x
image
melody_inside
"მამაკაცი ქალთან იქცევა ისე, რის უფლებასაც აძლევს მას ქალი".
ბოლო დროს ძალიან ხშირად მესმის აი ეს ფრაზა- " მამაკაცი ქალთან იქცევა ისე, რის უფლებასაც აძლევს მას ქალი". რა, სერიოზულად გჯერათ ამის თქვენ?


არა, მოიშორეთ ეს აზრი, დაივიწყეთ.


ეს მოიგონეს მამაკაცებმა, ვისთვისაც ასე უფრო მოხერხებულია.


მოხერხებულია მოიქცეს პირუტყვივით ან წავიდეს ინგლისურად,


image



ან იტანჯოს როგორც პიერომ,

image



ან დაიპყროს სამყაროს ყველა ვარსკვლავი როგორც გეტსბმა,

image




ან საზიზღრად იძიოს შური როგორც ჰიტკლიფმა,

image



ან ვერ შეამჩნიოს და დასცინოს როგორც მისტერ როჩესტერმა.

image

ქალი კი აქ საერთოდ არაფერ შუაშია.


თუმცა მას სჯერა, რომ მხოლოდ მის ქცევებს შეუძლია აიძულოს მამაკაცი მოიქცეს მასთან განსაკუთრებულად სხვაგვარად. მას სიამოვნებს ის აზრი, რომ მამაკაცზე აქვს ზეგავლენა. ხოლო შემდეგ, წარუმატებელი შედეგებისას, კომპლექსებში ვეხვევით: " ეს მე გავაფუჭე ყველაფერი, იმიტომ რომ ნება მივეცი გავეთელე ფეხქვეშ!"



კიდევ გიმეორებთ. მოიშორეთ ეს აზრი.

რამდენჯერ, არც ერთი წამი უფლება არ მიმიცია – მაგრამ ის აკეთებდა. რამდენჯერ პირიქით, ნებას ვაძლევდი ( დავეპყარი, შევეჭამე, მივეტოვებიე, გამშორებოდა, შევძულებოდი, ცოლად მოვეყვანე, ვყვარებოდი ან გადავეყვარე) - მაგრამ ის მაინც ყველაფერს თავისებურად აკეთებდა.


ნებისმიერ სიტუაციაში ქალთან მამაკაცი იქცევა ისე, რის საშუალებასაც აძლევს მას აღზრდა და ინტელექტუალური განვითარების დონე. და არა ქალი.


6
1478
20-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1478
  
2016, 8 ივნისი, 21:57
იმას, თუ როგორ ვიქცევით სხვა ადამიანებთან მიმართებაში განაპირობებს როგორც ჩვენი საკუთარი ბუნება, ასევე იმ კონკრეტული ადამიანის ჩვენს მიმართ დამოკიდებულება - ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ქალთან მამაკაცი (და პირიქით) იქცევა ისე, რის საშუალებასაც აძლევს მას საკუთარი ბუნება (აღზრდა, ინტელექი) და თავად ის ქალი (თუ კაცი). მე ასე ვფიქრობ... საინტერესო თემაა :)
2016, 7 ივნისი, 21:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 5 ივნისი, 10:54
დაფიქრდით ცოტა რას წერთ ცოტა იაზროვნეთ სულ ელემენტარული დაფიქრება გჭირდებათ და ესეთ სისულელეებს აღარ დაწერთ
2016, 5 ივნისი, 9:46
ეს სტატიები ამ ავტორის მოგონილი არაა და უაზრობას ამბობს თუ აზრიანს,კორექტული უნდა იყოთ კომენტარებში.არსად არ ეწერა ამ სტატიაში,მამაკაცები დამნაშავე არიან ყველაფერშიო,ის აგვიხსნეს უბრალოდ,რომ თუ კაცი რამეს აკეთებს,ამაში ქალს კი არ მიუძღვის მთავარი როლი (რამდენად და რის უფლებას მისცემს მამაკაცს),საკუთარი ნების,სურვილის და ხუშტურების მიხედვით იქცევა.არ აქვს მნიშვნელობა,რის უფლებას მისცემს მას ქალი.
2016, 5 ივნისი, 3:14
დარწმუნებული ხარ რო ყველა შემტხვევაში მარტო კაცია დამნაშავე? მაგარ უაზრობას ამბობ
2016, 4 ივნისი, 20:14
ნამდვილად ასეა :)
0 1 6