x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
არ დაფიქრებულხართ რატომ აქვს მამაკაცის სამოსს მარჯვნივ ღილები,ხოლო ქალისას მარცხნივ?
image


მოდა ცვალებადია, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ისე მოხდეს, რაიმე ტენდეცია შემობრუნდეს საწინააღმდეგო მიმართულებით.თუმცა დღეს საუბარი გვექნება ტენდეციაზე, რომელიც რამდენიმე საუკუნეა არ იცვლება.ეს ეხება ღილების განლაგებას კაცის და ქალის სამოსზე.როგორც ვიცით მამაკაცის ტანსაცმელს ღილები მარჯვნივ აქვს დაკერებული, ხოლო ქალისას მარცხნივ.მაინც რატომ? აქვს რაიმე ლოგიკური ახსნა?წინასწარ გეტყვით, რომ ზუსტი პასუხი არ არსებობს, მხოლოდ ვერსიები, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ:



პირველი ვერსია:არსებობს ასეთი ლეგენდა, რომ ეს ტრადიცია ნაპოლეონის დროიდან მოდის, ქალებმა თურმე იმპერატორისგან გადაიღეს ცნობილი პოზა: სერთუკში შეყოფილი მარჯვენა ხელი, რამაც ნაპოლენი ძალიან გაანაწყენა და ამის შემდეგ ბრძანა ყველა ქალის სამოსისთვის ღილები მარცხნივ დაეკერებინათ.


image


მეორე ვერსია:ცხენით გადაადგილების დროს ქალი უნაგირზე გვერდულად ჯდებოდა, მარცხვივ დაკერებული ღილები ქალს ქარისგან უფრო კარგადაც იცავდა, ასევე უბეს ურცხვად არ გამოუჩენდა.


image


მესამე ვერსია: (და ალბათ ყველაზე სარწმუნო)საქმე იმაშია, რომ უწინდელ დროში მდიდარ ქალბატონებს მსახურები ჰყავდათ, რომლებიც ჩაცმა-დახურვაში ეხმარებოდნენ.(თავიდან ღილებიანი სამოსის ფუფუნება მხოლოდ მდიდრების და თავად-აზნაურების პრივილეგია იყო)მოსამსახურე გოგოსთვის უფრო ხელსაყრელი იყო მარცხნივ დაკერებული ღილების შეხსნა ან შეკვრა. ქალებისგან განსხვავებით მამაკაცები თვითონ იცვამდენ ტანსაცმელს და შესაბამისად მარჯვნივ დაკერებული უფრო მოხერხებული იყო.


და ბოლოს... ამ ვერსიას კიდევ ერთი არგუმენტი ამყარებს. მამაკაცისთვის უფრო ადვილია ღილების ასეთი განლაგებით ქალის გახდა.


image

0
411
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
411
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0