x
image
alex999
Mediator image
წითელი ქალების ტომი... ყველაზე მომხიბვლელი ტომი მსოფლიოში
კიდევ ერთი უცნაური თემა, დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ მსოფლიოს ერთ-ერთ

უცნაურ ტომს, რომლებიც არსებობას განაგრძობენ აფრიკის კონტინენტზე. მათ ეძახიან

ჰიმბალებს, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, წითელ ქალების ტომს. დღესდღეობით

ოფიციალურად ჩრდილოეთ ნამიბიის, კუნენეს რეგიონში არიან გავრცელებულნი.


რიცხობრივი რაოდენობით დაახლოებით 30 000-მდე წითელი ქალი ცხოვრობს ამ

ტერიტორიებზე.




ისტორია


image


ჰიმბალებზე გერმანელ მისიონერების ცხოვრების სტილმა ძლიერად იმოქმედა, ამას

მოჰყვა კონფლიქტები ნამასების ტომებთან. საერთოდ ჰიმბას ტომის ისტორიას თუ

გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რომ ტომს მშვიდობიანი წარსული არ ჰქონია.

ისინი ხშირად ხვდებოდნენ ცხელ წერტილებში: ანგოლასთან ომში, ნამიბიის

დამოუკიდებლობის ომში და მეზობელ ტომებთან ომებში.


image


1904 წელს გერმანიის კოლონიური ჰოლოკოსტის მმართველობამ როგორც ჰიმბებს,

ასევე ჰერეროებს და ნამასებს ერთდროულად თავს დაესხა და გაანადგურა.

1920 წლიდან ნამიბია გადავიდა სამხრეთ აფრიკის კონტროლის ქვეშ, რამაც ტომებზე

დადებითად იმოქმედა, განსაკუთრებით ჰიმბალებზე, რომლებსაც სამხრეთ აფრიკის

მართველობამ დაცული, უსაფრთხო ტერიტორია გადასცა საცხოვრებლად.


image


ასე უნდა გაგარძელებულიყო 70 წლის განმავლობაში, თუმცა 1980-იან წლების

დასასრულისკენ, ჰიმბალების ტომს უკვე გადაშენების საფრთხე ემუქრებოდა, რაც

განაპირობა ძლიერმა გვალვამ, რის შედეგადაც საქონლის 90 % დაიღუპა. ტომის

მოსახლეთაგან უმეტეს ნაწილმა თავი ქალაქ ოპოვუს ღარიბ უბნებს შეაფარა, სადაც

ცხოვრება არცისე მარტივი იყო.


image


90-იანი წლების დასაწყისიდან ჰიმბალებმა დაიწყეს ძველ მიწებზე დაბრუნება.

ნამიბიამ მიიღო დამოუკიდებლობა, ცოტაოდენი არეულობის შემდეგ, ქვეყანაში

დაისადგურა მშვიდობამ.


image




დღეს


ჰიმბალები ძირითადად საქონლით ირჩენენ თავს. უფრო რთული სამუშაო ქალების

კისერზეა, საქონელს ისინი უვლიან, წველავენ, ბავშვებს ზრდიან და ა.შ.

რელიგიის მხრივ, თაყვანს სცემენ ერთ ღმერთს, რომელსაც მუკურუს ეძახიან.


image


ჰიმბალები ყოველთვის ნაკლებადჩაცმულნი არიან, მზისგან თავის დასაცავად,

ბუნებრივი გზებით აკეთებენ მზის კრემებს, რომელიც მათ სხეულებს აწითლებს.

თმების დაწნაში ქალები ერთმანეთს ეხმარებიან ისევე, როგორც ბავშვების მოვლაში.

თანამედროვე ტანსაცმელები მათთან ძალიან იშვიათად ხვდება და თუ მოხვდა,

მაშინ მამაკაცები იცმევენ.


image


როგორც ყველა სხვა ტომებში, ჰიმბალების ტომიც კლანებად არის დაყოფილი.

კლანების უფროსად ინიშნება ტომის ყველაზე უხუცესი მამაკაცი. საერთოდ

ვაჟები მამის კლანზე რჩებიან, ხოლო ქალიშვილები გათხოვების შემდეგ, გადადიან

მეუღლის კლანზე.


არის კიდევ ერთი უჩვეულო წესი, რომლის თანახმადაც ვაჟს მემკვიდრეობა მამისგან

არ რჩება. ის თავის წილს იღებს დედის მხრიდან. მაგალითად: რამოდენიმე სული

თხა ბიძისგან, რამოდენიმე სული ძროხა პაპისგან და ა.შ.


image



წითელ ქალების ტომს ბოლო წლებში ძალიან ბევრი ფოტოგრაფი სტუმრობს, რომლებიც

ცდილობენ ტომის ცივილიზირებას, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან ჰიმბალები ძალიან

დიდ პატივს სცემენ საკუთარ ტრადიციებს. ისინი ძალიან კეთილსინდისიერები არიან,

არ იციან შური და ბოროტება.




დიდი მადლობა ყურადღებისთვის!




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


4
3778
18-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
3778
  
2016, 2 ივნისი, 15:19
მართლა ლამაზები არიან
2016, 1 ივნისი, 16:50
ძალიან მაგარია
2016, 1 ივნისი, 12:19
უნდა ჩავესიძო, მორჩა...
2016, 1 ივნისი, 11:11
აი, ქალები!!!! ლამაზებიც და ძლიერებიც! როგორ მაინტერესებს, თმაში რა აქვთ შეზელილი?
0 1 4