x
image
არტურ
Adobe Photoshop-ის ისტორია

imageAdobe Photoshop, ან უბრალოდ ფოტოშოპი, გრაფიკული რედაქტორი, გამოშვებული Adobe Systems-ის მიერ. ეს პროდუქტი ამჟამად ერთ-ერთი ლიდერია ორგანზომილებიან კომპიუტერულ გრაფიკულ რედაქტორთა შორის კომერციულ სფეროში და ყველაზე ცნობილი პროგრამაა Adobe-ის პროგრამებს შორის.1987 წელს ტომას კნოლმა, მიჩიგანის უნივერსიტეტის ერთ ერთი ფაკულტეტის სტუდენტმა, დაიწყეს პროგრამის წერა მაკინტოშზე, რათა ეჩვენებინათ გრეისკალური სურათები მონოქრომულ დისპლეიზე. ამ პროგრმას დაარქვეს დისპლეი, რომელმაც მიიპყრო ტომას კნოლის ძმის ჯონ კნოლის ყურადღება, Industrial Light & Magic-ში მომუშავის, რომელმაც ურჩია ტომას რომ ეს პროგრმა კარგად დაემუშავებინა. ტომასი ექვს თვით ჩამოშორდა სწავლებას 1988 წელს და თანამშრომლობა დაიწყო ძმასთან. მათ შექმნეს პროგრამა და დაარქვეს ImagePro. მოგვიანებით, ტომასმა გადაარქვა პროგრამას სახელი და დაარქვა ფოტოშოპი.ამავე წელს, ჯონმა მოგზაურება დაიწყო სილიკონის ველში და პრეზენტაციას უკეთებდა ამ პროგრამას, იგი წარუდგინა Apple Computer Inc.-ს და რასელ ბრაუნს, Adobe-ის სამხატვრო დირექტორს. ორივე პრეზენტაცია წარმატებული გამოდგა, და Adobe-მა გადაწყვიტა, ეყიდა ამ პროგრამის ლიცენზია. სანამ ჯონი მუშაობდა plug-in-ებზე კალიფორნიაში, ტომასი ქალაქ ან არბორში იმყოფებოდა და პროგრამის კოდს წერდა. ფოტოშოპ 1.0 გამოიშვა 1990 წელს ექსკლუზიურად მაკინტოშისთვის.

0
47
10-ს მოსწონს
ავტორი:არტურ
არტურ
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0