x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აშშ-ში გამოსცადეს სუპერქვემეხი,რომელსაც პირველ რიგში რუსეთის და ჩინეთის შესაკავებლად გამოიყენებენ
imageსუპერქვემეხის გამოცდის ვიდეოკადრები ინტერნეტში გამოქვეყნდა.


ბალტიის ქვეყნების დასაცავად ამერიკა აპირებს გამოიყენოს რელსოტრონი, მძლავრი ელექტრომაგნიტური ქვემეხი-ER (Electromagnetic Railgun).ამის შესახებ იუწყება "The Wall Street Journal"--ი.


"სამხედროები მიიჩნევენ, რომ რელსოტრონი გამოდგება იმ შემთხვევაში თუ ამერიკას მოუწევს რუსეთის აგრესიისგან ბალტიის ქვეყნების დაცვა და ამასთანავე გაუწიოს დახმარება მოკავშირეებს ჩინეთისგან თავის დასაცავად სამხრეთ-ჩინეთის ზღვაზე"-წერს გამოცემა.


ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალებმა ქვემეხი ER -ის პროექტი ჯერ კიდევ 10 წლის წინ წამოიწყეს, რაზეც 500 მილიონი დოლარი დაიხარჯა, მომავალში გეგმავენ პროექტის ფარგლებში კიდევ 800 მილიონი დოლარის დახარჯვას.



მაინც რას წარმოადგენს და რა მახასიათებლები აქვს სუპერქვემეხ ER -ს?


ქვემეხს შეუძლია გაისროლოს 25 კილოგრამიანი ჭურვი შვიდი ფოლადის ფირფიტის გავლით და დატოვოს 5 დიუმიანი ნახვრეტი.ER-ს არ სჭირდება არც დენთი და არც ასაფეთქებელი, სპეციალური ჭურვი ელექტრომაგნიტური ველის მეშვეობით მიექანება თვალიმომჭრელი სიჩქარით.


ჭურვი წამში 1, 5 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს (4500 მილი საათში).


წინასწარი ვარაუდით რელსოტრონის პირველი პროტოტიპის გამოცდა მრავალფუნქციური დანიშნულების უნივერსალური სადესანტო გემი-კატამარან JHSV-3 ზე მოხდება მილინკეტში 2016 წელს.



1
703
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
703
  
2016, 30 მაისი, 11:03
ექსპერიმენტმა წარმატებით თუ ჩაიარა, ჩათვალეთ ბევრს აუცახცახდება მუხლები...
0 1 1