x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კომფორტული რომ იყოს – 5 მარტივი გზა
image

image

ქალბატონების უმრავლესობისთვის, მაღალი ქუსლები ტანჯვასთან ასოცირდება: სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, დარწმუნებულები არიან ისინი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველას ძალიან უნდა, თუნდაც ხანდახან, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა. ამიტომ, სახლში ყველას აქვს, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, 1-2 წყვილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გადანახული!

ამ სტატიის გაცნობის შემდეგ, თქვენ აღარ მოგიწევთ ლამაზი ფეხსაცმლის მხოლოდ სახლში, სარკის წინ ჩაცმა და მისი განსაკუთრებული შემთხვევისთვის, კარადაში შენახვა! ბევრი თქვენგანისთვის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ყოველდღიური მოხმარების საგნად გადაიქცევა და თუ აქამდე მხოლოდ ქუსლის გამო იკავებდით თავს, ფეხსაცმლის შეძენისგან, ამის შემდეგ, ქუსლის გამო, მას აღარ დაიწუნებთ!
გთავაზობთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების 5 «ფორმულას» — დაიმახსოვრეთ და აუცილებლად გამოიყენეთ!


image


სიმძიმის ცენტრი

თუ ქუსლი უკან «მიდის», წონასწორობა ნამდვილად დაირღვევა. ფეხსაცმლის შეძენის დროს, აუცილებლად დააკვირდით ქუსლის მდებარეობას. ქუსლი, უშუალოდ, ფეხის ქუსლის ქვემოთ უნდა მდებარეობდეს; ამ თვალსაზრისით, ყველაზე ადვილად შესარჩევი არის ფეხსაცმელი, სქელი ქუსლით. მაგრამ, თუ საუბარი «შპილკებზე» არის, აუცილებლად დააკვირდით ქუსლის ლოკაციას.



image


image


პლატფორმა დახმარებისთვის

მაღალი ქუსლის «გადატანა» ბევრად უფრო ადვილი იქნება, როდესაც ფეხსაცმელს თუნდაც პატარა პლატფორმა აქვს. მაგრამ, რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი ოცნების ფეხსაცმელს პლატფორმა არა აქვს? ამ შემთხვევაში, ყველაზე კარგი გამოსავალი, ფეხსაცმლის სილიკონის ჩასაფენი არის, რომელიც ფეხს, ფეხსაცმელზე ამაგრებს და დაცურების საშუალებას არ აძლევს. გარდა ამისა, ის ფეხსაცმელს უფრო კომფორტულსაც ხდის.

image

image


image


არანაირი ხე
მოუხერხებელი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ქუსლი, არამედ «პლატფორმა ტანკეტკა» და ამ დისკომფორტის მიზეზი პლათფორმის მასალა შეიძლება იყოს. ბოლო დროს, მოდაში შემოსული ხის და პლასტმასის პლათფორმიანი ფეხსაცმელი, ნამდვილად არ არის კარგი ვარიანტი, ფეხის ქუსლებისთვის. ხოლო მოდელები რეზინის პლატფორმით, რომელზეც ტყავი არის გადაკრული, ნამდვილად კარგი არჩევანი იქნება თქვენი ფეხებისთვის.


image
image


რაც უფრო სქელია, მით უფრო მოსახერხებელია
მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე უკეთესად იგრძნობთ თავს, თუ მისი ქუსლი განიერი და სქელი იქნება. ამიტომ, ყველაზე მოსახერხებელი ის ქუსლი არის, რომელიც განიერია და თანდათანობით გადადის «ჩაშენებულ» პლატფორმაზე. ასეთ ფეხსაცმელზე წონა უკეთესად ნაწილდება, ვიდრე უპლატფორმო «შპილკებზე».

imageimage


image


ფიქსირება
თუ ფეხი ხშირად გიბრუნდებათ და გივარდებათ ფეხსაცმლიდან, მაღელქუსლიან დეხსაცმელზე ნამდვილად გაგიჭირდებათ სიარული. ასეთ სიტუაციაში, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მიული («mulleus») ანუ ფეხსაცმელი უკანა ნაწილის გარეშე, არ იქნება თქვენთვის მისაღები. «თავისუფალი» ქუსლის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მოხდეს ფეხის დაფიქსიტება თასმით, რომელიც ფეხის უკანა ნაწილს ფეხსაცმელზე ამაგრებს.

image

image

0
944
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
944
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0