x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რით ვიკვებებოდით ჩვენ ამერიკის აღმოჩენამდე და რას ჭამდნენ აბორიგენი ამერიკელები? ანუ "კოლუმბის გაცვლა"
image


ხშირად დაგვისვია კითხვა.ნეტა ამერიკის აღმოჩენამდე რას
ჭამდნენ ჩვენი წინაპრები? თუ ყველა გემრიელი საკვები იქიდანაა შემოტანილი?
კარტოფილი, სიმინდი, პომიდორი, ლობიო, წიწაკა, კაკაო, ნესვი და
ა.შ...თუმცა არც მთლად მასე ყოფილა საქმე...უფრო სწორია დაისვას კითხვა,
რას ჭამდნენ მანამდე აბორიგენი ამერიკელები?ამ ჭეშმარიტებში დარწმუნდებით,
როდესაც ე. წ."კოლუმბის გაცვლის" სიას გაეცნობით.




ამერიკის აღმოჩენის შემდეგ ევროპისთვის ბევრი მცენარე თუ ცხოველი უცნობი
იყო და ასევე პირიქით, ამერიკისთვის უცნობი იყო ევროპული მრავალი
სახეობის ფლორა და ფაუნა.


რა გაცვალეს ერთმანეთში "ძველმა" და "ახალმა" მსოფლიომ 1492 წლის შემდეგ, ანუ როცა კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინა?გთავაზობთ ე.წ. "კოლუმბის გაცვლის"(Columbian Exchange) ჩამონათვალს.

image

ცხოველები ძველი მსოფლიოდან ამერიკაში:კამეჩი(შინაური),
აქლემი, ბატი, თხა, ძროხა, კატა, კურდღელი(შინაური), ქათამი,
ცხენი, ცხვარი, ფუტკარი, ღორი, მტრედი, ძაღლის ზოგიერთი სახეობა,
აბრეშუმის ჭია.


ამერიკიდან ძველ მსოფლიოში:ალპაკა, ინდაური, ლამა, ზღვის გოჭი, ძაღლის ზოგიერთი სახეობა, ონდატრა, ნუტრია.


აგროკულტურები, ძველი მსოფლიოდან ამერიკაში:ატამი,
გარგარი, ჭერამი, ვაშლი, ციტრუსის ყველა სახეობა, საზამთრო,
ბადრიჯანი, ბანანი, მუხუდო, ბერძნული კაკალი, მსხალი, კომბოსტო,
კივი, კანაფი, ყავა, ხახვი, ნიორი, სალათის ფოთოლი, სტაფილო, კიტრი,
მანგო, შვრია, ხორბალი, პროსა, სოიო, ჭვავი, ჩაი, კივი, შაქრის
ლერწამი, ზეთისხილი, შავი პილპილი.

ამერიკიდან ძველ მსოფლიოში:ავოკადო, ამარანტი,
ანანასი, აკაჟუ, არაქისი, ბატატი, ვანილი, კაკაო, კარტოფილი, წითელი
წიწაკა, კაუჩუკი, კოკაინი, სიმინდი, მანიჰოტი, ნესვი, პეკანი,
მზესუმზირა, თამბაქო, პომიდორი, გოგრის ზოგიერთი სახეობა, ლობიო,
სალბი.

image


ინფექციური დაავადებები ძველი მსოფლიოდან ამერიკაში:შავი ჭირი, ჩუტყვავილა, გრიპი, ციებ-ცხელება, მალარია, აფრიკული ტრიპანოსომოზი, ტიფი, ტუბერკულიოზი, ქოლერა, ცისტიცერკოზი.


ამერიკიდან ძველ მსოფლიოში:სიფილისი(ბოლომდე დამტკიცებული არაა)და ფრამბეზია.

0
857
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
857
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0