x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რჩევები მას, ვისაც ცხოვრებაში წარმატების მიღწევა უნდა

image

image

წარმატებული ადამიანები ყოველთვის მოქმედებენ. ეს მათი ყველაზე მთავარი წესია. მოქმედების გარდა, ეს ფილოსოფიაც არის, რომელიც მათ წარმატების მოპოვებისთვის ბრძოლისთვის განაწყობს. აქ გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ყველა თქვენი სურვილის და ჩანაფიქრის შესრულებაში:

image

1. შეწყვიტეთ საკუთარ თავზე ცუდად ფიქტი! თქვენ – უნიკალური პიროვნება ხართ. ეჭვით და საკუთარი თავისადმი რწმენის არ არსებობით, შეურაწყოფას აყენებთ იმ ძალას, რომელმაც მოგავლინათ ამ მშვენიერ ქვეყანაზე. ხშირად შეახსენეთ ეს საკუთარ თავს.

2. ის, რასაც სხვები თქვენზე ფიქრობენ – ეს მათი საქმეა! თუ ადამიანს არა აქვს წარმატებისთვის მიღწეული იმ სფეროში, რომლშიც თქვენ გაკრიტიკებს, ე. ი. მის აზრს არანაირი ღირებულება არა აქვს. ყველა, ვინც განვითარებას და წინსვლას ცდილობს, თვალს ადევნებს წარმატებულ ადამიანებს და მათ მოდელირებას ცდილობს. ასეთ ადამიანებს არა აქვთ იმის დრო, რომ სხვები აკრიტიკონ. სხვების გაკიცხვა – უიღბლოების ხვედრია, რომლებიც ერთ ადგილს ტკეპნიან და მოქმედების ეშინიათ. ასე, რომ, არ უნდა გაინტერესებდეთ უიღბლოების აზრი?


3. ყოველთვის გაიაზრეთ, რას აკეთებთ! ვინ ხართ, სად იმყოფებით და კონკრეტულად, ახლა რით ხართ დაკავებული! — ეს უბრალო კითხვები დაგეხმარებათ უმოქმედო სიტუაციიდან გამოსვლაში, რომლის გამო, ადამიანები მუდმივად სამომავლოდ დებენ საკუთარ საქმეებს. ეს მდგომარეობა არ გაძლევთ ცხოვრების შეცვლის საშუალებას და თქვენს განვითარებას და წინსვლას ამუხრუჭებს.


image
4. არ არსებობს წარუმატებლობა, არსებობს მხოლოდ გამოცდილება! იმ შემთხვევაში, თუ მიზნისაკენ მიმავალ გზაზე პრობლემას წააწყდით, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ შესაძლებლობაა, რომ კორეკტირება გაუკეთოთ საკუთარ გზას. დაბრკოლება გზაზე, მიზეზი არ არის, რომ იმ გზიდან გადაუხვიოთ.


5. უბრალოდ კეთება დაიწყეთ! ორჭოფობა ადამიანის ბუნების შემადგენელი ნაწილია. მაგრამ, თქვენ ვერასოდეს შეძლებთ, საკუთარი გზის 100% წინასწარ განჭვრეტას და ეჭვებისგან გათავისუფლებას. მოქმედება – საუკეთესო წამალია ეჭვებისა და შიშის დასამარცხებლად.


image

0
647
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
647
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0