x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რძე მეგობარი თუ მტერი?

image


აქამდე თვლიდნენ, რომ რძე ბუნების საჩუქარი იყო და მასზე ძვირფასი პროდუქტი არ არსებობდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ის ჩვენი მეგობარი კი არა, მტერი ყოფილა!
ადამიანი – ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელიც რძეს მთელი ცხოვრების მანძილზე მოიხმარს.

imageყველამ ვიცით, რომ კატებსაც ძალიან უყვართ რძე, მაგრამ ვეტერინარები პირდაპირ ამბობენ, რომ მათთვის რძის მიცემა არ შეიძლება, რადგან რძემ შესაძლებელია თირკმელების დაავადება გამოიწვიოს.

ძუძუმწოვრებს შორის, მხოლოდ ადამიანის რძეში არის ყველაზე ნაკლები რაოდენობის პროტეინი და ყველაზე ნაკლები კავშირი კაზეინსა და შრატს შორის (კაზეინი და შრატი – პროტეინის სახეობებია).
კაზეინის მონელება, რომელსაც ძროხის რძე შეიცავს, სპეციალური ფერმენტით – რენინით ხდება. ამ ფერმენტის გამომუშავება ხბოს კუჭში ხდება. გოჭის კუჭშიც ხდება რენინის გამომუშავება, მაგრამ მას განსხვავებული შემადგენლობა აქვს. ადამიანებში ეს პროცესი განსხვავებულად მიმდინარეობს. ბავშვის კუჭში არ გამომუშავდება რენინი და დედის რძის კაზეინის მონელება სპეციალური ბაცილით ხდება, რომელიც დედის ორგანიზმში გამომუშავდება და ბავშვს გადაეცემა რძესთან ერთად.
ამრიგად, ცხოველები რძეს რენინით ინელებენ და ეს რენინი არ გამომუშავდება ადამიანის ორგანიზმში. რაც შეეხება ცხოველებს, მათ ორგანიზმში ეს ფერმენტი მხოლოდ ძუძუთი კვების დროს გამომუშავდება. მაგ., ხბო როგორც კი კვების სხვა რეჟიმზე გადადის, აღნიშნული ფერმენტის გამომუშავება წყდება და თუ გავაგრძელებთ მის რძით გამოკვებას, ავად გახდება და შეიძლება, მოკვდეს კიდეც.
რძის მოხმარების ძირითადი პრობლემა კაზეინის ათვისებაში მდგომარეობს. ამ სახეობის პროტეინის შემადგენლობა განსხვავებულია სახეობათა მიხედვით და ერთი სახეობის ძუძუმწოვარს არ შეუძლია სხვა სახეობის კაზეინის სრულად ათვისება. ადამიანის ორგანიზმს აქვს გადაუმუშავებელი პროტეინების ათვისების უნარი. ანტისხეულები, რომელიც ბავშვს დედის რძესთან ერთად გადაეცემა, პირდაპირ სისხლში ხვდება, მონელების გარეშე და იქ რჩება. მოუნელებელი პროტეინების სისხლში გადასვლის თვისება, უფროსების ორგანიზმისთვისაც არის დამახასიათებელი და თუ სისხლში მოხვედრილი პროტეინი არ შეესაბამება ადამიანის ორგანიზმისთვის დამახასიათებელ პროტეინებს, დაიწყება მათ წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავება, რომლებსაც შეუძლია უცხო პროტეინებთან ერთად, საკუთარი, მსგავსი სტრუქტურის მქონე უჯრედების დაშლა. რაც ავტოიმუნური დაავადების განვითარებას იწვევს.
რაც უფრო დიდია პროტეინების შემცველობა ცხოველის რძეში, მით უფრო სწრაფად იმატებს წონაში ახალშობილი ცხოველი. ხბო 3-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ადამიანი. ის დაბადებიდან რამდენიმე საათში იწყებს სირბილს და ძროხის რძე, პირველ რიგში ხელს უწყობს მისი კუნთების და ძვლების გამაგრებას.
ადამიანის შემთხვევაში კი, პირველ რიგში თავის ტვინი ვითარდება, რომელიც ცილისგან კი არა, ცხიმებისგან შედგება და მას ცხიმოვანი საკვები ესაჭიროება. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც დაბადებიდან ძროხის რძით იკვებებოდნენ, IQ-ს უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე მათ, ვინც დედის რძით გაიზარდა.
ძროხის რძე დიდი რაოდენობით გალაქტოზას (რძის შაქრის ნაწილი) შეიცავს, რომლის ათვისების უნარი, მხოლოდ ბავშვებს აქვთ, რადგან მისი შინაგანი ორგანოების სისტემები ჩამოყალიბების პროცესში არის. ეს ეხება სისტემასაც, რომელიც პასუხს აგებს ინსულინის გამომუშავებაზე და სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაზე. ამიტომ, ის შაქარს იღებს როგორც გლუკოზის, ისე გალაქტოზის სახით. გალაქტოზა არის რეზერვი ბავშვის ორგანიზმში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, გლუკოზად გარდაიქმნება. მას შემდეგ, რაც ბავშვის ძუძუთი კვება წყდება, გენი, რომელიც პასუხისმგებელია გალაქტოზას გლუკოზად გარდაქმნის პროცესზე, მუშაობას წყვეტს. ამის შემდეგ, რძის მომხმარებელი ადამიანის ორგანიზმმა არ იცის რა უნდა უყოს რძის გალაქტოზას და იწყებს მის გადანახვას კანის ან კანქვეშა უჯრედებში (ცელულიტი), თვალის არეში (კატარაქტა), სახსრებში, სხვა ადგილებში და შესაბამისად, ვითარდება სხვადასხვა სახის დაავადებები. მათ შორის:
— ქრონიკული დაღლილობა
— თავის ტკივილი
— კუნთების ტკივილი, ძირითადად კისრის, ზურგის და წელის არეში
— ჰიპერაქტიურობა ბავშვებში
— დიარეა
— ალერგია (ალერგიის ცნობილი სახეობების 90% რძით არის გამოწვეული)
— სასუნთქი გზების პრობლემები: ასთმა, რესპირატიული დაავადებები
— ნაადრევი ათეროსკლეროზი
— დიდბეტი: ტიპი 1 და 2
— აკნე (ჩირქოვანი გამონაყარი)
— ართრიტი
— ნერვული დაავადებები, მაგ., სკლეროზი
— დაბალი IQ

მაიმუნებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რძის პროდუქტები უშვილობას იწვევს მამაკაცებში. ხოლო გალაქტოზა, რომელიც საკვერცხეებისკე მიმავალი მილების კედლებზე გროვდება, ქალის უშვილობის მიზეზი ხდება.
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ კვირაში 3 ჭიქა რძის მოხმარება, 2-ჯერ ზრდის პროსტატიტის კიბოს განვითარების რისკს.
და კიდევ ერთი ფაქტი, რომლის ყურადღების გარეშე დატოვება არ შეიძლება: 9 თვემდე ბავშვთა სიკვდილიანობა, აფრიკაში და ცენტრალურ აზიაში (ქვეყნებში, სამედიცინო მომსახურების დაბალი დონით), იქ, სადაც ძროხის რძეს არ მოიხმარენ, 1, 5%-ია, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც მოიხმარენ – 84, 7%.

გარდა იმ ზიანისა, რომელიც რძეში შემავალი ნივთიერებებით ადგება ადამიანის ორგანიზმს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს: პასტერიზაციის შემდეგ, 1 მლ. რძეში 20 000-მდე ბაქტერია რჩება. ეს ბევრი არ არის, მაგრამ ამის შემდეგ, ბაქტერიებს ხელს არაფერი უშლის, რომ გამრავლდდნენ და სულ ცოტა ხანში, მათი რიცხვი, მილიონამდე, ხოლო შემდეგ – 20 მილიონამდე გაიზრდოს, რაც უკვე სახიფათოა ადამიანის ორგანიზმისთვის.

ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ წარმოადგენილი სტატისტიკის მიხედვით, რძის პროდუქტების მოხმარებით გამოწვეული ინფექციური დაავადებებით სამედიცინო დაწესებულებებში, 1993 წ.-დან 2006 წ.-მდე პერიოდში, მოხვედრილი პაციენტების საერთო რაოდენობიდან, 121 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან 60% უმი რძით მოიწამლა, ხოლო დანარჩენი პასტერილიზებურით.

პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 70% ვერ იტანს ლაქტოზას, ეს მაჩვენებელი განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. ევროპაში, დას. აფრიკაში და სამხ. აზიაში ის ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მსოფლიოს სხვა რეგიონებში.

image

image

image

რძის მოხმარების იდეალური სქემა

imageimageდედებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი ზუსტად ისეთ რძეს გამოიმუშავებენ, როგორიც იმ მომენტში, ბავშისთვის არის საჭირო! რძის შემადგენლობა მუდმივად იცვლება, ბავშვის ასაკის ცვლილებასთან ერთად. მაგ., არსებობს კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, დედის რძე, რომელმაც დღენაკლული ბავშვი გააჩინა, განსხვავდება შემადგენლობით იმ ქალის რძისგან, რომელსაც ბავშვი დადგენილ ვადებში შეეძინა. და ეს განსხვავება იმისკე არის მიმართული, რომ დღენაკლულ ბავშვს, მისთვის უცნობ გარემოში, ადაპტირებაში დაეხმაროს.

image

უმრავლესობას, ვინც ამ სტატიას კითხულობს, ალბათ, გაუჩნდა კითხვა, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ რძის პროდუქტთან, ყველთან დაკავშირებით. ვნახეთ, რომ ძროხის რძე მავნებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ ყველი?
რეკლამებში ამბობენ, რომ ყველი მდიდარია ცხიმებით, ცილებით და შეიცავს ბევრ სხვა სასარგებლო ნივთიერებას.
დავიწყოთ იმით, თუ როგორ მზადდება ყველი: რძეში ფერმენტს ამატებენ, რომ აიჭრას, რის შედეგადაც ხაჭო და შრატი მიიღება. სწორედ ხაჭოდან მზადდება ყველი.

ხაჭოს შემადგენლობაში არსებული ლაქტოზა იყოფა გლუკოზად და გალაქტოზად. გლუკოზის ათვისება ბაქტერიების მიერ ხდება და რჩება მხოლოდ გალაქტოზა, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ვერ ითვისებს. ასე, რომ, ახალი ყველიდან ჩვენ შეგვიძლია სასარგებლო ნივთიერების ათვისება, შემდეგ კი, როდესაც მისგან საშუალო სიმაგრის და მაგარი ყველი მიიღება, ბაქტერიებს უკვე ათვისებული აქვთ ყველაფერი, რისი გადამუშავებაც ჩვენს ორგანიზმს შეუძლია.

და როგორ ფიქრობთ, ეს პროდუქტი სასარგებლოა?
ყველი კუჭში საკმაო ხნის მანძილზე რჩება. კუჭი კი მის გადამუშავებას ცდილობს. ვიდრე ყველი კუჭში არის, ჩვენ მაძღრომის შეგრძნება გვაქვს. გვგონია, რომ კარგად დავნაყრდით. მაგრამ ეს ასე არ არის. კუჭში საჭმლის მხოლოდ მონელება ხდება და არა ათვისება. ორგანიზმი საკვებს ნაწლავებიდან იღებს და თუ მასში დიდი ხნის მანძილზე არაფერი გადავა, ჩვენი ორგანიზმი ვერაფერს მიიღებს და როდესაც ყველი ნაწლავებში მოხვდება, მაშინაც ვერ მიიღებს, რადგან მისი ათვისება არ მოხდება. რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლებს, რომ ყველი უსარგებლო პროდუქტია.

5
960
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
960
  
15 თებერვალი, 16:41
"კერძის" სიყვარული არ ნიშნავს რომ საარგებლო გიყვარს.
რა კვებაზეც გადახვალ, იმაზე გადაეწყობა გემოს რეცეპტორები.
2016, 8 ივნისი, 14:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 4 ივნისი, 9:33
რო ვამბობდი მარტო ჭურჭელია სასარგებლო მეთქი დამცინოდნენ. აჰა ესეც მე ვარ????? რძე როგორ უნდა ჯობდეს კაი სამ ნომერ ჭურჭელს???? :–)))))))))))
2016, 2 ივნისი, 15:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 2 ივნისი, 14:28
დაა რო მიყვარს რა ვქნა? :) თავიდან დავიბადო? :)
0 1 5