x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ყველაზე ცნობილი 26 წლის მოლდაველი სუპერ-მოდელი 62 წლის ეგვიპტელ მილიონერს მიჰყვება ცოლად
imageმზეთუნახავ ქსენია დელის არ ადარდებს სხვაობა 36 წელი.


26 წლის ყველაზე ცნობილი მოლდაველი ფოტომოდელი ქსენია დელი ცოლად მიჰყვება ეგვიპტელ მილიონერს, 62 წლის ოსამა ფათხი რაბახა ალ-შარიფს, რომელიც დეველოპერული და ლოგისტური კომპანია AMIRAL HOLDING-ის მფლობელია.ქორწილი ამ უქმე დღეებში გაიმართება საბერძნეთში, კუნძულ სანტორინიზე.


ქორწილისთვის შეირჩა სოფელ პირგოსის ღვინის ფერმა "Santo Wines"-ი.სულ მიწვეულია 150 სტუმარი, რომლებიც ქორწილის შემდეგ საუკეთესო სასტუმროებში განთავსდებიან.ქორწილისთვის ადგილი პატარძალმა შეარჩია, ხოლო სასიძოს ისღა დარჩენოდა, რომ 1 მილიონი ევრო გადაეხადა.ზუსტად ამდენი დაჯდება საქორწინო ღონისძიება.

image


ქსენია დელი მოლდავეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა უცხო ენებს.სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში გაემგზავრა და იქვე დარჩა.


2011 წელს დელიმ ჰოლივუდში სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა, შემდეგ კი «Playboy"-სთვის შიშვლდებოდა.ამჟამად გოგონა მრავალი ცნობილი ბრენდის სარეკლამო სახეა, მათ შორისაა Victoria`s Secret-იც.


image


როგორც ჩანს ქსენიას სულაც არ ეუხერხულება 36 წლით უფროს მამაკაცს რომ მიჰყვება ცოლად.არა და ადრე თავის ტოლები და უფრო უმცროსებიც მოსწონდა.


შარშან აგვისტოში Daily Mail -ი წერდა, რომ სუპერმოდელმა ჯასტინ ბიბერთან გააჩაღა რომანი, მას შემდეგ, რაც მომღერლის კლიპში «What Do You Mean»-ში მიიღო მონაწილეობა..


image



შემდეგ იყო რომანი რუს მომღერალთან ეგორ კრიდასთან.


უფრო ადრე ქსენიამ ენრიკე იგლესიასის კლიპში ითამაშა, აგრეთვე ნიკოლაი ბასკოვის კლიპში "Зая, я люблю тебя", რომლის გადაღებაც ბარსელონაში მიმდინარეობდა.


image

დიდი ალბათობაა იმის, რომ ქსენია დელის მოუწევს ჩამოშორდეს შოუ-ბიზნესს, აგრეთვე აღარ გაშიშვლდეს ცნობილი ჟურნალებისთვის, ამის ნებას მისი მილიონერი ქმარი ნამდვილად აღარ მისცემს.მით უმეტეს, არაბმა ბიზნესმენმა მომავალი მეუღლე უკვე გაანებივრა საჩუქრებით: დაწყებული ბრილიანტებით, კერძო თვითმფრინავით და დამთავრებული დაბადების დღეზე მირთმეული წითელი "მაზერატით".


image

0
748
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
748
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0