x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თუ გიყვარს სიახლეები, მაშინ ეს – შენთვისაა!


image















ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი პიროვნული წინსვლის სურვილის მქონე ახალგაზრდებს 7 ივნისამდე იწვევს დარეგისტრირდნენ პროექტში, რომელიც ძალიან საინტერესო სწავლებას მოიცავს.



ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას საფუძლვლიანად დაეუფლონ:



• მსახიობის ოსტატობას;
• სასცენო მეტყველებას;
• სასცენო მოძრაობას;
• ცეკვის ოსტატობას;
• რიტმს;
• მხატვრულ კითხვას;
• მეტყველების კულტურას;
• აკრობატიკას;
• პლასტიკის ენასა და მხატრულ სახეს;


3 თვიანი სწავლების შემდეგ პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ სპექტაკლი ფართო საზოგადოების წანაშე.
პროექტის ბოლოს თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა 7 ივნისამდე თქვენი პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, ტელ/მობილურის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: nokitashvili@cync.ge




თუ ხარ 14-29 წლამდე, გინდა იყო აქტიური, გსურს პიროვნული წინსვლა და გაქვს თეატრალური მონაცემები, მაშინ ინკლუზიური პროექტი „არტიშოკი“ შენთვისაა!



1
20
3-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
20
  
2016, 27 მაისი, 13:47
საინტერესოა!!! ;)
0 1 1