x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
75 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიო პროფესიული კრივის ლეგენდა მუჰამედ ალი

image 75 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიო კრივის ლეგენდა, კრივის სამყაროში "დიადის" სახელით შესული მუჰამედ ალი.
როგორც "NBC News"–ი იუწყება მუჰამედ ალი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მკურნალობის კურსს გადიოდა ფინიქსის ერთერთ კლინიკაში.
ყოფილი მოკრივე პარკინსონის დაავადებით იყო ავად, ბოლო პერიოდში კი სუნთქვის უკმარისობაც დაემატა, მდგომარეობის დამძიმების გამო კრივის ცოცხალი ლეგენდა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა უშედეგოდ.
ცნობილი ფაქტია რომ ალი ბოლო 30 წელი ებრძოდა პარკინსონის დაავადებას, თუმცა სამწუხაროდ უშედეგოდ.
მუჰამედ ალის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს მისი ოჯახის წევრებმა.
მუჰამედ ალის სახელი გახდა პროფესიული კრივის სიმბოლო, მთელი თავისი კარიერის მანძილზე მან ჩაატარა 61 შეხვედრა, აქედან 56–ში მოიგო. 1999 წელს ალი აღიარეს "საუკუნის სპორცმენად".
ყველასათვის უცნობი ახალგაზრდა მოკრივე კასიუს კლეი მალევე გახდა ცნობილი კრივის სამყაროში, მოკრივემ ისლამი მიიღო და გახდა მუჰამედ ალი.
საერთო ჯამში 12 წელი "ბობოქრობდა" "დიადად" წოდებული მოკრივე რინგზე, მიყოლებით "ანადგურებდა" რა რინგზე პროფესიული რინგის კაშკაშა ვარსკვლავებს.
თავად ლეგენდარულ მოკრივეს დაუმარცხებელ როკი მარჩიანოს აქვს ნათქვამი: "მუჰამედი რინგზე არ დადის ჩვეულებრივ მოკრივესავით, ის ცეკვავს, მსუბუქად დაფარფატებს რინგზე და და ამ ცეკვა–ფარფატის პარალელურად უმძიმესი დარტყმების კასკადს ატეხს მოწინააღმდეგეს".
ცნობილი ფაქტია ასევე, რომ რინგზე ასვლის წინ სამედიცინო შემოწმებისას მუჰამედის სისხლის და გულის წნევა იმდენად მაღალი იყო ექიმები შოკში ვარდებოდნენ და რინგზე ასვლისაგან თავის შეკავებას ურჩევდნენ, რასაც ალი ჩვეული იუმორით პასუხობდა, ადიოდა რინგზე და მორიგ ბრწყინვალე გამარჯვებას იწერდა სპორტულ კარიერაში.
ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ალი რინგზე მოწინააღმდეგეს სასაცილოდ იგდებდა, მოქმედებით და მანერებით წყობილებიდან გამოჰყავდა, წყობილებიდან გამოსულ მეტოქეს კი ადვილად ამარცხებდა.
მუჰამედ ალი ამერიკის ხელისუფლებამ გარკვეული ხნით ციხეშიც ჩასვა ვიეტნამის "კომპანიის" გაკრიტიკების და მასში მონაწილეობის ბრძანებაზე სასტიკი უარის განცხადების გამო.

3
235
16-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
235
  
2016, 6 ივნისი, 0:41
სტაბილურად მძიმე. ეს მიწის დაყრას უნდა ელოდებოდეს და მიშიკო და მამა მარჩენალი სუფტა ჰაერს სუნთქავდნენ??????ეხ მიქელა შენთანაც ჩაწყობით არი ხო?????????????
2016, 4 ივნისი, 20:26
შუმახერზეც კარგადააო იძახდნენ, მაგრამ კონტაქტური ჯერაც არაა. :((
2016, 4 ივნისი, 18:55
აბა ექიმებმა სტაბილურია მისი მდგომარეობაო?
0 1 3