x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ინდოელი პორნოვარსკვლავი მწერალი გახდა
image


"ინდოეთში ყველაზე სასურველი ქალის ვნებიანი მოთხრობები"-ასეთია სარეკლამო სლოგანით იწყება ვიდეორგოლი, საიდანაც წითელკაბიანი მომღიმარი ქალი გიმზერთ.


წიგნის ავტორია ყოფილი პორნოვარსკვლავი, ბოლივუდის მსახიობი, მისი ნამდვილი სახელია კარენ მალჰოტლა(Karen Malhotra), თუმცა პორნოინდუსტიაში იგი ცნობილია, როგორც სანი ლეონე(Sunny Leone).


აპრილის თვეში დელიში ბაზირებულმა გამოცემა Juggernaut-მა გამოაქვეყნა კრებული "ტკბილი ოცნებები", სადაც ლეონეს 12 ეროტიული ხასიათის მოთხრობაა შესული.



პირველად ინდოეთის ისტორიაში წიგნი სმარტფონებზე გამოქვეყნდა.


"მოთხრობები ჩემს ნოუთბუქზე დავწერე, ხან ბომბეიში და ხან ლოს-ანჯელესის სახლში.ზოგი მონაკვეთი ბოლივუდის გადაღებების დროს შესვენებების შუალედებში.სულ ოთხი თვე მოვუნდი, რომ პირველი შავი მონახაზი გამეკეთებინა"-განცხადა BBC-თან ინტერვიუში ლეონემ.


მისივე თქმით ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რაიმეს დაწერა გადაწყვიტა, ამასთანავე არ ახსოვს კითხულობდა თუ არა ბავშვობაში წიგნებს.


image


ინდოელი ექსპერტები და მწერლები აცხადებენ, რომ ლეონეს წიგნი ზუსტად ხელსაყრელ დროს გამოვიდა.


"ინდოეთში უდიდესი მოთხოვნაა ეროტიკულ ლიტერატურაზე, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება მოწოდებულია ზნეობრივი მორალით, ლეონეს მოთხრობები მაინც უფრო აღაგზნებს ხალხს."-აცხადებს ეროტიკული მწერალი ანან პადმანაბხანი.


გამოცემელი Juggernaut -იდან ჩიკ სარკერი ამბობს, რომ "ეროტიკა-ერთ-ერთი ძირითადი ჟანრია ელექტრონული წიგნებისთვის და ჩვენც გადავწვიტეთ, რომ სმარტფონებისთვის მისი გამოცემა კარგი იდეა იყო."


image


სანი ლეონეს უამრავი ფანი ჰყავს .ინდოეთში Google-ის ძებნის ველში ყველაზე ხშირად სწორედ მისი სახელი იწერება.მას დაახლოებით 22 მილიონი ხელისმომწერი ჰყავს "ფეისბუქზე" და "ინსტაგრამზე".


ინდოელმა ტელემაყურებლებმა ის პირველად 2011 წელს იხილეს რეალიტი შოუ- Big Boss-ში (Celebrity Big Brother-ის ინდური ვარიანტი).


ინდური წარმოშობის მსახიობი კანადაში დაიბადა, 18 წლის იყო, როდესაც აშშ-ში გაემგზავრა და დაიწყო მოღვაწეობა პორნო-ინდუსტრიაში.


2014 წლის მონაცემებით ლეონემ ითამაშა 54 პორნო-ფილმში, ხოლო 56 ფილმის რეჟისორი თავად იყო.


ბოლივუდში ითამაშა 15 ფილმში:ეროტიკულ-საშინელებათა ფილმით დაწყებული და კომედიებით თუ პიკანტური მიუზიკლებით დამთავრებული.

image


გაზრდილ პოპულარობასთან ერთად ინდოეთში მატულობს იმ ადამიანების პროტესტის რიცხვი, ვინც ტრადიციული ინდური მორალის დამცველია.მათი განცხადებით ლეონესთანა გახრწნილი ქალის ადგილი ინდოეთში არა არის.


"არის უფრო საჭირბოროტო საკითხები ვიდრე მე და ჩემი ნამუშევრები-პასუხობს მორალის დამცველებს ლეონე, -მიხედეთ ღატაკებს, ქუჩაში უპატრონო ბავშვებს, გახადეთ ქალაქი სუფთა და დარგეთ ხეები."

image


სანი ლეონემ ამას წინათ სიმღერაც ჩაწერა დუეტში შაჰ რუხ ხანთან ფილმისთვის "რაისი", ამასთანვე აპირებს უახლოეს ხანში გამოუშვას საკუთარი სუნამო Lust by Sunny Leone.


4
2936
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2936
  
2016, 7 ივნისი, 18:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი გოდერძი მახარაშვილი-ის კომენტარზე
2016, 7 ივნისი, 18:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 7 ივნისი, 18:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

მალე ინდოეთის პრემიერ მინისტრობასაც გამოჰკრავს ხელს.....აპა რავა შე კაცო
0 1 4