x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
საინტერესო ფაქტები საქართველოს შესახებ,რომელიც შესაძლოა არც იცოდით(ნაწ.2)
image

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ზეიმობს.ყველას გილოცავთ ამ ღირშესანიშნავ დღეს და მოდით კიდევ ერთხელ რამდენიმე საინტერესო ფაქტი გავიხსენოთ ჩვენი ქვეყნის წარსულიდან.






1)2003 წლის "ვარდების რევოლუცია" პირველი იყო ისტორიაში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.ც CNN-ს 4 საათის განმავლობაში, ყოველგვარი სარეკლამო ჭრის გარეშე ჰქონდა ეთერი ჩართული.


image




2)ქართული ფილმი „წითელი ეშმაკუნები“ პირველი საბჭოთა ფილმია, რომელზეც რეცენზია დაიწერა "New York Times"-ში.


image



3)საქართველოს ტერიტორიაზე კანარის ჩიტის შემოფრენის ერთადერთი შემთხვევა 1896 წელს დაფიქსირდა.


image




4)უჯარმის ციხე ჟურნალმა Forbes-მა 2012 წელს შეიყვანა მსოფლიოს ცხრა უძველესი ციხესიმაგრის სიაში.


image



5)დღემდე მოღწეული ცნობების მიხედვით, IV საუკუნეში საქართველოში ახალი წლის დადგომას 6 აგვისტოს აღნიშნავდნენ, VII საუკუნიდან — სექტემბრის თვეში, IX საუკუნის 20-იანი წლებიდან ახალი წელი მარტში დგებოდა, ხოლო 1 იანვარს ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია XIV საუკუნეში დამკვიდრდა.


image



6)ქართველთა აჯანყება კუნძულ ტექსელზე წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელ ევროპულ ბრძოლას.


image




7)სიტყვა „საქართველო“ ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად VIII საუკუნეში ჯუანშერთან დასტურდება, თუმცა საყოველთაოდ მისი გამოყენება მხოლოდ XIII საუკუნიდან იწყება.


image




8)რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი ევროპაში XXI საუკუნის პირველი ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი იყო სუვერენულ სახელმწიფოთა შორის.


image



9)საქართველოს კომუნისტური პარტიის ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი საბჭოთა კავშირის ისტორიაში იყო პირველი თანამდებობის პირი, რომელიც თავისი ნებით გადადგა.


image



10), რუსთაველის გამზირის 31/13 ნომერში მდებარე შენობის სახელი „იმელი“ (ИМЕЛ) რუსული ენიდან მოდის და ნიშნავს „ინსტიტუტი მარქსის, ენგელსის, ლენინის“, შემდგომში მას სტალინის სახელიც მიემატა და მას „იმელსი“ დაერქვა.

image



11). ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთებამდე საქართველოს მომავალმა მთავარმართებელმა პავლე ციციანოვმა ქართულ სამხმიან გალობას „კატის კნავილი“ უწოდა, ხოლო ეგზარქოსმა თეოფილაქტე რუსანოვმა — „ძაღლის ყეფა".


image



12)ვეფხისტყაოსანი შუა საუკუნეებში ქართული სამღვდელოების მიერ კრიტიკის საგანს წარმოადგენდა, ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით კი, ნაწარმოები იდევნებოდა და მისი ხელნაწერი წიგნები იწვებოდა კიდეც.


image



13) „ქართული ეროვნული ბალეტი“(სუხიშვილები) დღემდე მსოფლიოს ერთადერთი ფოლკლორული დასია, რომელმაც "ლა სკალას" სცენაზე წარმოდგენა გამართა 1968 წელს.


image



14) პირველად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, როგორც დე-ფაქტო, ასევე დე-იურე, ცნო თურქეთმა 1918 წლის 3 ივნისს.


image



15)ძველად საქართველოში მოღალატე მეუღლეს ეკლესია სასჯელად 15 წელს უზიარებლად ყოფნას უწესებდა...

image




16)XII-XIV საუკუნეების საქართველოს ფეოდალური საგვარეულოს — მხარგრძელების წინაპრები წარმომავლობით ქურთები იყვნენ...


image



17)მერი შერვაშიძე, გალაკტიონის მუზა, 1921 წელს სტამბოლში გამართული მსოფლიო სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა.


image



18)სოფიკო ჭიაურელი ერთადერთი მსახიობი ქალია ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, რომელიც ყველაზე მეტჯერ, 7-ჯერ დაჯილდოვდა პრიზით საერთაშორისო კონკურსებში "ქალის საუკეთესო როლის" შესრულებისათვის.


image




19)პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სომხური დრამატული თეატრი მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც სომხეთის ფარგლებს გარეთ სახელმწიფო თეატრის სტატუსით ფუნქციონირებს...


image



20) საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი სანქცინირებული როკ-ფესტივალი თბილისში ჩატარდა 1980 წელს."გაზაფხულის რიტმები. თბილისი-80".

image

1
1157
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1157
  
2016, 26 მაისი, 22:27
საინტერესო იყო!
0 1 1