x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ გადაიქცა 16 წლის გოგონა "მონსტრად"
ხელოვნება- ფართო გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას. სიტყვა "ხელოვანს" მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.


ტექნიკურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა ხელოვნების ახალი ფორმების გაჩენა, როგორებიცაა: ფოტოგრაფია და კინო, ხოლო თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიები ხილული სახეების სრულიად ახალი ფორმების შექმნისა და წარმოდგენის საშუალებებს იძლევა. მაშასადამე, დღეს უკვე ბევრ რაიმეს, რისი უნარიც შესწევს ადამიანის ფართოდ მჭვრეტელ გონებას, შეგვიძლია, რომ ხელოვნების ნიმუში ვუწოდოთ.


მინდა წარმოგიდგინოთ ნიჭიერი მოზარდის, 16 წლის ავსტრალიელი Lara Wirth-ის ხელოვნური ნიმუშები, თუ როგორ გარდაიქმნება ის "მონსტრად". ლარამ ხელოვნების ექსტრავაგანტული ფორმით გამოხატა საკუთარი ხედვა, რომ მაკიაჟის წყალობით ერთ ადამიანს შეუძლია მოირგოს მრავლის როლი. საკუთარ ნიჭს დემონსტრირება Instagram-ზე ატვირთული ფოტოებით გაუკეთა, რითიც როგორც მსოფლიოს მოწონება დაიმსახურა, ისე აღფრთოვანებაც გამოიწვია, ვინაიდან 16 წლის გოგონას ნიჭი, არაფრით ჩამოუვარდება სწავლულ და პროფესიონალ ვიზაჟისტებს.


"ჩემი შთაგონების წყარო ფილმები "კარიბის ზღვის მეკობრეები" და "X-Men"-ია, რადგან ძალიან მომწონს ეს ფილმები და მათი პერსონაჟები. 14 წლის ასაკიდან დავინტერესდი ხელოვნების ამ ნაწილით და დღითიდღე ვხვეწავდი ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს, ამიტომ ყოველ ჯერზე უკეთესზე უკეთესს ვქმნიდი. დღეს უკვე ძალიან ბევრი ნიმუში მაქვს შექმნილი საკუთარი წარმოსახვის მიხედვით და ფოტოკრებულის სახით მსოფლიოს გავაცანი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩემმა ნაშრომებმა იქონიოს პერსპექტივა, შექმნას ახალი იმიჯი კლიპებსა თუ ფილმებში და მათით ისარგებლოს მსოფლიომ"- ამბობს დამწყები და უკვე პროფესიონალი ხელოვანი ლარა ვირტი.



წარმატებები ვუსურვოთ ლარას და მე კი მისი ფოტოკრებულით დაგემშვიდობებით:


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

4
959
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
959
  
სატანისტი იქნება ეგ.... სატანს დიდი თაყვანისმცემელი
2016, 30 მაისი, 12:24
დზალიან ლამაზი გოგონაა მაგრამ ნამდვილად ფსიქოლოგს უნდა მიაკითხოს მემგონი ძალიან დიდი პრობლემები აქ! მეც მიყვარს უჟასები და მისტიკა ყველაფერს უყურებს რაც ამ თემებთან ახლოსაა მაგრამ ეს იმენა რავი ძაან ღემათაა მემგონი :D
2016, 30 მაისი, 12:00
ვერაა ეს.....
2016, 30 მაისი, 11:46
მართლაც ძლიერი გოგონა ყოფილა რაა...
0 1 4