x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ და სად მივიღოთ დროულად, საჭირო და ობიექტური ინფორმაცია ?

image




დღესდღეობით ინფორმაციის მიღების სხვადასხვა საშუალება არსებობს. მსურველის

ინტერესებიდან გამომდინარე არსებობს უამრავი ინტერნეტ პორტალი სადაც შესაბამისი


ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

ახალ ამბებზე მოთხოვნილება დროთა განმავლობაში იზრდებოდა, ტექნოლოგიურმა

განვითარებამ კი იმ ეტაპამდე მიგვიყვანა რომ დღესდღეობით საინფორმაციო სააგენტოებს შეუძლია წუთში 12 000 სიტყვა, რამდენიმე ფოტო და გრაფიკული გამოსახულება გადასცეს დედამიწის ერთი კუთხიდან მეორეს.

არ არსებობს მედია ორგანიზაცია რომელიც საერთაშორისო ან ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების გაშუქების საქმეში არ იყენებდეს საინფორმაციო სააგენტოების მიერ მიწოდებულ ინოფრმაციას. ამის მიზეზი კი ის არის რომ მიუხედავად ფინანსური სიძლიერისა ან კორესპონდენტთა შტატების სიდიდისა მათ არ აქვთ ფუფუნება, რომ მსოფლიოს ან ამა თუ იმ კონკრეტული ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მომხდარ მოვლენებზე თავად მოიპოვონ ინფორმაცია.


საინტერესოა, როგორი მდომარეობაა საქართველოში და როგორ ხდება ეს პროცესი?

სად შეგვიძლია მივიღოთ მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია? და რაც

მთავარია დროულად...

საქართველოში სხვადასხვა სააგენტო ფუნქციონირებს. მათ შორის ყველაზე პოპულარულია “ინტერპრესნიუსი“ (IPN), „ჯიეიჩენი“ (GHN), „პირველი“, „მედიანიუსი“, და „ჯეონიუსი“.



image


ახალი ამბების სააგენტო “ინტერპრესნიუსი”, (ipn.ge) შეიქმნა 2005 წელს. სააგენტო ავრცელებს ობიექტურ, მიუკერძოებელ ინფორმაციას, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, სამ ენაზე, 24 საათის განმავლობაში. IPN საქართველოში ყველაზე გავლენიან საინფორმაციო სააგენტოდ არის აღიარებული. IPN-ის აქტიური მომხმარებელია პოლიტიკური ისტემბლიშმენტი და საქმიანი ადამიანების უმრავლესობა.

“ინტერპრესნიუსი“ (IPN) „პალიტრა-ჰოლდინგის“ კუთვნილებაა. ოპერატიულობისა და ინფორმაციის რაოდენობის თვალსაზრისითაც პირველობს. გარდა ახალი ამბებისა იგი მომხმარებელს ანალიტიკურ სტატიებს, ვიდეოებს, ფოტორეპორტაჟებსა და სოციოლოგიურ კვლევებსაც სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ უკვე წლებია წამყვანი საინფორმაციო სააგენტოა საქართველოში. როგორც სააგენტოების უმეტესობა, ისიც ხელმომწერებზეა დამოკიდებული.




image




„ჯიეიჩენი“ (GHN), რომელიც ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ფუნქციონირებს საკმაოდ პოპულარულია საქართველოში. იგი დაფუძნებულია ერთ-ერთი სოციოლოგიური კვლევითი ცენტრის ბაზაზე და მომხმარებელს საკმაოდ მრავალფეროვან ინფორმაციას სთავაზობს (16 რუბრიკა). არის სამენოვანი და წერილობითი საშუალებების პარალელურად იყენებს ვიდეო და აუდიო საშუალებებსაც ინფორმაციის გასავრცელებლად.







image

საინფორმაციო სააგენტო “პირWელი” 2006 წლის 11 ნოემბერს დაარსდა. იგი აშუქებს საქართველოში, კავკასიის რეგიონში, მეზობელ ქვეყნებსა და ზოგადად მსოფლიოში მომხდარ ამბებს. „ინტერპრესისა“ და „ჯიეიჩენის“ მსგავსად სააგენტო „პირველი“ სამენოვანია და ნიუსების პარალელურად მომხმარებელს სთავაზობს სოციოლოგიურ გამოკითხვებსა და ექსპერტების მოსაზრებებს. მას 12 რუბრიკა აქვს, რომელთაგან ნაწილი ვებ-გვერდის ვიზიტორისათვის თავისუფალია ნაწილი კი დახურული ინფორმაციაა და მხოლოდ ხელმომწერებისთვისაა გახსნილი.



დროთა განმავლობაში საინფორმაციო სააგენტოების დანიშნულება და ფუნქციონალური დატვირთვა იზრდება და საუკეთესო საშუალებაა დროის მოკლე მონაკვეთში მიიღო ინფორმაცია ქვეყნისა და მსოფლიო სიახლეების შესახებ, უკვე ქართული სააგენტოები ხელმომწერები არიან ქართულ მსხვილ მედიასაშუალებებთან ერთად უცხოურ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებთან. რომელ სააგენტოზე გააკეთებთ არჩევანს ინდივიდუალურია, მთავარია მიიღოთ ობიექტური და დროული ინფომაცია. სააგენტოების დანიშნულება და მთავარი მისიაც ხომ ესაა.

0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0