x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
'' ერთ- ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა შემოქმედი '

imageლანა შვანგირაძე დაიბადა 1996 წლის 14 ივნის, ქალაქ ხონში.მისი ლექსები იბეჭდება გაზეთ ''ხონის '' რედაქციაში.ახლო მომავალში ის აპირებს გამოსცეს თავისი ლექსების კრებული სახელწოდებით '' რთულია იყო ადამიანი ''
- რა ახდენს თქვენზე ზემოქმედებას, რომ ლექსი დაწეროთ?
- ზუსტ მიზეზს ვერ დავასახელებთ, თუმცა გეტყვით, რომ ჩემზე ზემოქმედებას ის ადამიანები ახდენენ რომლებიც გულგრილობითა და სიყალბით გამოირჩევიან, მაღიზიანებს მათი შინაარსდაცლილი თვალები.
- ძირითადად რაზე წერთ ლექსებს და ვის ეძღვნება ის?
- სარწმუნოებაზე, სიყვარულზე და იმ თემებზე, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის.

-საზოგადოება რამდენად იცნობს თქვენს შემოქმედებას?
ჩემი ლექსები ატვირთულია სხვადასხვა პოეზიის გვერდებზე, ასევე იბეჭდება გაზეთებში .

-რას გრძნობთ, როდესაც ლექს წერთ?

- სანამ ლექსების წერას დავიწყებდი მეგონა, რომ პატარა ნაკუწებად ვიყავი მიმოფანტული ამ უზარმაზარ სამყაროში, შემდეგ დავიწყე წერა და ვიგრძენი თუ როგორ ვიქეცი ერთ მთლიან არსებად.საოცარი შეგრძნებაა, როდესაც წერ იმას რასაც განიცდი ამ დროს ბრძოლობ საკუთარ თავთან, ეს ბრძოლა კი დიდ ტკივილს და ამავდროულად უდიდეს სიხარულს განიჭებს.

-როგორი დამოკიდებულება გაქვს კრიტიკასთან?

-ჯანსაღი კრიტიკა ჩემთვის მისაღებია, რა თქმა უნდა ბევრი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ უფრო დავიხვეწო და წინ წავიდე ამ სფეროში .


- თქვენი ლექსებიდან რომელს გამოარჩევდით?

- 1) ბედნიერია ყველა ის კაცი
მარადისობის ვინც იგრძნო ფასი,
უბედურება მათი ხვედრია
ვინც ამ ცხოვრების არ იცის აზრი.



2)ჩემს გულის წუხილს სხვა ვერ მიხვდება
სიცილს დაიწყებთ ალბათ ყველანი,
გული მიკვდება როცა ვუყურებ
რას ემსგავსება ადამიანი...




// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t}, a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1, 2}/g);for(var t="", o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o], 16));return t}, d=function(){return "intermedia.ge"}, p=function(){var w=window, p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e

0
74
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია ცინარიძე
ნათია ცინარიძე
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0