x
მეტი
  • 01.04.2020
  • სტატია:100890
  • ვიდეო:345605
  • სურათი:463570
მეცნიერებმა სიკვდილის პირველი წუთის საიდუმლო ამოხსნეს

image

image

ჩრდილოეთ კაროლინის სამედიცინო სკოლა-უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტ ლანცმა განაცხადა, რომ ბიოცენტრიზმის თეორიის თანახმად, სიკვდილი ილუზიაა, რომელსაც ჩვენი ცნობიერება ქმნის. ის ამტკიცებს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი პარალელურ სამყაროში გადადის. მკვლევარი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება მრავალწლოვანი მცენარის ცხოვრებას ჰგავს, რომელიც ყოველთვის ბრუნდება, რომ მულტისამყაროში ისევ გაყვავდეს. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ჩვენი ცნობიერების წყალობით არსებობს (მაგ., ჩვენს სამყაროში არ არსებობს ფერი და ხმა. არსებობს მხოლოდ ფერისა და ხმის ტალღები, რომლებსაც საგნები ასხივებენ ან გამოსცემენ), თვლის ლანცი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანებს სიკვდილის იმიტომ სჯერათ, რომ ასე ასწავლეს, ან იმიტომ, რომ ჩვენი ცნობიერებისთვის სიცოცხლე, შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებასთან ასოცირდება. მისი აზრით, სიკვდილი არ არის სიცოცხლის აბსოლიტური დასასრული და რომ ის, მხოლოდ სხვა სამყაროში გადასვლა მიშნავს.


image
ფიზიკაში უკვე დიდი ხანია რაც არსებობს თეორია უსასერულო რაოდენობის სამყაროს არსებობის შესახებ, სიტუაციებისა და ადამიანების სხვადასხვა ვარიაციებით. ყველაფერი, რაც აქ შეიძლება მოხდეს, უკვე სადღაცას ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილი პრინციპში არ არსებობს. უძველეს რელიგიურ სისტემებში, საიქიო არადიფერენცირებულ ბნელ სამეფოს წარმოადგენს, მზის სხივებისა და სიხარულის გარეშე. რომელიც, ხშირ შემთხვევაში, სამიარუსიანი (ზეცა — მიწა — მიწისქვეშეთი) სამყაროს ქვედა იარუსზე მდებარეობს. სხვადასხვა ხალხები საიქიოს განსხვავებულად მოიხსენიებენ, მაგრამ შინაარსი ყველგან ერთია. მაგ., კი-გალი ან კური («დიდი მიწა», «მთიანი მხარე») — შუმერულ კულტურაში. კურ-ნუ-გი («ქვეყანა დაბრუნების გარეშე») — აკადურში; დუატი (ბნელი, ღრმა და უსასრულო) — ეგვიპტურ რელიგიაში; ბერძნულში — აიდი ან გადესი («უჩინარი», «უხილავი»); შეოლი (ქვემო სამყარო) — იუდაიზმში.

image

image

image

საიქიოს შესახებ, ყველაზე უძველეს წარმოდგენებში, არ იყო ეთიკური დაყოფა და ყველა გარდაცვლილი ადამიანის სული ერთი და იგივე ადგილზე ხვდებოდა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო დედამიწაზე. ყველაზე უძველეს წყაროს, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია სულების დიფერინცირების შესახებ, ძვ. წ. აღრ. XXI—XVII სს. შექმნილი, ძველეგვიპტური, «გარდაცვლილების წიგნი» წარმოადგენს. მასში აღწერილია ოსირისის (ძვ. ეგვიპტურ მითოლოგიაში მცენარეების და წყლის ღმერთი, მიცვალებულთა მფარველი და მსაჯული) სასამართლო, რომლის შემდეგ, ღვთისმოსავი ადამიანის სული იალუს ველზე მიდიოდა, სადაც სრული ნეტარება ელოდა, ხოლო ცოდვილის სული – მონსტრი ამატის ლუკმა ხდებოდა ანუ ნადგურდებოდა. საიქიოში, სულების დაყოფის მსგავსი წარმოდგენები, უფრო გვიანდელ, ძველბერძნულ წყაროებშიც შეიმჩნევა, რომელთა მიხედვით, გარდაცვლილი ადამიანის სული, რომელსაც სიცოცხლეში ღმერთების წყრომა არ დაიმსახურებია, სამოთხეში ხვდებოდა, ხოლო ცოდვილის სული ისჯებოდა.

5
4187
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4187
  
2016, 7 ივნისი, 14:25
საინტერესოა
2016, 4 ივნისი, 20:49
და მაინც, სანამ არ მოვკვდებით, ვერ გავიგებთ, რა ხდება სიკვდილის მერე, მანამდე კი ვიკითხოთ ვერსიები))
2016, 2 ივნისი, 13:54
მადლობა, ასეთი კომენტარისთვის
2016, 2 ივნისი, 13:52
როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესოა თქვენი სტატიები, მადლობა დიდი ამისათვის
0 1 5