x
image
zviadigl
მესის ბოგრაფია

ლიონელ ანდრეს ლეო მესი. დაიბადა 24 ივნისი 1987, როსარიო არგენტინა-არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ბარსელონასა და არგენტინის ნაკრებში. გარდა არგენტინისა, მას აქვს ესპანეთის მოქალაქეობაც, რომელიც მას ევროპის მოთამაშედ ხდის. მესი მიიჩნევა თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო და მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე ფეხბურთელად. მესის მიღებული აქვს ოქროს ბურთისა და ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციები21 წლის ასაკში, რომელთაგანაც ორივე 22 წლის ასაკში მოიგო.მისი საფეხბურთო სტილს დიეგო მარადონას სტილს ადარებენ, რომელმაც მესიზე თქვა.ჩემი გამგრძელებელიაო.

მესიმ ფეხბურთის თამაში ახალგაზრდობიდან დაიწყო და ბარსელონამ მისი პოტენციალი მალევე აღმოაჩინა.ბარსელონამ მესის ნიუელს ოლდ ბოისიდან ბარსელონაში გადასვლა და ზრდის ჰორმონების დაავადების მკურნალობა შეთავაზა.2004-05 წლებში სეზონში მან სადებიუტო მატჩი ჩაატარა ბარსელონას რიგებში და რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა ლა ლიგაში.იმავე სეზონში ბარსელონამ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მისი პირველი კარგი სეზონი 2006-07 წლების იყო, რომლის ელ კლასიკოშიც ჰეთთრიკი შეასრულა და ლა ლიგა 26 თამაშში 14 გოლით დაასრულა.მისი საუკეთესო სეზონი, სავარაუდოდ, 2008-09-ების იყო, რომელშიც მესიმ 38 გოლი გაიტანა და ლომის წილი ჩადო ბარსელონას.ტრიპლეტის მოგებაში. მომდევნო 2009-10 წლების სეზონში მესიმ ყველა შეჯიბრებაში ერთად 47 გოლი გაიტანა რითაც რონალდოს გაუთანაბრდა ერთ სეზონში გატანილი გოლებით.image

3
155
7-ს მოსწონს
ავტორი:zviadigl
zviadigl
155
  
2012, 8 ნოემბერი, 18:09
:)))))))))))))))))))))))))))
2012, 24 აგვისტო, 14:44
+10
0 1 3