x
რამდენ ხანს გრძელდება სიყვარული?

image სიყვარულის ხანგრძლივობის ზუსტი დადგენა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რადგან თითოეული ინდივიდი ერთმანეთისგან განსხვავებულია და შესაბამისად, განსხვავებულად აღიქვამენ ამ გრძნობასთან დაკავშირებულ მოვლენებს.თუმცა, შესაძლებელია ამ პროცესის გარკვეულ, ზოგად ეტაპებად დაყოფაც.


1 ეტაპი არის მიზიდულობა. პარტნიორებს მოსწონთ ერთმანეთი.
ეს შეიძლება გამოხატონ როგორც ვერბალურად, ასევე სხეულის ენით (მხედველობის შეჩერება
ან ყურება, ღიმილი, გახსნილი ჟესტიკულაცია, სხეულის მიბრუნება). როგორც ნახაზზე ჩანს,
ამ ეტაპზე მრუდი მკვეთრად ზემოთ იწევს.


2 ეტაპი - გატაცება. პარტნიორების ემოციური ფონი ამაღლებულია.
”სიყვარულის” მრუდი აქაც ზემოთ მიდის, მაგრამ პირველ ეტაპთან შედარებით ნაკლები ინტესიობით.


3 ეტაპი - მიჩვევა.
ხდება პარტნიორების ერთმანეთისადმი მიჩვევა, ადაპტაცია. ”სიყვარულის” მრუდი აღწევს
მაქსიმუმს და იწყებს მცირე ვარდნას.


4 ეტაპი - მოლოდინი. პარტნიორები აღმოაჩენენ, რომ მათი
რჩეული განსხვავდება იდეალისგან. ადგილი აქვს უკმაყოფილებას, დაძაბულობას, უარყოფით
ემოციებს. განსაკუთრბით ზარალდება სექსუალური ურთიერთობები. ”სიყვარული” მრუდი მკვეთრად
ეცემა, კვეთს ნულოვან მაჩვენებელს და გადადის უარყოფით მაჩვენებლებში.


5 ეტაპი - იმედგაცრუება. პარტნიორები ერთმანეთს აღიზიანებენ.
”სიყვარულის” მრუდი უარყოფით მაჩვენებლებშია.


6 ეტაპი - ზღვართან მისვლა. ადამიანს უჩნდება განცდა,
რომ ასე ცხოვრება მეტი აღარ შეიძლება. უარყოფითი ემოციების პიკი.


7 ეტაპი - ურთიერთობის შეწყვეტა. წყვილი ერთმანეთს შორდება. უარყოფითი ემოციების ინტესიობა მცირდება.


როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ეტაპები შედარებით ზოგადია და თითოეული ინდივიდის ცხოვრებაში განსხვავებული რაოდენობითა და ინტენსივობით მიმდინარეობს.

0
197
შეფასება არ არის
ავტორი:დიანა ამირეჯიბი
დიანა ამირეჯიბი
197