x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კვების აუცილებელი რაციონი, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად – «ხელის დიეტის» 5 პრინციპი

იმისთვის რომ გახდეთ ან არსებული წონა და გარეგნობა შეინარჩუნოთ, არ არის აუცილებელი საკუთარი თავისთვის მკაცრი შეზღუდვების დაწესება და უარის თქმა საყვარელ საჭმელებზე! ჯანმრთელად გახდომის და სტაბილური წონის საიდუმლო — საკვების რაოდენობაშია, რომელსაც დღის მანძილზე მიირთმევთ.

სამეცნიერო ჟურნალმა Guard Your Health გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ამ ბოლო დროს, ჭარბწონიანი ადამიანების რიცხვმა იმატა. გთავაზობთ ზომიერი კვების რეჟიმის დაცვის უმარტივეს მეთოდს, რომელიც დიდი ულუფებით კვებას გადაგაჩვევთ!


image

image

ხელის დიეტის 5 პრინციპი


1. შეაერთეთ ორივე ხელი და იმდენი, რაც ორივე ხელში ჩაგეტევათ ანუ თავმოდგმული ორი მუჭა — არის ბოსტნეულის რაოდენობა, რომელიც დღის მანძილზე უნდა მიირთვათ.

2. მუშტის წინა მხარე — ნახშირწყლების დღიური ნორმაა (ბრინჯი, ბურღულეული, მაკარონის ნაირსახეობა, პური).

3. გაშლილი ხელი, თითების გარეშე — ხორცის* დღიური ნორმა.

4. შეკრული მუშტის მოცულობია — ხილის აუცილებელი რაოდენობა.

5. საჩვენებელი თითის ზედა ფალანგა — ეს არის ცხოველური ცხიმის რაოდენობა, რომელიც გარეგნობას არ დააზარალებს.

* ხორცის ნაცვლად შეგიძლიათ მიირთვათ:

image
ამ დიეტის დაცვა ძალიან მარტივია. საკმარისია დაიმახსოვროთ, როგორ გამოიყურება დღიური საკვების ულუფა და გაყოთ ის 3 ან 4 ნაწილად:

image


0
444
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0