x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ტორტი «ნაპოლეონი» უგემრიელესი კრემით
image

image

ამ «ნაპოლეონის» კრემი უგემრიელესია. მას ტორტის კი არა, უფრო მეტად, ნაყინის გემო აქვს. ტორტი საკმარისად მაღალი გამოდის. მაგრამ, მაცივარში გატარებული ერთი ღამის შემდეგ, ის «დაჯდება».


ინგრედიენტები:


ცომისთვის:



კარაქი (ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული) – 80 გრ.

შაქარი – 100 გრ.

კვერცხი (ოთახის ტემპერატურის) – 2 ცალი

რძე – 300 - 350 მლ.

გამაფხვიერებელი – 0, 5 ჩ. ლ.

ფქვილი – 800-900 გრ.


კრემისთვის:


შესქელებული რძე (მოხარშული) – 400 გრ.

ნაღები 30% და ზევით – 600 მლ.

რძე – 500 მლ.

სახამებელი – 4 ს. კ.

კვერცხი – 2 ცალი

შაქრის პუდრი – 0, 5 ს. კ.


მომზადება:


1. კარაქი და შაქარი მოათავსეთ თასში და კარგად ათქვიფეთ მიქსერით > დაამატეთ კვერცხი და ისევ ათქვიფეთ > დაამატეთ რძე > ათქვიფეთ ხელის სათქვეფით.
2. აიღეთ, დაახლოებით, 150 გრ. ფქვილი და შეურიეთ გამაფხვიერებელი.
3. გამაფხვიერებლიანი ფქვილი შეურიეთ თასში მოთავსებულ მასას > თანდათანობით შეურიეთ (დააცერით) დარჩენილი ფქვილი.
4. როდესაც ცომი საკმარისად სქელი იქნება, გადმოიღეთ მაგიდაზე და ხელით მოზილეთ ცომი. ცომი უნდა იყოს ელასტიური და არ უნდა ეწებებოფეს ხელებს > ცომი მაგიდაზე 30 წუთით დატოვეთ (უნდა დაისვენოს).
5. ვიდრე ცომი ისვენებს, მოამზადეთ კრემი: კვერცხი და სახამებელი კარგად შეურიეთ ხელის სათქვეფით.
6. შეათბეთ რძე ოდნავ და ცოტა ჩაასხით კვერცხის მასაში > შეურიეთ > მიღებული ნაზავი ჩაასხით გამთბარ რძეში.
7. მიღებული მასა, მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე, მიწვის საწინააღმდეგო ქვაბში (თუ ასეთი ქვაბი არა გაქვთ, წყლის აბაზანაზე მოხარშეთ) გასქელებამდე. თან სულ ურიეთ, რომ არ მიიწვას > თუ კრემში გრანულები იქნება, მიქსერით ათქვიფეთ და ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ გასაგრილებლად.
8. ცომი გაყავით 4 ნაწილად > შემდეგ, თითოეული ნაწილი კიდევ 5 ნაწილად გაყავით. სულ 20 გუნდა უნდა მიიღოთ.
9. თითოეული გუნდა ამოავლეთ ფქვილში და თხლად გაბრტყელეთ > დაჩხვლიტეთ ჩანგლით > გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე (ქაღალდის დაფენა საჭირო არ არის, არ მიიწვავს).
10. თითოეული ფენა გამოაცხვეთ 4 წუთის მანძილზე, 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
11. გვერდები ღუმელიდან გამოღებისთანავე ჩამოაჭერით, წინასწარ შერჩეულ ზომაზე (შეგიძლიათ ამისთვის ქვაბის სახურავი გამოიყენოთ, დაახლოებით, 21 სმ.დიამეტრის). ფენიდან ჩამოჭრილი ნაწილები (ტორტზე მოსაყრელად გამოგადგებათ).
12. გაციებული კრემის მასას დაამატეთ მოხარშული შესქელებული რძე და კარგად აურიეთ.

13. ათქვიფეთ ნაღები და შაქრის პუდრი > კრემს დაამატეთ ათქვეფილი ნაღენის მცირე ნაწილი და კარგად შეურიეთ > შემდეგ კრემი დაუმატეთ ნაღებს და კარგად შეურიეთ.
14. გაციებულ ფენებს წაუსვით კრემი, თითოეულს, დაახლოებით, 3 ს. კ. > ააწყეთ ტორტი და დარჩენილი კრემი, მთლიანად ზემოდან დაასხით და გვერდებზეც წაუსვით.
15. დაფხვენით ფენიდან ჩამოჭრილი ნაწილები და ზემოდან მოაყარეთ ტორტს > შედგით მაცივარში 12 საათით.

0
681
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
681
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0