x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ხევსურები რუსეთ-იაპონიის ომში

იაპონელი პოლკოვნიკი ნაკამურა ხარაგუჩი თავის მემუარებში წერს: "შენობის ბოლო სართულზე ჩემი მეომრები მტრის მეომრებს წააწყდნენ და დაიწყო ბრძოლა. მე ჩემს თავს პროფესიონალ მოფარიკავედ ვთვლი და ორთაბრძოლის უამრავ სტილს ვფლობ, მაგრამ ის ილეთები რომლებსაც მტრის მებრძოლები იყენებდნენ არასოდეს მინახავს. ისინი იბრძოდნენ მშვიდად, ყურადღებით აკვირდებოდნენ მტრის მოძრაობებს და ერთ შანსსაც კი არ უშვებდნენ სასიკვდილო დარტყმა მიეყენებინათ მოწინააღმდეგისათვის. ისინი ნამდვილი მებრძოლები იყვნენ. ეხლა როცა ამ სტრიქონებს ვწერ ძალიან განვიცდი რომ ჩვენ შევხვდით როგორც მტრები და არა როგორც მეგობრები. შემდგომში მე გავიგე რომ ეს განსაცვიფრებელი მებრძოლები კავკასიიდან იყვნენ." მაშინდელ რუსულ პრესაში ეს ამბავი სხვანაირად იყო აღწერილი.გაზეთები წერდნენ რომ რუსებმა ( ხევსურებმა) სასტიკ ბრძოლაში დაამარცხეს სამურაები და მოხსენიებულია ვინმე ლიქოკელი რომელმაც სამურაების ოცეული მარტომ გაანადგურა, იაპონელი პოლკოვნიკი კი წერს რომ ისინი ოთხნი იყვნენ, სამი მათგანი დაიღუპა, ხოლო მეოთხე დაჭრილი ჩაიგდეს ტყვედ. ის სამი მოკლული ყველა სამხედრო პატივის მიგებით დაკრძალეს ქალაქ კორსაკოვოში ხოლო ტყვე დაჭრილ ხევსურს, ბეჟიტა ყურაულს, უმკურნალეს და ტყვე იაპონელში გაცვალეს.ყურაული შემდეგ 1937 წელს დააპატიმრეს და მისი კვალი გაქრა.ხევსური მოფარიკავე

2
1011
4-ს მოსწონს
ავტორი:კახა კახელი
კახა კახელი
1011
  
2016, 12 აგვისტო, 19:18
და თქვენ გჯერათ ეხლა ეს? თქვენ გინდათ თქვათ რომ იარაღი მაშინ არ არსებობდა და ხმლით ომობდნენ?
ეჰ, გავიზარდეთ უკვე ჩვენ ასეთი რამეებისგან
2016, 31 მაისი, 7:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2