x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკაში NBA-ს კალათბურთელი მოკლეს
imageტრაგედია მოხდა შეერთებულ შტატებში: "ნიუ ორლეან პელიკანსის"23 წლის კალათბურთელი ბრაის დეჟან ჯონსი(bryce dejean-jones) მოკლეს.ინციდენტი მოხდა დალასში.


სპორტსმენი საკმაოდ უცნაურ გარემოებაში მოკლეს, გამთენიისას დალასში ჯონსი ცდილობდა უცხო ადამიანის ბინაში შეჭრილიყო, როდესაც ბინის პატრონმა კარის მტვრევის ხმა გაიგო, დაუყვირა თუ ვინ იყო, თუმცა ჯონსმა პასუხი არ გასცა.ამის შემდეგ ბინის მფლობელმა აიღო რევოლვერი და ჯონსს ესროლა. სპორტსმენი მუცელში დაიჭრა.

მკვლელმა ექიმები გამოიძახა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.


დეჟან ჯონსი ლოს-ანჯელესიდან იყო, თუმცა ნიუ-ორლეანის გუნდში თამაშობდა, ჯერჯერობით გამოცანად რჩება რა უნდოდა კალათბურთელს დალასში, მანამდე სპორტსმენი რაიმე კრიმინალში შემჩნეული არ ყოფილა.ერთ-ერთი ვერსიაა, რომ შესაძლოა ყოფილი მეუღლის და შვილის ნახვა უნდოდა და ბინა შეეშალა...



კალათბურთის ნაციონალური ასოციაცია დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა ახალგაზრდა კალათბურთელს.


image

1
373
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
373
  
2016, 30 მაისი, 11:18
ასე არ მოკლეს პროფესიონალი მოკრივე "სონი" ლისტონი მუჰამედ ალის გამო!
0 1 1