x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ესეც ჩემი სახლია... ახლა ეს სახლი ცარიელი და დაკეტილია"-მარიამ საჯაიას ამაღელვებელი პოსტი.

image
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყველაზე ახალგაზრდა და ლამაზი წევრი, მარიამ საჯაია სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს. იგი იხსენებს განმუხურში გატარებულ ბავშვობას:




"ჩამოვირბინე. დაკეტილი სახლი არცთუ სასიამოვნოა, მაგრამ მაინც...
ესეც ჩემი სახლია. როგორც "კარენოი" თბილისელი არ ვარ, ისე არც ცხრა თაობით ზუგდიდელი ვარ, მამა - განმუხური და დედა - მუჟავა. ყველა ამ ადგილას ვიზრდებოდი, ანუ ყველგანიდან ვარ...
ახლა ეს სახლი ცარიელი და დაკეტილია.
არადა ადრე იყო დიდი მეურნეობა: ძროხებით, ღორებით, ქათმებით. ნინა ბებოს დილის რეჟიმიც იყო: ძროხის მოწველით, რძის წამოდუღებით, მაწვნის დაყენებით, ჭყინტი ყველის ამოყვანით, ნადუღის გადაწურვით, სულგუნის გადაზელვით. ბოსტანიც მისახედი იყო: კიტრი, პომიდორი, მწვანილი, წიწაკა, ბადრიჯანი, ლობიო, საზამთრო, ნესვი.
მერე შუადღის იძულებითი სიესტა. ამ იძულებითობის გამო არ მიყვარდა განმუხურში ჩამოსვლა. თუმცა გაძრომას ვახერხებდი, არ ვიძინებდი. ბებოს თავს მოვაჩვენებდი რომ მეძინა, მიიძინებდა თვითონ და მერე წამოვხტებოდი, შტაბს ვაწყობდი ბიჭებთან ერთად თხილნარში.
თუ გაგვიმართლებდა და ცხენი ურმით შეიკვრებოდა, ზღვაზეც წავიდოდით. დედა-მამა ზუგდიდში მუშაობდნენ. ახლანდელი 25 წუთის გზა 1.5 საათიანი იყო და ხშირად ვერ ჩამოდიოდნენ. მაშინ განმუხურის პლაჟზე არათუ ბულვარი და ჯემფესტი არ იყო, კაციშვილის ჭაჭანებაც არ იყო.
მერე "იზრდები და ვირდები" რომ დაგვემართა ბავშვებს, მამას ჩამოქონდა აქაური ნობათი თბილისში. ასორტიმენტი დიდია, სეზონის მიხედვით: ფეიხოა, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, კივი, სიმინდი, თხილი, ვაშლი, მსხალი, ლეღვი, ყურძენი, კომში, თუთა, ქლიავი (ალბათ რამე გამომრჩება)...
ჰოდა, მიყვარს ეს მოგონებები რომ ცოცხლდება აქ ჩამოსვლისას, მიყვარს უზარმაზარი "გარაჟის" სპეციფიკური ნესტის სუნი, მოუვლელობის მიუხედავად აყვავებული ვარდები და მოზრდილი ბალახი, ეს საუკუნეზე მეტი ხნის ხის სახლი..."image

5
2351
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
2351
  
2016, 30 მაისი, 10:09
ხოდა გააღე კარი შედი და იცხოვრე თუ ესე გიყვარს:-)
2016, 28 მაისი, 22:39
http://uplays.net/
2016, 28 მაისი, 12:01
პარლამენტარია???????? ვაი ჩვენს პატრონს
2016, 28 მაისი, 11:51
დედამისი ერთერთი ყველაზე კორუმპირებული მოსამართლე იყო, მამა კი მართლა კარგი კაცი...
2016, 28 მაისი, 11:25
ეს გოგო პარლამენტში რო გყავთ იმიტო ხარტ კარგად
0 1 5