x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
TVR - ბრიტანული ავტოკომპანიის ისტორია

1946 წელს ახალგაზრდა ინჟინერმა ტრევორ ვილკინსონმა (Trevor Wilkinson 1925-2008) ბრიტანეთის ქალაქ ბლეკპულში (Blackpool) საკუთარი ბიზნესი წამოიწყო - მან იყიდა ავტოფარეხი, ავტომობილების შეკეთებისთვის და გაყიდვისთვის, რომელსაც მომდევნო წელს Trevcar Motors დაარქვა

1947 წელს ბრიტანული ავტომობილის - Alvis Firebird-ის ბაზაზე შექმნა ახალი ავტომობილი. 1949 წელს კი მან უკვე ააწყო ავტომობილი მსუბუქი შასით და FORD-ის მოტორით.

ამ ფირმის სახელი - TVR ტრევორ ვილკინსონის სახელიდან მოდის (TreVoR Wilkinson)

1956 წელს TVR-ის ავტომობილების გაყიდვა უკვე ამერიკაშიც დაიწყო. ამ პერიოდისთვის ავტომობილის ძარა მსუბუქი შენადნობებისგან დამზადებულ შასიზე მაგრდებოდა და აღჭურვილი იყო Coventry-Climax-ის მოტორით.

image1958 წლიდან უკვე დაიწო TVR-ის ერთერთი მოდელის Grantura-ს წარმოება, რომელიც მაშინდელი სტანდარტებით ძალიან სწრაფი და მოქნილი ავტომობილი იყო. სამოციანი წლებისთვის უკვე 100-ზე მეტი მოდელი ააწყვეს. კომპანიამ შეიმუშავა განვითარების საკუთარი გეგმა, რომელიც დღესდღეობითაც აქტუალურია - ეს არის ეს არის სპორტული ავტომობილების წარმოება ძალიან მსუბუქი და მტკიცე (ნახშირბადის ბოჭკოვანი შენადნობით) შასით და კორპუსით და მძლავრი მოტორით

1962 წელს კომპანია TVR Engineering ლემანის რბოლაზე წარმოდგენილი იყო Grantura-ს ბოლიდითimage

1963 წელს მოხდა TVR-ის ახალი მოდელის Griffith-ის პრეზენტაცია, რომელიც Grantura-ს ბაზაზე იყო აწყობილი, რამდენიმე ცვლილება იქნა შეტანილი ავტომობილის შასის არქიტექტურაში და აღჭურვეს ამერიკული მძლავრი Ford Windsor-ის V8-მოტორით. Griffith-ის სიმძლავრე, სისწრაფე და სხვა მონაცემები უკვე უტოლდებოდა AC-Cobra-ს, რომელიც იმ დროს ერთერთი ანგარიშგასაწევი ავტომობილი იყო სპორტულ ავტოწარმოებში. Griffith-ით კომპანია უკვე კონკურენციას უწევდა ისეთ ბრენდებს, როგორებიც არიან Jaguar და Ferrari.

1965 წელს კომპანიის ახალი მფლობელები გახდნენ აქციონერები არტურ ლილლი და მისი ვაჟი მარტინ ლილლი. ხელმძღვანელობისimage შეცვლას მოჰყვა TVR-ის ავტოწარმოების ზრდა. 1970 წელს კომპანიამ ავტომობილების წარმოება დაიწყო ქალაქ ბრისტოლში. გამოჩნდა ახალი მოდელები, Grantura შეცვალა Vixen-მა, იგი ტექნიკური მახასიათებლებით გაუმჯობესებული იყო თავის წინამორბედთან შედარებით და გააჩნდა 1599 კუბური სანტიმეტრი მოცულობის მოტორი Ford Cortina GT-სგან, ხოლო Griffith შეცვალა Tuscan V8 ისევ რვაცილინდრიანი ძრავით.


1972 წელს კომპანიამ წარმოადimageგინა სერია M, რომელიც ძალზედ პოპულარული და მოთხოვნადი გახდა და წარმოებაში იყო სამოცდაათიანი წლების ბოლომდე. სერია M-ს აწარმოებდნენ როგორც ორკარიან სპორტულ კუპეს, ჰეტჩბეკს (Taimar) და სპორტულ კაბრიოლეტს (3000S). ესიყო პირველი სერიული მოდელები ბრიტანულ ავტოწარმოებაში, რომლებსაც ჰქონდათ ტურბო მოტორები. მოდელი 3000S გახდა BRDC Prodsports ყველა რბოლის გამარჯვებული, რის შედეგადაც მიიღო ჩემპიონის წოდება.

