x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლეღვი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image

ლეღვი - სუბტროპიკული მცენარე თუთისებრთა ოჯახის ფიკუსის გვარისა. ლეღვი მეჩხერად დატოტვილი ხეა. სიმაღლე 4-12 მ აღწევს. ნორჩი ყლორტები მომწვანო-ნაცრისფერია, შებუსვილი ან შიშველი, შეიცავს რძეწვენს. ლეღვი ერთ- ან ორსახლიანი მცენარეა. ერთსქესიანი ყვავილები მოთავსებულია ძალზე გამსცვილებულ ყვავილსაჯდომის ღრუში. ლეღვი ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე აზიაში, ირანსა და ჩრდილოეთ-დასავლეთ ინდოეთში, კულტივირებულია მრავალ ქვეყნებში, განსაკუთრებით თურქეთში, ალჟირსა და აშშ-ში. საქართველოში გვხვდება ყველგან მთის ქვედა სარტყელსა და დაბლობებზე. ლეღვს იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (ჩირი, მურაბა, ჯემი, კომპოტი). საქართველოში ლეღვი ძველთაგანვე ცნობილია და ფართოდაა კულტივირებული კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, გურია-სამეგრელოში, აფხაზეთსა და აჭარაში.

ლეღვს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია. ლეღვი შეიცავს დიდი ოდენობით B და C ვიტამინებს, აგრეთვე - პროვიტამინ A-ს, მინერალურ ნივთიერებებს: რკინას, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ფოსფორს, ბრომს, გოგირდს, ცოტაოდენ დარიშხანს, აგრეთვე - პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს, ყველაზე დიდი ოდენობით კი შაქარს.

image
ლეღვი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. შეიცავს ფერმენტ ფიცინს, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლძარღვოვანი თრომბოზების მკურნალობაზე. ლეღვი სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისა და სისხლნაკლებობის დროსაც, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებას, კარგი ეფექტი აქვს ბუასილის, სხვადასხვა გენეზის შეკრულობისა და კოლიკის (მუცლის ღრუს ორგანოებში მოვლითი ტკივილის) დროს. ნაყოფს აქვს ოფლმდენი მოქმედება.

image
ლეღვის ახალმოკრეფილი ნაყოფი კლავს წყურვილს და გამაგრილებელი ეფექტით გამოირჩევა, ხელს უწყობს ტემპერატურის დაქვეითებას მაღალი სიცხის დროს, გადიდებული ელენთის დაპატარავებას.

image

ლეღვის რძეც ძალიან სასარგებლოა. ხელის თითებზე ამოსულ მეჭეჭებისთვის ლეღვის რძე ყველაზე ეფექტურია. აქედან გამომდინარე, სამედიცინო რჩევებს თუ გავითვალისწინებთ, არ არის აუცილებელი ექიმთან წასვლა და ზედმეტი თანხის დახარჯვა მეჭეჭების მოსაშორებლად. სცადეთ ლეღვის ფოთლების სამკურნალო რძე!!!!!

image

ლეღვის ფოთლის რძე ასევე საკმაოდ ეფექტური შხამსაწინააღმდეგო ანტიბოიტიკია. დადებითად მოქმედებს მორიელის ან ობობის დაკბენილზე. ლეღვის ფოთლის რძე ნაზად წაისვით იმ ადგილებში, სადაც ნაკბენი გექნებათ.

image

ლეღვი ასევე სასარგებლოა გრიპის, ხველების და სიცხის წინააღმდეგ. თუ ხველა გაგიხანგრძლივდათ, აიღეთ ლეღვის 4-5 ცალი ნაყოფი და ერთ ჭიქა მდუღარე რძეში
დაალბეთ, რამდენიმე წუთს გააჩერეთ და შემდეგ კარგად გაქენით. მიირთვით ნახევარი
ჭიქა დღეში 2-4-ჯერ, ოღონდ თბილი... ამის შემდეგ მიხვდებით, თუ რამდენად ეფექტურია ლეღვი გაციების წინააღმდეგ.

image

როგორც ხედავთ ლეღვს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ ამით არ მთავრდება, მკითხველებო მოგახსენებთ, რომ ლეღვს აქვს ძალიან დაბალი კალორია, ამიტომ მისი მირთმევის ნუ შეგეშინდებათ!!!

image

თუ ფიქრობთ, რომ სიბერე მოახლოვებულია და დამარცხებას არ აპირებთ, მაშინ აუცილებლად მიირთვით ლეღვი! და თუ ორგანიზმში რკინის ნაკლებობა გაქვთ, ესეიგი ისევ და ისევ ლეღვი!!!

image
სულ ეს იყო ჩემო ძვირფასო მკითხველებო, სტატიაში ვისაუბრეთ ლეღვის დადებით თვისებებზე, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ ყველაფერს აქვს უარყოფითიც, აქედან გამომდინარე ლეღვსაც აქვს ცუდი თვისებები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელ ცხოვრებას და უბერებელ მომავალს!!!






სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

2
9867
14-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
9867
  
2016, 3 ივნისი, 1:06
ამ სტატიამ ლეღვი მომანდომაა
2016, 2 ივნისი, 0:38
ლეღვი მიყვაააარს... ვგიჟ დე ბიიი
0 1 2