეს, ზემოდან ხის კოვზი დაადეთ.

image


2. თუ კერძი მლაშე არის, ჩააგდეთ მასში გაფრცქვნილი მთელი კარტოფილი და 2 წუთი ხარშეთ, წვნიანთან ერთად.

image


3. ჭარხალი კარგად რომ მოიხარშოს, მარილი ბოლოს დაამატეთ (უკვე მოხარშულს).

image


4. ბლენდერი კარგად რომ გარეცხოთ, ჩაასხით წყალი, ჩაამატეთ თხევადი საპონი და ჩართეთ.


image


5. ბანანი დიდი ხნის მანძილზე რომ შეინახოს, გაყავით მტევანი და ცალ-ცალკე შეინახეთ.

ბანანი გამოყოფს გაზს, რომელიც აჩქარებს ბანანის და სხვა ხილის დამწიფების პროცესს. თუ ბანანი იზოლირებული არის ხილისგან და სხვა ბანანისგან, ის უფრო დიდ ხანს ინახება.

image


6. ბროწეული სწრაფად რომ გაარჩიოთ, მოაჭერით ყუნწი, ქერქი ორ ადგილზე, საწინააღმდეგო მხარეებზე, ერთმანეთის პარალელურად ჩაჭერით და გადმოაბრუნეთ.

image


7. პიცა ბევრად უფრო არომატული იქნება, თუ მიკროტალღური ღუმელის ნაცვლად, ტაფაში გააცხელებთ.

image


8. ცხელი ღვეზელის დასაჭრელად, ცხელი წყლის ნაკადში დასველებული დანა გამოიყენეთ.

image


9. ანანასი სწრაფად რომ დამწიფდეს, “ქოჩორი" მოაჭერით, გადანაჭერით ქვემოთ დადეთ და ისე შეინახეთ.

image


10. მაცივარში ყველი უკეთესად და უფრო დიდი ხნის მანძილზე შეინახება, თუ მის შესაფუთად, სამზარეულოს აპკის ან პოლიეთილენის პარკის ნაცვლად, პერგამენტის ქაღალდს გამოიყენებთ.

image


11. ციტრუსები ოთახის ტემპერატურაზე უკეთესად ინახება, ვიდრე მაცივარში.

image


12. ქვაბი კარგად რომ გაირეცხოს, ჩაყარეთ მასში 2 ს. კ. სოდა, ჩაასხით პირამდე წყალი და წამოადუღეთ.

image


13. თუ ღვინო მოგრჩათ, გაანაწილეთ ყინულის გასაკეთებელ ფორმაში და საყინულეში მაოთავსეთ. ღვინის კუბიკების გამოყენება, სადილის მომზადებისას შეგიძლიათ.

image


14. კივის ადვილად გასაფრცქვნელად, მოაჭერით ორივე ბოლო, კოვზი ქერქთან ახლოს შეურჭეთ და წრეზე შემოატარეთ.

image


15. ხორცი რომ არ გამოშრეს, მომზადების დროს მარილს ნუ დაუმატებთ. მარილი გამზადებულ ხორცს მოაყარეთ.

image

0
3055
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3055
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0