1980 წლიდან დაიწყო მოდელის Tasmin წარმოება (სახელი უკავშირდება მარტინ ლილლის მეგობარ გოგონას). ავტომობილი აღიჭურვა 2792 კუბური სანტიმეტრი მოimageცულობის Ford Cologne V6 160 ცხენისძალიანი მოტორით, ჰქონდა სრულიად ახლებური შასი, კორპუსი. ავტომობილის დიზაინი შეიმუშავა ოლივერ უინტერბოტმა (Oliver Winterbottom), რომელსაც ეკუთვნის Lotus Elite და Lotus Eclat-ის დიზაინიც. წარმოებაში იყო ამ მოდელის კუპეც და კაბრიოლეტიც. Tasmi-ის V6 და V8 ვარიაციები წარმატებით მონაწილეობდა ავტორბოლებში.

1982 წელს კომპანია გადავიდა ყოფილი ინჟინერ-
ქიმიკოსის - პიტერ უილერimageის (Peter Wheeler) მფლობელობაში. ერთი წლის შემდეგ კომპანიამ წარმოადგინა მოდელი TVR 350i Rover-ის 190 ცხენისძალიანი V8 მოტორით. ანალოგიურ მოდელს 2, 8 ლ მოცულობის ძრავით დაერქვა TVR 280i.

კომპანიამ უარი თქვა სხვა მწარმოებლების ტურბომოტორების გამოყენებაზე და დაიწყო საკუთარი მოტორების წარმოება. თუმცაღა Griffith-ის თავიდან დაბადებამ დიდი ტრიუმფი მოახდინა ავტომოყვარულებში. 1990 წელს ბირმინგემში წარმოდგენილი იქნა ახალი TVR Griffith 500 ოღონდ არა TVR-ის, არამედ ROVER-ის წარმოებული მოტორით, რომელსაც შეეძლო განევითარებინა 269 კმ სათში. პირველი მოდელები 1992 წლამდე მხოლოდ დაკვეთით გაიყიდა.image


1993 წლიდან კომპანია აწარმოებს Griffith 500, მას მოყვა ახალი მოდელები Chimaera და Cerbera რომლებმაც კომპანიას დიდი პოპულარობა მოუტანეს. შემდეგ მოდის მსოფლიოში აღიარებული მოდელი TVR Tuscan რომელიც იწონის მხოლოდ 800 კილოს და აქვს 450 ცხენისძალიანი ძრავი.

2002 წელს კომპანიამ ბირმინგემში ახალი მოდელი წარმოადგინა - T350C, რომელსაც აქვს 3, 6 ლიტრიანი
მოტორი, 350 ცხენის ძალა, წონა 1000 კგ, 100კმ საათს ავითარებს 4, 4 წამში და მაქსიმალური სისწრაფეა 290 კმ საათში.image

2004 წელს კომპანია შეიძინა რუსი ოლიგარქის ვაჟმა ნიკოლაი სმოლენსკიმ.

2006 წელს ამ ავტომობილებზე მოთხოვნა დაეცა და წარმოება შემცირდა კვირაში 12 ავტომობილიდან 3-4 ავტომობილამდე

2007 წელს რუსმა მფლობელმა კომპანია მიჰყიდა ამერიკელებს, რომლებიც აპირებდნენ TVR-ის პროდუქციის ამერიკულ ბაზარზე გატანას მაგრამ ერთი თვის შემდეგ ისევ რუსმა მფლობელმა გამოისყიდა უკან. ამ პერიოდისთვის კომპანია აწარმოებდა ორ მოდელს TVR Sagaris და TVR Timageuscan S.

2003 წლისთვის კომპანიის ზარალი შეადგენდა 1488000 ევროზე მეტს


2004 წლისთვის კი 16418000ზე მეტს

წლიურმა ბრუნვამ იკლო 22%-ით

TVR ერთერთი უძვირესი ბრენდია. დღეისთვის კომპანიის კრიზისული მდგომარეობა მის არსებობას აშკარა საფრთხეს უქმნის.

2
231
10-ს მოსწონს
ავტორი:gurulo1980
gurulo1980
231
  
2012, 29 ივნისი, 14:44
გმადლობთ :)
0 1 2