x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს ვგავარ,საწოლიდან ვეღარ ვდგები და მუდმივად გონების დაკარგვის საშიშროებაა"

imageგია მაისაშვილმა ურთულესი ოპერაცია გაიკეთა და პირობა დადო, რომ 40 დღე იშიმშილებდა.წარმოგიდგენთ მის საკუთარ ფეისბუქ გვერძე გამოქვეყნებულ სტატუსს : "სიხარულით თვალები ცრემლით მევსება როდესაც თქვენს სიყვარულითსავსე კომენტებს ვკითხულობ, მაპატიეთ პასუხის გაცემა არ შემიძლია. სკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს ვგავარ 85 კილოდან 65 კილოზე ჩამოვედი. 31 დღე სრული შიმშილობისა მხოლოდ წყალი, რომლის დანახვაც კი აღარ მინდა, დასრულებულია. აი, ასე გამოვიყურები. ძალა გამოცლილი, მენატრება მჭადი და ყველი და ეკალა ნიგვზიანი ძმრით. გონება 24 საათი როგორც იდეებისუწყვეტი გენერატორი ისე მუ შაობს. არ მეგონა თუ ადამიანს ამდენი შეეძლო, ამიტომ ჩემიანების წახალისებით ამ დილას გადავწყვიტე 40 დღიან სააკრალურ ნიშნულზე გასვლა, ახლა იწყება მთავარი სულიერი ტრანსფორმირება და ეს დრამატული პროცესი უნდამივიყვანო 9 ივნისამდე, 40 დღე, ერთი თვე და ათი დღე სრული შიმშილობისა. საათებს ვითვლიდი, ახლა კი მშვიდად ვარ ველი 9 ივნისს გამარჯვებას თქვენთან ერთად. ერთად ერთი ფიზიკური მდგომარეობა განუწყვეტლივ იცვლება, საწოლიდან ვეღარ ვდგები და მუდმივად გონების დაკარგვის საშიშროებაა, გულის რევის განცდაა მუდამ და გაბუწყვეტელი თავის ტკივილი. მაგრამ როდესაც ასეულ ათასი მლოცველი გყავს და გამარჯვების რწმენით სავსე ხარ იცი რომ 9 ივნისამდეც მიხვალ და გპირდებით პირველს, რასაცგავაკეთებ, ამ 40 დღიანი დრამატული ეპოპეის წიგნად აღწერილს შემოგთავაზებთ. თქვენი სიყვარული ფრთებს მასხავს და მაგულიანებს. მეტი წერა აღარ შემიძლია. დროებით."imageასევე შეგახსენებთ მის წინა სტატუსს : "საკუთარი განსაცდელით მატრაკვეცობა არ მსურდა და არ ვწერდი არაფერს, მაგრამ ამდენი სიყვარულისა და მოკითხვის ფონზე უმადურობა არ მსურს და გადავწყვიტე გაგიზიაროთ ის რასაც განვიცდი. 11 დღეღა დარჩა მძიმე შიმშილობის ბოლომდე მისაყვანად. გამარჯვების დღე 31 მაისია. რესურსი თითქმის სრულიად გამოიცალა, მხოლოდ სულიერი ენერგიის ამარაღა ვარ. სრული მობილიზება მჭირდება ამ პოსტის დასაწერად, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს გაზიარების.
გულის რევის ზღვარზე ვარ გამუდმებით, ენერგია აღარ მაქვს, თავი მისკდება, შინაგანი ბრძოლაა, გაუძლებს ორგანიზმი ამდენს? მეყოფა ძალა? შესაძლებელს დასძლევს სხეული და სული, მაგრამ განა შეუძლებელი შესაძლებელია?! მე კი სწორედ მას ვესწრაფვი, მისი სასოება მაქვს.მადლიერებისა და სიუვარულის განცდა მომიმძლავრდა ჩემს იურგვლივ მყოფი ადამიანებისადმი. ბედის სასწორზე, ბეწვის ხიდზე გავდივარ, ყველაფერი შესაძლებელია, შემოქმედის ხელშია ყველაფერი. მეორე ადამიანი არ ვიცი ასე გაცემა, დაცლა და მსახურება რომ უნდოდეს და ამის იმედი მაქვს ამ დროს არ წაგიყვანს იმ ქვეყნად ასე დაუცლელს. ეს რაც მე მაქვს ხომ ჩემი არ არ არის“ მე არ მეკუთვნის, მისი მოცემულია და მის სადიდებლად მსურს მისი გაცემა, გაზიარება. მენანება მისი არ გამოუენება, არ დახარჯვა. შენ მომეცი და შენვე იმსახურე, არაფრის არ მეშინია, მზად ვარ ყველაფრისთვის.სავსე ვარ კვალავაც იმედითა და სასოებით, გეგმებით. 31 მაისია გამარჯვების დღე, . სული უკან არ იხევს, ბოლომდე მიყვანა გადაუწყვეტია. ეგ არის მხოლოდ სხეული გაუძლებს თუ ვერა? როგორ ძალიან მსურს საზოგადოებას დავუბრუნდე, მჯერა სიყვარულმა უნდა გაიმარჯვოს. აბა 31 მაისამდე გამარჯვებით ჩემო კარგებო.
თქვენი გია მაისაშვილი"image

0
755
9-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
755
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0